ოქროს ბურთი
ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon d'Or) 1956 - 2009 წლებში იყო საფეხბურთო ჯილდო, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და გადაეცემოდა საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელს, ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებდნენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ ითვლებოდა.
როგორც წესი ჟურნალისტები აუცილებლად ასახელებდნენ ევროპელ ფეხბურთელს, რომელიც ევროპულ კლუბში თამაშობდა, ამის გამო ეს ჯილდო მოგებული არ აქვთ ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იყვნენ: პელე, გარინჩა, დიეგო მარადონა. 1995 წლიდან ეს წესი შეიცვალა და ჟურნალისტებს უფლება მიეცათ დაესახელებინათ ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელი თუ ის ევროპულ კლუბში თამაშობდა. პირველივე წელს, ამ წესის შემოღებიდან, ოქროს ბურთის მოგება მოახერხა ლიბერიელმა ჯორჯ ვეამ საფეხბურთო კლუბ მილანიდან.
ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, ოქროს ბურთის ტროფეი მოგებული აქვთ: მიშელ პლატინის, იოჰან კრუიფს და მარკო ვან ბასტენს.
მიშელ პლატინი ერთადერთი ფებურთელია ვინც ზედიზედ სამჯერ მოიგო ეს ტიტული 1983 - 85 წლებში.
2010 წლიდან ოქროს ბურთის დაჯილდოებამ შეიცვალა სტატუსი, ფიფას და France Footbal-ის საერთო ინიციატივით, გაერთიანდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებასთან ერთ საერთო დაჯილდოებად — ფიფას ოქროს ბურთი (ფრანგ. FIFA Ballon d'Or). France Football-ის ოქროს ბურთის ტროფეი არის ახალი ფიფას ოქროს ბურთის ტროფეის ანალოგი. 2009 წელს უკანასკნელი ჯილდოს მფლობელი გახდა ლიონელ მესი, რომელმაც ამის შემდეგ 2010, 2011 და 2012 წლებშიც, უკვე ფიფას ეგიდით ჩატარებულ დაჯილდოებებში იპირველა, რითაც France Football-ის და ფიფა-ს ოქროს ბურთების საერთო რაოდენობით შეიქნა ყველა დროის რეკორდსმენი 25 წლის ასაკში.
სექციების სია |
გამარჯვებულები [რედაქტირება]
ფიფა-ს ოქროს ბურთი [რედაქტირება]
2010 წლიდან
| წელი | პოზიცია | მოთამაშე | ეროვნული ნაკრები | კლუბი | რეიტინგი |
|---|---|---|---|---|---|
| 2010 | 1-ლი | ლიონელ მესი | 22.65% | ||
| მე-2 | ანდრეს ინიესტა | 17.36% | |||
| მე-3 | ჩავი ერნანდესი | 16.48% | |||
| 2011 | 1-ლი | ლიონელ მესი | 47.88% | ||
| მე-2 | კრიშტიანუ რონალდუ | 21.60% | |||
| მე-3 | ჩავი ერნანდესი | 9.23% | |||
| 2012 | 1-ლი | ლიონელ მესი | 41.60% | ||
| მე-2 | კრიშტიანუ რონალდუ | 23.68% | |||
| მე-3 | ანდრეს ინიესტა | 10.91% |
რეიტინგი გამარჯვებულების მიხედვით [რედაქტირება]
| FIFA-ს და France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელები (1956-დღემდე)
|
France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელები (1956-2009)
|
გამარჯვებულები ეროვნული ნაკრებების მიხედვით [რედაქტირება]
| FIFA-ს და France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელები (1956-დღემდე)
|
France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელები (1956-2009)
|
გამარჯვებულები კლუბების მიხედვით [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
შენიშვნები [რედაქტირება]
A. ^ ალფრედო დი სტეფანო დაიბადა არგენტინაში, 1956 წელს მიიღო ესპანეთის მოქალაქეობა და თამაშობდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.
B. ^ ომარ სივორი დაიბადა არგენტინაში, 1961 წელს მიიღო იტალიის მოქალაქეობა და თამაშობდა იტალიის ეროვნულ ნაკრებში.
C. ^ მოთამაშემ წლის დასაწყისიდან დასასრულამდე შეიცვალა კლუბი. (პირველად წერია კლუბი, რომელშიც ირიცხებოდა მოთამაშე როდესაც ტიტული მიიღო).
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოქროს ბურთი ფეხბურთის სტატისტიკის ორგანიზაციის (RSSSF) საიტზე (ინგლისური)
- ჟურნალ France Football-ის ოფიციალური ვებგვერდი (ფრანგული)



