დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „დინამო თბილისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დინამო თბილისი (მრავალმნიშვნელოვანი).
დინამო თბილისი
დინამო თბილისის ლოგო.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი
მეტსახელი ლურჯ-თეთრები
დაარსდა 1925, 88 წლის წინ
სტადიონი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 55,000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა რომან ფიფია
მწვრთნელი ჩეხეთის დროშა მიხალ ბილეკი
ლიგა უმაღლესი ლიგა
2013-14 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„დინამო“თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2–1.

კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავია ინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). „დინამო“ ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

„დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 11-გზის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.

თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს), ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980).

1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და „დინამოც“ მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.

ისტორია

20-იანი წლები

ბაქოსა და თბილისის დინამოელები, ბაქო, 1926 წელი

თბილისის „დინამოს“ ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს, როცა თბილისში, სპორტსაზოგადოება „დინამოს“ ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს — ფეხბურთი იმ წლებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ჩაატარა ბაქოელ თანაკლუბელებთან. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ დიდ ასპარეზზე პირველად გასულ „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. 3 დღის შემდეგ „დინამომ“ ბაქოს მეორე კლუბს „პროგრესს“ უმასპინძლა და ამჯერად იოლად დაამარცხა მოწინააღმდეგე — 3:0.

ახალშექმნილი გუნდი თავიდან ქალაქის პირველობაზე მეორე ჯგუფში გამოდიოდა, სადაც წარმატებასაც მიაღწა — ფინალში დაამარცხა „არსრაიონის“ ძლიერი გუნდი. ამ გამარჯვებით „დინამოს“ ფეხბურთელებმა პირველ ჯგუფში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების ხელმძღვანელობამ გუნდის გაძლიერება, მისი შევსება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით. გუნდში ჩარიცხეს ა. ფოჩხუა, ნ. ქოიავა, ა. გალპერინი, ა. ჟორდანია, ვ. ამკობაძე, ნ. ბლანკმანი, ა. გონელი, ვ. ცომაია, გ. თედეევი, დ. ქსენოფონტოვი, ვ. შებოლდაევი და სხვები. მათ მალე შეემატა რესპუბლიკაში უძლიერესი ბათუმელ მოთამაშეთა ჯგუფი. „დინამოელთა“ პირველი კაპიტანი ანდრეი ჟორდანია იყო.

ამ საზოგადოების მესვეურთა სერიოზულ მიდგომას ფეხბურთისადმი მოწმობდა ის, რომ 1927 წელს შეიქმნა „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდი. სწორედ აქ დაიწყეს თავიანთი სახელოვანი სპორტული გზა გამოჩენილმა ფეხბურთელებმა დოროხოვმა, შავგულიძემ, მინაევმა, ბერძენიშვილმა და სხვებმა. დინამოელებმა ასევე პირველად იზრუნეს საკუთარი კეთილმოწყობილი სპორტული ბაზის შექმნისთვისაც. 1927 წელს დაიწყო სტადიონის მშენებლობა ქალაქის ცენტრში (მაშინდელ პლეხანოვის გამზირზე), ხოლო რვა წლის შემდეგ უკვე მზად იყო 30 000 ადგილიანი დინამოს სტადიონი, რომელიც იმ დროისათვის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სტადიონი იყო.

1926 წლის აგვისტოში „დინამოელებმა“ ერთთვიანი ტურნე მოაწყვეს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ქალაქებში, სადაც 18 შეხვედრა გამართეს. ტურნე წარმატებული გამოდგა.[1]

30-იანი წლები

მიხეილ ასლამაზოვი 1935 წელს

1936 წლის შემოდგომაზე თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, „დინამოსთვის“ კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე, საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან „დინამომ“ პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს ჩაატარა კიევის „დინამოსთან“. ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი იყო: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება „დინამომ“ თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში თბილისში მოსკოვის „სპარტაკთან“ მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი დინამოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სადებიუტო სეზონში „დინამომ“ საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან“ 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო.

იმავე 1936 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების მეოთხედფინალში მოსკოვში ადგილობრივ „სპარტაკს“ 6:3 მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, 16 აგვისტოს, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქეები მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ, საბოლოოდ კი 6:3.

1936 წელს „დინამო“ თასის გათამაშების ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 0:2 მარცხდება.

საერთოდ, 30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა. გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჯერ თასის ფინალში გავიდა.

