კურტ კობეინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურტ კობეინი
Nirvana around 1992.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კურტ დონალდ კობეინი
ასევე ცნობილი
როგორც
კურდტ კობეინი
დაიბადა 20 თებერვალი, 1967 (1967-02-20) (ასაკი 45)
აბერდინი, აშშ
გარდაიცვალა აპრილი 5, 1994 (27 წლის)
სიეტლი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, გრანჟი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
ლეიბლ(ებ)ი Sub Pop, DGC/Geffen
ასოციაციები ნირვანა, Fecal Matter
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Jag-Stang
Fender Jaguar
Fender Mustang
Fender Stratocaster
Martin D-18E
Univox Hi-Flier[1]

კურტ დონალდ კობეინი (ინგლ. Kurt Cobain; 20 თებერვალი, 19675 აპრილი, 1994) იყო ამერიკელი მუსიკოსი. ის ცნობილია როგორც სიეტლურ ჯგუფ ნირვანას ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი.

კობეინმა ნირვანა 1987 წელს წელს, კრის ნოვოსელიჩთან ერთად დააარსა. 1991 წელს გამოვიდა ნირვანას ყველაზე წარმატებული ალბომი Nevermind, რომელიც 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომად იქცა. 1994 წლის 8 აპრილს კობეინი იპოვეს მკვდარი საკუთარ სახლში, სიეტლში. მისი სიკვდილის მიზეზი იყო თვითმკვლელობა. მას თავში ნასროლი ჰქონდა საფანტის იარაღი.

ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების სიაში კობეინს მეთორმეტე ადგილი უკავია. [2][3]

სექციების სია

[რედაქტირება] ნირვანა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნირვანა (ჯგუფი).

1985 წელს კურტმა შექმნა ჯგუფი, რომელიც "Fecal Matter"-ის სახელით იყო ცნობილი. ჯგუფი შემდგარი იყო ბას-გიტარისტ დეილა კროვერისგან, მედოლე გრეგა ხოკანსონიგან და თვითონ კობაინისგან, რომელიც ჯგუფში ვოკალისტი და გიტარისტი იყო. დაახლოებით, წლის განმავლობაში, ჯგუფი ჩამოყალიბდა ისე, რომ მათი ერთი დისკიც კი არ გამოსულა. ამის შემდეგ კურტმა გაავრცელა ნაცნობებში ჯგუფი "Fecal Matter"-ის დემოჩანაწერები - მას სურდა შეექმნა ახალი ჯგუფი. ერთერთი კასეტა მიეცა კრის ნოვოსელიჩს, კურტის მეგობარს. რამდენიმე ხანი, მან თითქოს-და დაივიწყა ამ ჩანაწერზე, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში, მან მოახდინა მოლაპარაკება კურტთან იმაზე, რომ კარგი იქნებოდა თუ კურტი დაგეგმავდა ჯგუფის ორგანიზებას (მან მოისმინა ჩანაწერი, და მატერიალი ძალიან მოეწონა). წარმოუდგენელმა ჯგუფმა (რომელშიც მალევე გაჩნდა მესამე მონაწილე - დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელი აარონ ბურკჰარდი) ჯგუფის დასახელება რამდენიმეჯერ შეცვალენ: «Skid Row», «Ted Ed Fred», «Bliss», «Pen Cap Chew», - საბოლოოდ კი შეარჩიენ დასახელება «Nirvana». "მე ვეძებდი დასახელებას, რომელიც იქნებოდა ლამაზი ან სასიამოვნო" - ახსნა კურტმა. 1988 წ. გამოვიდა პირველი სიმღერა ჯგუფი - «Love Buzz/Big Cheese»-ს, ხოლო შემდეგ წელს გაყიდვაში გამოვიდა დებიუტიანი ნირვანას ალბომი «Bleach». 1991 წელს გამოვიდა ნირვანას მეორე ალბომი Nevermind, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. სიმღერები Smells Like Teen Spirit, Lithium, Come As You Are გახდა ჰიტი MTV-ზე. კურტი აღშფოთებული იყო უეცარი ალბომის წარმატებისგან: "მე რა თქმა უნდა არ მივცემ ნებას ჩემს თავს ვთქვა საკუთარ ჯგუფზე მხოლოდ კარგი. თავს სულელურად ვგრძნობდი იმის გამო, რომ სცენაზე არის უამრავი ჯგუფი, რომლებიც ჩვენსავით კარგად მღერიან, ან ჩვენზე კარგად, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ჩვენ ვიპყრობთ ყურადღებას". ასევე მან აღნიშნა, რომ ცოტათი არ არის კმაყოფილი დისკისგან გამოცემული ხმისგან, რადგან ის ისმის რაღაც "ნაზად" და "პოპსური". მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, სწორედ ალბომ "Nevermind" გამოშვების შემდეგ, ნირვანამს ეწვია დიდმა პოპულარობამ და წარმატებამ, ხოლო კურტი აღიარეს "თაობის ხმა"-დ.

