მტაცებლები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „მტაცებელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მტაცებელი (მრავალმნიშვნელოვანი).
მტაცებლები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ლათინური სახელი
Canidae
ქვერიგები და ოჯახები

იხილეთ ტქსტი

დაცვის სტატუსი

მტაცებლები (ლათ. Carnivora: carō 'ხორცი', + vorāre 'მჭამელი'), ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 14 სმ-იდან 3 მ-მდე, მასა 100 გ-იდან 1000 კგ აღწევს. ნაირგვარი შეფერილობა აქვთ. კბილები (28-48) მკვეთრადაა დიფერენცირებული საჭრელებად, ეშვებად და ძირითად კბილებად. უმრავლესობის ზედა მე-4 წინა ძირითადი და 1-ლი ქვედა ძირითადი კბილები გარდაქმნილია მკვეთავ კბილებად. კიდურებზე აქვთ ბრჭყალებიანი 4-4 თითი (დათვებსა და ძაღლებს 5-5), ბრჭყალები ჩამალული ან ნახევრად ჩამალულია; ლავიწი არ გააჩნიათ ან რუდიმენტულია; კუჭი მარტივია და ჯირკვლებით მდიდარი; საშვილოსნო ორმაგი ან ორრქიანი, პლაცენტა — დისკოიდური; სათესლეები სპეციალურ პარკშია მოთავსებული. მტაცებლების ანალური ჯირკვლები გამოყოფენ მძაფრსუნიან ნივთიერებას, რომელიც ემსახურება ტერიტორიალურ მონიშვნას, ზოგჯერ მტრისაგან თავდაცვას (მაგ., მყრალა). გავრცელებული არიან ყველგან, ანტარქტიდისა და ზოგიერთი პატარა ოკეანური კუნძულის გარდა. უმეტესობა ხმელეთის ცხოველია. მრავალი მათგანი კარგად დაცოცავს ხეზე, ზოგი კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებებიან ზორცით, მათ შორის არიან ყოვლისმჭამელები, ლეშითმკვებავნი და სხვები. მსხვერპლს თავს ესხმიან ჩასაფრებით, მიპარვით, დადევნებით. უმრავლესობა მონოგამია.

მტაცებლები აერთიანებს 7 ოჯახს (ძაღლისებრნი, დათვისებრნი, ენოტისებრნი, კვერნისებრნი, ვივერისებრნი, აფთრისებრნი, კატისებრნი), დაახლოებით 100 გვარს, 240 სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 19 სახეობა. მტაცებლებს შორის ბევრი სასარგებლოა. ზოგი ანადგურებს სასოფლო და სატყეო მეურნეობის მავნე მღრღნელებს; ზოგიერთი ზიანს აყენებს მცეხოველეობას, სანადირო, მეურნეობას. არიან ცოფის ვირუსის მატარებლებიც (მგელი, ტურა, ენოტისებრი ძაღლი).

მურა დათვი და თეთრი დათვი ხმელეთის უდიდესი მტაცებლებია
კატა და ძაღლი, შინაური მტაცებლებია

სექციების სია

[რედაქტირება] კლასიფიკაცია

[რედაქტირება] ქვერიგი კატისნაირები

[რედაქტირება] ქვერიგი ძაღლისნაირები

[რედაქტირება] ფილოგენეტიკური ხე

   მტაცებლები   
კატისნაირები

ნიმრავიდისებრნიHoplophoneus.jpg




სტენოპლესიკტისებრნი



პერკროკუტისებრნიDinocrocuta101.jpg




აფრიკული პალმის ცივეტები 14-nandinia binotata.JPG





პრინოდონტისებრნი Prionodon pardicolor - Kunming Natural History Museum of Zoology - DSC02486.JPG




ბარბულოფელიდისებრნი



კატისებრნი WhiteCat.jpg Amur or Siberian tiger (Panthera tigris altaica), Tierpark Hagenbeck, Hamburg, Germany - 20070514.jpg






ვივერისებრნი AfricanCivet.jpg




აფთრისებრნი Crocuta crocuta.jpg Striped hyena profile.jpg




მანგუსისებრნი Mongoose.jpg



მადაგასკარის მტაცებლები Fossa.jpg







   ძაღლისნაირები   

ამფიციონისებრნიAmphicyon ingens.JPG



ძაღლისებრნი YellowLabradorLooking new.jpg Canis lupus laying in grass.jpg Vulpes vulpes sitting.jpg Black Backed Jackal Masaai Mara April 2008.JPG


   არკტოიდისებრნი   
   

ჰემიკიონიდისებრნიHemicyon sansaniensis.JPG



დათვისებრნი Content sow.jpg Giant Panda 2004-03-2.jpg




ფეხ-ფარფლიანები

ენალიარკტიდისებრნიEnaliarctos mealsi.JPG



   

ნამდვილი სელაპები Seehund.jpg



   

ყურებიანი სელაპები Neophoca cinerea.JPG



ლომვეშაპისებრნი Noaa-walrus22.jpg





   მუსტელოიდისებრნი   
   

პანდისებრნი Chengdu-firefox-d03.jpg



   

მყრალა Striped Skunk.jpg



   

ენოტისებრნი Procyon lotor 2.jpg



კვერნისებრნი Meles meles borz.jpg Velvet the polecat.jpg Mustela Erminea head.jpg










[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე