ვარდის სახელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარდის სახელი

Il nome della rosa


ჟანრი: პოსტმოდერნიზმი
ავტორი: უმბერტო ეკო
მშობლიური ენა: იტალიური
დაწ. ადგილი: იტალია
გამოცემულია: 1980
ქართულად თარგმნა: 2011, ხათუნა ცხადაძე

ვარდის სახელი — იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს პირველი რომანი. გამოიცა 1980 წელს. „ვარდის სახელი“ 1982 წელს სტრეგას პრემიის მფლობელი გახდა. ის 47 ენაზეა თარგმნილი. იტალიურ ენაზე გაყიდულია წიგნის ექვს მილიონ ნახევარზე მეტი ეგზემპლარი. გაზეთმა Le Monde რომანი XXI საუკუნის 100 ძირითადი წიგნის სიაში შეიტანა. 1983 წელს კი New York Times-მა ის წლის პირველ ბესტსელერად დაასახელა. 1986 წელს გამოვიდა რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ჟან-ჟაკ ანომ გადაიღო.

სიუჟეტი[რედაქტირება]

რომანის მთხრობელია მელქელი ბერი ადსო, რომელიც საკუთრი სიყმაწვილის პერიოდის 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში მომხდარ ამბავს იხსენებს. ადსო ფრანცისკელი ბერის, უილიამ ბასკერვილელის თანამგზავრია. უილიამმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ავინიონელი პაპისა და მწვალებლებად შერაცხილი მინორიტების წარმომადგენელთა თეოლოგიურ დისპუტში ქრისტეს სიღარიბის შესახებ. მონასტერში ყოფნისას უილიამი იქ მომხდარი უცნაური მკვლელობების გამოძიებას ცდილობს. მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ აკრძალულ წიგნს უკავშირდება. წიგნის ხელში ჩაგდების ყველა მსურველი გაურკვეველ ვითარებაში იღუპება. ესაა არისტოტელეს „პოეტიკის“ მეორე ტომი, რომელიც დაკარგულად ითვლება. საკუთარი გამჭრიახობის წყალობით უილიამი აღმოაჩენს წიგნსა და დამნაშავეს, თუმცა წიგნის გადარჩენას ვერ მოახერხებს და ბიბლიოთეკასა და მონასტერს ხანძარი გაანადგურებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უმბერტო ეკო, ვარდის სახელი— თბილისი, „დიოგენე“, 2011, ISBN 978-9941-11-225-6