ანტონიო სალიერი
ვიკიპედიიდან
ანტონიო სალიერი (დ. 18 აგვისტო, 1750 – გ. 7 მაისი, 1825), იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი. იყო ავსტრიის სამეფო კაპელმეისტერი 1788 წლიდან 1824 წლამდე. იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მუსიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა ლეგნაგოში. გაიზარდა გამყიდვლების ოჯახში. ვიოლინოსა და კლავესინზე დაკვრას ძმა ფრანჩესკო ასწავლიდა. ფრანჩესკო ჯუზეპე ტარტინის მოსწავლე იყო. მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა პადუაში, შემდეგ კი ვენეციაში სადაც მუსიკას ჯოვანი ბატისტა პესცეტოსთან სწავლობდა.