[რედაქტირება] დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ნირვანას დისკოგრაფია.

ალბომი "Bleach":

• გამოვიდა: 15 ივნისს 1989 წელს. • ლებლი: Sub Pop • პოზიცია ჩარტერებში: (1992): № 24 (GER), № 24 (FIN), № 26 (AUT), № 30 (NZ), № 33 (UK), № 34 (AUS), № 46 (JPN), № 89 (US) • RIAA-ს ინფორმაციით: ▲ • გაიყიდა აშშ-ში: 1,1 მილიონი. • გაიყიდა მსოფლიოში: 4 მილიონი. • სიმღერები: «Love Buzz», «Blew»

ალბომი "Nevermind":

• გამოვიდა: 24 სექტემბერს 1991 წელს. • ლეიბლი: DGC Records • პოზიცია ჩარტებში: № 1 (US), № 1 (US Heatseekers), № 1 (FIN), № 1 (POR), № 2 (AUS), № 2 (NLD), № 2 (SWI), № 2 (AUT), № 2 (NOR), № 2 (NZ), № 2 (SPA), № 3 (GER), № 7 (UK), № 12 (HUN), № 13 (SWE), № 24 (JPN) • RIAA-ს ინფორმაციით: ▲ 10 (ბრილიანტის) • გაიყიდა აშშ-ში: 10 მილიონი • გაიყიდა მსოფლიოში: 20 მილიონი • მიღწევები: საუკეთესო ნირვანას ალბომი. აშშ-ში 10-ჯერ აღიარეს პლატინურ ალბომად. შედის საუკეთეს ასეულ ალბომებში RIAA. • სიმღერები: «Smells Like Teen Spirit», «Come as You Are», «Lithium», «In Bloom»

ალბომი "Incesticide"

• გამოვიდა: 12 დეკემბერს 1992 წელს • ლეიბლი: DGC Records • პოზიცია ჩარტებში: № 10 (AUT), № 14 (UK), № 17 (NLD), № 18 (FIN), № 18 (SWI), № 22 (AUS), № 23 (NZ), № 27 (NZ), № 39 (US), № 40 (GER), № 50 (JPN) • RIAA-ს ინფორმაციით: ▲ • გაიყიდა მსოფლიოში: 3 მილიონი. • სიმღერები: «Sliver»

ალბომი "In Utero"

• გამოვიდა: 21 სექტემბერს 1993 წელს • ლეიბლი: DGC Records • პოზიცია ჩარტებში: № 1 (US), № 1 (UK), № 1 (SWE), № 2 (AUS), № 3 (NZ), № 4 (POR), № 5 (FIN), № 7 (NOR), № 8 (AUT), № 10 (NLD), № 13 (SPA), № 13 (JPN), № 14 (GER), № 16 (SWI), № 40 (HUN) • RIAA-ს ინფორმაციით: ▲ 5 • გაიყიდა აშშ-ში: 5,8 მილიონი • გაიყიდა მსოფლიოში: 10 მილიონი • სიმღერები: «Heart-Shaped Box», «All Apologies», «Rape Me», «Pennyroyal Tea»

კონცერტის ალბომები.

MTV Unplugged in New York

• გამოვიდა: 1 ნოემბერი 1994 წელი. • ლეიბლი: DGC Records • პოზიცია ჩარტებში: № 1 (US), № 1 (UK), № 1 (AUS), № 1 (AUT), № 1 (NZ), № 1 (NLD), № 1 (SPA), № 2 (SWE), № 3 (SWI), № 3 (FIN), № 6 (NOR), № 6 (GER), № 9 (HUN), № 16 (ITA), № 20 (JPN) • RIAA-ს ინფორმაციით: ▲ 5 • გაიყიდა აშშ-ში: 5,2 მილიონი • გაიყიდა მსოფლიოში: 12 მილიონი • სიმღერები: «About a Girl», «The Man Who Sold the World», «Lake of Fire», «Where Did You Sleep Last Night?».

