ჰავანის ქრისტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰავანის ქრისტე

ჰავანის ქრისტე (ესპ. Cristo de La Habana) — იესო ნაზარეველის დიდი სკულპტურა კუბის დედაქალაქ ჰავანაში, მდებარეობს გორაკის წვერზე და გადაჰყურებს ჰავანის უბეს. მისი ავტორია კუბელი არქიტექტორი ხილმა მადერა.

გამოკვეთილია თეთრი კარარის მარმარილოსგან, იგივე მასალა გამოყენებულია კოლონის სასაფლაოს მრავალ მონუმენტში. სტატუეტის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია და აღმართულია 3 მეტრის სიმაღლის პიედსტალზე.[1] წონა დაახლოებით 320 ტონას შეადგენს. სტატუეტის მშენებლობაში გამოყენებულია მარმარილოს 67 ბლოკი, რომელიც იტალიაში იყიდეს და პირადად პაპმა პიუს XII-მ აკურთხა. ფიგურას მარჯვენა ხელი ნიკაპთან ახლოს უჭირავს, მარცხენა კი მკერდთან ახლოს. იგი სახით ქალაქს გასცქერის და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

სკულპტურა ჰავანის გარეუბან კასაბლანკაში მდებარეობს, რეგლის მუნიციპალიტეტში. გაიხსნა 1958 წლის 24 დეკემბერს. მისი აღმართვიდან სულ რაღაც 15 დღის შემდეგ, 8 იანვარს, ჰავანაში ფიდელ კასტრო შევიდა, კუბის რევოლუციისას. იმავე დღეს, მონუმენტს მეხი დაეცა და თავი დაუზიანდა, მიუხედავად ამისა, სულ მალე შეაკეთეს.

სკულპტურა ზღვის დონიდან 51 მეტრზე მდებარეობს,[2] თავის სიმაღლესთან ერთად კი 79 მეტრს აღწევს, რის გამოც მისი დანახვა ქალაქის მრავალი ადგილიდანაა შესაძლებელი. მისი მიმდებარე ტერიტორიიდან ჰავანის პანორამები იშლება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. See statue photo with visitor-area fence, 2005, webpage: Vtour-69.
  2. There is a discrepancy in the ground elevation of 51 m and total height of 79 m, while photos confirm statue is ~20 m.