სამურაი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სამურაი}} |
სამურაი (იაპ. 侍 ან 武士) იყო იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა (მეომართა) აღმნიშვნელი ტერმინი. სამურაი იაპონურად ნიშნავს „სამსახურს“. სამურაი წვრილი მიწათმფლობელი (აზნაური) იყო, რომლის მთავარი მოვალეობა ბრძოლაში სამსახური წამოადგენდა. მისი მთავარი იარაღი იყო ხმალი (კატანა), თუმცა იყენებდა შუბს (ნაგინატა) და მშვილდსაც (იუმი).
[რედაქტირება] მითი და რეალობა
ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდო“ (武士道 ბუში-მეომარი დო-გზა ) ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“ (切腹), რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა. თუმცა ბუშიდოს კოდექსი მშვიდობიანობის პერიოდში დაიწერა და ამგვარად სამურაის როგორც მეომრის შესაძლებლობებს სრულად არ ასახავს.