From the Muddy Banks of the Wishkah

• გამოვიდა: 1 ოქტომბერი 1996 • ლეიბლი: DGC Records • პოზიცია ჩარტებში: № 1 (US), № 2 (NZ), № 2 (FIN), № 3 (UK), № 3 (AUT), № 4 (HUN), № 6 (SWE), № 7 (FRA), № 7 (SPA), № 8 (NOR), № 9 (SWI), № 11 (NLD), № 12 (JAP), № 38 (GER) • RIAA-ს ინფორმაციით: ▲ • გაიყიდა აშშ-ში: 1,3 მილიონი • გაიყიდა მსოფლიოში: 3,5 მილიონი • სიმღერები: «Aneurysm», «Drain You»

Nirvana: Live at Reading

• გამოვიდა: 2 ნოემბერი 2009 • ლეიბლი: Geffen Records • პოზიცია ჩარტებში: - • RIAA-ს ინფორმაციით: - • გაიყიდა აშშ-ში: - • გაიყიდა მსოფლიოში: - • სიმღერები: «Aneurysm», «Drain You», «About a Girl», «Sliver», «Love Buzz», «Smells Like Teen Spirit», «All Apologies», «Come as You Are», «Lithium», «In Bloom»

კრებული

Nirvana

• გამოვიდა: 29 ოქტომბერს 2002 • ლეიბლი: DGC Records • პოზიცია ჩარტებში: № 1 (AUS), № 1 (AUT), № 2 (SWI), № 2 (IRE), № 2 (BEL), № 2 (NZ), № 2 (CAN), № 2 (CAN), № 3 (US), № 3 (UK), № 5 (GER), № 5 (NOR), № 6 (JAP), № 6 (NLD), № 6 (DEN), № 6 (ITA), № 9 (FIN), № 10 (SWE), № 11 (SPN), № 24 (POR), № 106 (HUN) • RIAA-ს ინფორმაციით: ▲ • გაიყიდა მსოფლიოში: 5,2 მილიონი • სიმღერები: «You Know You're Right»

Sliver: The Best of the Box

• გამოვიდა: 1 ნოემბერს 2005 • ლეიბლი: DGC Records • პოზიცია ჩარტებში: № 12 (CAN), № 21 (US), № 26 (AUT), № 26 (GRE), № 43 (ITA), № 56 (UK), № 77 (ARG), № 87 (SWI), № 97 (GER) • სიმღერები: არ არის.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. "The Kurt Cobain Equipment F.A.Q.". kurtsequipment.com.
  2. 100 Greatest Guitarists of All Time 12: Curt Cobain. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: January 29, 2012.
  3. 100 Greatest Singers of All Time 45: Curt Cobain. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: January 29, 2012.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:



თარგი:ოჯახური პირობები

კურტ კობეინი და კორტნი ლავ პირველად ერთმანეთს 1989 წელს შეხვდნენ. ორივე ამტკივებნდნე, რომ უკვე ამ პეერიოდში ერთმანეთთან გააჩნდათ სიმპათია. 1991 წელს კორტნიმ გაიცნობ ჯგუფი ნირვანას მონაწილე (მედოლე) დეივი გროლი. მან შეარიგა კურტი და კორტნი, რადგანაც შეამჩნია, რომ კორტნის და კურტს ერთმანეთთან ერთგვარი დამოკიდებულება ჰქონდა. მალევე წყვილს რომანი გაუჩნდათ, ხოლო 1992 წელს კურტი და კორტნი დაქორწილდნენ (ამავდროულად კორტნი ფეხმძიმედ იყო). კურტის სიტყვებით "მას არ სჯეროდა, რამდენად ის იყო ბედნიერი.": "დროთა დრო მე მავიწყდება, რომ საერთოდ ვარსებობ ჯგუფში, მე დაბრმავებული ვარ სიყვარულით... მე ვიცი, ეს საკვირველია, მაგრამ ეს ასეა." 18 აგვისტოს 1992 წელს დაიბადა ფრანცეს ბინ კობეინი, კურტ კობეინის და კორტნი ლავის გოგონა. ბავშვის დაბადებამდე კორტნიმ მისცა ინტერვიუ ჟურნალ «Vanity Fair»; ინტერვიუს სვლის დროს, მას წამოსცდა, რომ ორსულობის დროს მან მიიღო ჰეროინი - იმ დროს როდესაც მან ჯერ კიდევ არ იცოდა ბავშვის შესახებ, მაგრამ 1992 წლის სტატიაში, ამტკიცებდნენ, რომ კორტნი მაინც ნაგრძავდა ნარკოტიკის მიღებას მას მერეც რაც გაიგო, რომ ფეხმძიმედაა. კურტს და კორტნს ასევე დაარქვეს "90-იანი წლების სიდი და ნენსი". კორტნიმ თქვა, რომ ჟურნალისტმა მისი ნათქვამი "გადაასხვაფერა", ხოლო ჟურნალისტმა შესთავაზა ინტერვიუს ჩანაწერის გამოქვეყნება. კობეინებმა ეგრევე ვერ მიხდნენ, რომ სწორედ ამ სატიის გამო, მათ კარიერას, დიდი ლაქა დაედობა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე