ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
ჟანრი დრამატული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი მილოშ ფორმანი
პროდიუსერი სოლ ზაეცი, მაიკლ დუგლასი
სცენარის ავტორი ლორენს ჰაუენი, ბო გოლდმანი
ნაწარმოები კენ კიზის „...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“
ისტორია დევიდ ფრენზონი
როლებში ჯეკ ნიკოლსონი
ლუიზ ფლეთჩერი
ოპერატორი ჰასკელ ვექსლერი
მონტაჟი რიჩარდ ქრიუ, შელდონ კანი
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 9 ნოემბერი 1975
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 3 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 108 მლნ აშშ დოლარი
კინოგიდის პროფილი
IMDb პროფილი

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (ინგლ. One flew over the cuckoo's nest) — ამერიკული დრამა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი გადაღებულია 1962 წელს გამოცემული, ამერიკელი ნოველისტის, კენ კიზის რომანის მიხედვით „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“.

სექციების სია

როლებში [რედაქტირება]

ფილმის გადაღება [რედაქტირება]

სანამ რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანებზე მოხვდებოდა, ის თეატრის სცენაზე დაიდგა. ბროდვეის სცენაზე, მაკმერფის, კერკ დუგლასი ასრულებდა. მანვე იყიდა კენ კიზისგან ფილმის გადაღების უფლება 20 ათას დოლარად. კერკმა ფილმის გადაღების უფლება თავის შვილს მაიკლ დუგლასს გადასცა. კერკი ფიქრობდა, რომ მაიკლი ამ ფილმში მაკმერფის როლს მამას მისცემდა, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ მამამისი ამ როლისთვის ზე+დმეტად ხანშიშესული იყო. ამ მიზეზით მამა-შვილი დიდი ხნის მანძილზე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

თავად კენ კიზი, რომანის ავტორი, ამბობდა, რომ მას ფილმი არასდროს უნახავს. როგორც ჩანს, რეჟისორმა მას სერიოზულად დასწყვიტა გული. ის აპროტესტებდა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.

ჯილდოები [რედაქტირება]

ოსკარის ისტორიაში ეს იყო მეორე ფილმი, რომელმაც აკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო. ფილმი ასევე ოქროს გლობუსის ექვსი მაკ მერფის როლს ფილმში ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო ჯეკ ნიკოლსონის უმაღლესი კლასის თამაში. „როდესაც 133 წუთის მანძილზე მაკმერფის უყურებ ხვდები, რომ შენ მეგობარი დაკარგე, თუმცა ამავე დროს გიხარია, რომ მას რეალურად არც იცნობდი“.ნომინაციიდან ექვსივეს მფლობელი გახდა.

ოსკარი

ოქროს გლობუსი

ბაფტა

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]