ჟოზეფ პრისტლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟოზეფ პრისტელის პორტრეტი
ჟოზეფ პრისტელის სკულპტურა

ჟოზეფ პრისტლი (ინგლ. Joseph Priestley; დ. 13 მარტი, 1733 — გ. 6 თებერვალი, 1804) — XVIII საუკუნის ინგლისელი ქიმიკოსი, თეოლოგი, ფილოსოფი.

ამ მეცნიერის სახელი შევიდა ქიმიის ისტორიაში ძირითადად ჟანგბადის აღმოჩენასა და შესწავლის გამო. თუმცა პრისტლის ყურადღებას მარტო ჟანგბადი როდი იქცევდა მას სხვადასხვა აირები აინტერესებდა.

იგი ხუმრობით ჰყვებოდა, რომ ეს ინტერესი ერთმა შემთხვევამ გაუღვიძა. პრისტლი რამდენიმე წელი ლუდის მხდელის გვერდით ცხოვრობდა. ამიტომ ხშირად დაუნახავს დიდრონი კასრები, რომლებშიც ლუდი ღვივდებოდა და დუღილის შემდეგ დიდი რაოდენობით გამოიყოფოდა ნახშიროჟანგის აირი. ჰაერზე ბევრად მძიმე, იგი უხილავი ღრუბლებივით გროვდებოდა სითხის თავზე. ლუდსახდელში მიმსვლელებს ხუმრობით სთავაზობდნენ, კასრზე დახრილებს ლუდისთვის ეყნოსათ. ნახშირორჟანგი აღიზიანებდა სასუნთქ გზებს და ძალიან ძლიერ ხველას იწვევდა.

ამ ხუმრობის მსხვერპლი პრისტლიც შეიქმნა. იგი დაინტერესდა გასაოცარი აირით. ნედლეული იაფი, მისაწდომი და ნებისმიერი რაოდენობის იყო. ნახშირბადის წყალში ხსნადობის შესწავლისას პრისტლიმ მიიღო ხსნარი, რომელსაც დღეს ჩვენ სოდიან წყალს ვუწოდებთ.