ცისარტყელა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორმაგი ცისარტყელა მცხეთაში
ცისარტყელა ლადოგის ტბაზე
ცისარტყელა რიწის ტბაზე
Rainbow formation.png

ცისარტყელაატმოსფერული ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენა, რომელიც ხშირად წვიმის შემდეგ ჩნდება. ეს თავისებური რკალია ან წრეხაზი, რომელიც ფერების სპექტრისგან შედგება. ცისარტყელა შედგება შვიდი ფერისგან: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.

ცენტრი წრისა, რომელსაც ცისარტყელა შემოწერს, ძევს წრფეზე, რომელიც გადის დამკვირვებელსა და მზეს შორის, ამავდროულად ცისარტყელას დანახვისას მზე ყოველთვის მდებარეობს დამკვირვებლის ზურგს უკან, შესაბამისად, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია ერთდროულად ცისარტყელასა და მზის დანახვა. ხმელეთზე მდებარე დამკვირვებლისთვის ცისარტყელას, როგორც წესი, აქვს რკალის, წრის ნაწილის, ფორმა. რაც უფრო მაღალია დაკვირვების წერტილი — მით უფრო სრულია ეს რკალი (მთიდან ან თვითმფრინავიდან შესაძლებელია მთლიანი წრის დანახვაც). როდესაც მზე აღიმართება ჰორიზონტიდან 42 გრადუსზე უფრო მაღლა, ცისარტყელა დედამიწის ზედაპირიდან უხილავია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ინგლისურ ენაზე[რედაქტირება]

რუსულ ენაზე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Миннарт М. Свет и цвет в природе. — М.: «Наука», 1969. — გვ. 344. — 182 с.


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: