ქაოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაოსი

ქაოსი – ბერძნულ მითოლოგიაში, ცარიელი სივრცე, რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ქაოსისაგან წარმოიშვნენ გეა, ერებოსი, ეროსი, ტარტაროსი, ნიკტი და სხვა. ორფელების წარმოდგენით ქაოსი ქრონოსის (მარადისობის) შვილია.

მათ ქაოსი წარმოდგენილი ჰქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა.

ახლანდელი მნიშვნელობით ქაოსი ნიშნავს უწესრიგობას, არევ-დარევას.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქაოსი&oldid=2770115“-დან