კამერუნი (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კამერუნი (მრავალმნიშვნელოვანი).
კამერუნი
კამერუნის კრატერები
კამერუნის კრატერები
კოორდინატები: 4°13′00″ ჩ. გ. 9°10′21″ ა. გ. / 4.21667° ჩ. გ. 9.17250° ა. გ. / 4.21667; 9.17250
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
სიმაღლე 4040 
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა 1840-იანი წლები ჯოზეფ მერიკი
ბოლო ამოფრქვევა 2000 წ.
კამერუნი (მთა) — კამერუნი
კამერუნი (მთა)

კამერუნი (ფრანგ. Mont Cameroun, ინგლ. Mount Cameroon) — აქტიური ვულკანი სამხრეთ-დასავლეთ კამერუნში, გვინეის ყურის სანაპიროსთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 4040 მ, კამერუნის უმაღლესი წერტილი. ტრაქიბაზალტური გუმბათისებრი ფორმის სტრატოვულკანია, დამრეცი კალთებით, მრავალრიცხოვანი გვერდითი კონუსებითა და კრატერებით. მთავარი მწვერვალია — მოქმედი კონუსი ფაკო. კამერუნის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე წელიწადში მოდის დაახლოებით 10 ათასი მმ ნალექი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო ადგილია. ფერდობების ქვედა ნაწილშია ნოტიო ეკვატორული ტყეები, რომელშიც შერეულია პლანტაციები, ზევით — მთის ტყეა, უფრო მაღლა — მთის მდელო. ადგილობრივი მოსახლეობა ვულკანს მონგო-მა-ნდემის უწოდებს. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2000 წელს.

ევროპელთაგან პირველებმა ვულკანი შენიშნეს ფერნან დუ პოს (პორტ. Fernão do Pó) ექსპედიციის პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა 1472 წელს. ევროპელთაგან პირველად კარემურზე ავიდა რიჩარდ ფრენსის ბერტონი 1861 წელს. 1895 წელს მთის მწვერვალი დაიპყრო ინგლისელმა მოგზაურმა და აფრიკის მკვლევარმა მერი კინგზლიმ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზეა ქალაქი ბუეა, ხოლო სამხრეთ მთისძირშია საპორტო ქალაქი ლიმბე. მთის ნაყოფიერ ვულკანურ ნიადაგზე იზრდება ბანანი, ზეთის პალმა, კაკაო და სხვა. ველები საძოვრებად არის გამოყენებული.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]