ბლოგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.

ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting).

მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან.

2007 წლის დეკემბრისთვის, ბლოგების ძიების სისტემა Technorati ითვლიდა 112 მილიონ ბლოგს.[1]

ტიპები[რედაქტირება]

არსებობს ბლოგის მრავალგვარი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ ამ შინაარსის მოწოდების ან შექმნის გზებით.

პირადი/პერსონალური ბლოგი

პირადი ბლოგი, ყოველდღიური მოვლენების ამსახველი ჩანაწერები პიროვნების მიერ (იგივე დღიური), არის ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული ბლოგის სახე. ბლოგის ავტორები (ბლოგერები) ამაყობენ თავიანთი ბლოგის პოსტებით თუნდაც მათ ავტორის გარდა არავინ კითხულობდეს. ბლოგები ხშირად ხდება კომუნიკაციის ფორმა; აქ აისახება ცხოვრება და ხელოვნების ნიმუშები. ბლოგის წარმოებას გააჩნია სენტიმენტალური ხასიათი. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება.[2]

კორპორატიული ბლოგი

უმრავლეს შემთხვევაში ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს ბიზნეს მიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც. ბლოგს, რომელიც კომპანიაში გამოიყენება შიდა კომუნიკაციის და კულტურის ზრდისთვის, ან გარე მარკეტინგის, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, ეწოდება კორპორატიული ბლოგი.

მედია ტიპის მიხედვით

ვიდეომასალების შემცველ ბლოგს ეწოდება — ვლოგი (Vlog). ბულების შემცველ ბლოგს ეწოდება — ლინკლოგი (linklog). ჩანახატების, მონახაზების ან/და ესკიზების შემცველ ბლოგს ეწოდება — სკეჩბლოგი (Sketchblog). ფოტოსურათების შემცველ ბლოგს ეწოდება — ფოტობლოგი (Photoblog). შერეული მედიის შემცველ ბლოგს ეწოდება — ტამბლოგი (Tumblelog).

არტლოგი (Artlog) წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშების გასაზიარებლად და გამოსაქვეყნებლად შექმნილ ბლოგს, თუმცა განსხვავდება დომინირებული აქცენტით ხელოვნების ნიმუშებზე და არა ტექსტზე.

იშვიათი ტიპის ბლოგს, რომელიც დაფუძნებულია (hosted) გოფერის პროტოკოლზე, ეწოდება ფლოგი (Phlog)

მოწყობილობის (device) მიხედვით

ბლოგები განსხვავდება იმითაც, თუ რა მოწყობილობაა გამოყენებული მათ შექმნაში. ბლოგს, რომელიც იწერება მობილური ტელეფონიდან ან PDA (???) შეიძლება ვუწოდოთ მობლოგი (Moblog).[3] ერთერთი ადრეული ბლოგი იყო — Wearable Wireless Webcam, ერთი პიროვნების ონლაინ დღიური, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც აერთიანებდა ტექსტს, ვიდეოს და სურათებს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ვებსაიტს სპეციალურ სათვალეში ჩამონტაჟებული ვებკამერიდან (EyeTap). ასეთ ნახევრად ავტომატიზირებულ ბლოგის წარმოების ტექნიკას, პირდაპირი ეთერისა და ტექსტის გაერთიანებით ეწოდება sousveillance. მსგავსი ბლოგები არაერთხელ იქნა გამოყენებული საკანონმდებლო საქმიანობაში.

ჟანრობრივი

ზოგი ბლოგი ფოკუსირებულია გარკვეულ თემაზე, როგორც მაგალითად პოლიტიკური ბლოგები, მოგზაურობის, მოდის და პროექტების შესახებ დაწერილი ბლოგები, ნიშური ბლოგები, კლასიკური მუსიკის ბლოგები, და იურიდიურლი ბლოგები (ხშირად მოიხსენიებანე როგორც Blawgs) ან სიზმრის ბლოგები. ბლოგი, რომელიც არ არის წესიერი ტიპის და გამოიყენება სპამისთვის ცნობილია როგორც — სპლოგი (Splog).

კითხვა-პასუხზე დაფუძნებული ბლოგი

კითხვა პასუხზე დაფუძნებული ბლოგი პასუხობს შეკითხვებზე. შეკითხვები შეიძლება გაიგზავნოს მკითხველის მიერ ფოსტის, კომენტარის, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით. ქლოგი (Qlog) გამოიყენება პოდკასტებში თვალსაჩინოებისთვის ან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბევრი ქლოგი იყენებს RSS სინდიკაციას როგორც კითხვებზე გაცემული პასუხების გამოქვეყნების საშუალებას.

საზოგადოება და კატალოგინგი[რედაქტირება]

ბლოგოსფერო[რედაქტირება]

ბლოგოსფერო არის ყველა არსებული ბლოგის კრებითი სახელი. რახან ყველა ბლოგი არსებობს ინტერნეტ სივრცეში, ისინი შესაძლოა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემა ან სოციალური ქსელი.

„ბლოგოსფეროში წარმართული“ განხილვები მედიის მიერ მიჩნეულია, როგორც საზოგადოებრივი აზრი. ლოკალური ბლოგების კრებულს ხანდახანს ეძახიან Bloghood-ს.

ბლოგძიების სისტემები[რედაქტირება]

ბლოგძიების სისტემებით ეძებენ ბლოგების შიგთავსს. ასეთი სისტემებია: GoogleBlogSearch[1]Bloglines[2], BlogScope[3] და Technorati[4]. ტექნორატი, რომელიც ყველაზე პოპულარულია ბლოგძიების სისტემებს შორის, უზრუნველყოფს უახლესი ინფორმაციის მიწოდებას, პოპულარული ძიებების და იარლიყების (tags) შესახებ, რომლებიც კატეგორიებად ყოფენ პოსტებს.

კვლევითი საზოგადოება მუშაობს ძებნის ახალი გზებს გამოგონებაზე, keyword-ების გვერდის ავლით, რათა უფრო მარტივი გახდეს ბლოგოსფეროში წარმოდგენილი უზარმაზარი ინფომაციის ზღვაში ნავიგაცია. ერთი ასეთი პროექტია BlogScope.

ბლოგსაზოგადოებები და დირექტორიები[რედაქტირება]

არსებობს რამდენიმე ონლაინ გაერთიანება რომლებიც აკავშირებს ხალხს ბლოგებთან და ბლოგერებს სხვა ბლოგერებთან. ასეთებია BlogCatalog და MyBlogLog.

ბლოგი და რეკლამა[რედაქტირება]

ბლოგებზე ხშირია რეკლამის დამატების შესაძლებლობის არსებობა, ან ფინანსური მოგების მიღების მიზნით და ან ბლოგერის ინტერესების გამო. ბლოგების პუპულარობამ განაპირობა „მცდარი (მატყუარა) ბლოგების“ შექმნა, რომლებსაც კომპანიები იყენებენ მარკეტინგული ღონისძიებების გასატარებლად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბლოგი&oldid=2787123“-დან