1937 წელს თბილისის „დინამომ“ ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. „დინამო“ ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.[2]

40-50-იანი წლები

1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საკავშირო ჩემპიონატებზეც იმოქმედა - 1941 წლის ჩემპიონატი შუაში შეწყდა, მაშინ როდესაც თბილისისა და მოსკოვის დინამოელები გათამაშებას ლიდერობდნენ.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების განახლებამდე, 1944 წელს თბილისის „დინამო“ პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში გაემგზავრა - ქართველ ფეხბურთელებს ირანმა უმასპინძლა.

1944 წლის ოქტომბერში თბილისის „დინამომ“ ირანის დედაქალაქ თეირანში ორი შეხვედრა ჩაატარა - 20 ოქტომბერს ირანის ნაკრები დაამარცხა 5:1, ერთ კვირაში კი თეირანის ნაკრებსაც სძლია - 4:0.

1945 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ომის გამო დაკარგულმა წლებმა კლუბზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, „დინამო“ კვლავაც ლიდერთა შორის დარჩა.

თბილისელთა შორის გამოჩნდნენ ახალი ლიდერები: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრეი ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე და ა.შ.

სწორედ იმ წლებში გახდა „დინამოელი“ ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე „დინამოს“ მრავალგზის რეკორდსმენია.

ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის „დინამოში“ 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის დინამო ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში "ზემდგომი ორგანოები" ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და "ტენდენციური" მსაჯობის წყალობით „დინამოს“ ოქროს მედლები დააკარგვინეს.

საბოლოოდ „დინამო“ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით „დინამო“ მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისური „დინამოსათვის“ წარუმატებელ წლებში მოირგეს.[3]

60-იანი წლები

1964 წელს „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხდება - შესანიშნავი რუსი სპეციალისტის, გავრილ კაჩალინის გაწვრთნილმა „დინამომ“ ჩემპიონატში მოსკოვის „ტორპედოსთან“ ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა დამატებით შეხვედრაში ჩემპიონი ტიტულის მოსაპოვებლად ებრძოლა.

საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. "ოქროს მატჩში" კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – „დინამომ“ „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა, არადა თავიდან აგებდა კიდეც. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (ორი), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. დინამომ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპი პირველად დაიპყრო.

”ოქროს მატჩში” „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი.

60-იანი წლების მეორე ნახევარსა და 70-იანი წლების პირველ ნახევარში „დინამოს“ რიგებში ბრწყინავდნენ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გოჩა გავაშელი, გურამ პეტრიაშვილი, ფირუზ კანთელაძე, გივი და ლევან ნოდიები და ა.შ.[4]

70-იანი წლები

სწორედ 70-იანი წლების დასაწყისში მოვიდა „დინამოში“ ნიჭიერ ფეხბურთელთა ის თაობა, რომლებმაც კლუბი უდიდეს გამარჯვებამდე მიიყვანეს - დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, შოთა ხინჩაგაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე და ა.შ.

1972 წლის 13 სექტემბერს „დინამოელები“ ევროტურნირში ერთვებიან. სადებიუტო სეზონში დინამომ უეფას თასზე იასპარეზა - პირველი შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს კლუბ „ტვენტესთან“ ქართველმა ფეხბურთელებმა 3:2 მოიგეს. ორი ბურთი გივი ნოდიამ გაიტანა, ერთიც ტრაგიკულად დაღუპულმა ლეგენდარულმა გამთამაშებელმა დავით ყიფიანმა. გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: დავით გოგია, რევაზ ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, მურთაზ ხურცილავა, შოთა ხინჩაგაშვილი, გურამ პეტრიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, კახი ასათიანი, ვლადიმერ გუცაევი (ლევან ნოდია), გივი ნოდია, დავით ყიფიანი.

1973 წელს თბილისის დინამო პირველ დიდ საერთაშორისო ტურნირს იგებს - ესპანეთის ქალაქ უელვაში თბილისელები ჯერ მადრიდის „ატლეტიკოს“ ამარცხებენ, მერე კი ლისაბონის „ბენფიკას“ და მთავარ პრიზს - კოლუმბის კარაველას ეუფლებიან.

1976 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად აწ გარდაცვლილი ნოდარ ახალკაცი ინიშნება, კაცი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი.

ახალკაცის გამოჩენის პირველსავე წელს „დინამო“ ორჯერ ხდება ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წელს ჩემპიონატი ორჯერ ჩატარდა) და რაც მთავარია, ისტორიაში პირველად სსრკ-ს თასს იგებს!

1976 წლის 3 სექტემბერს ფინალი მოსკოვში შედგა. თბილისელებმა საოცრად დაძაბულ ბრძოლაში 3:0 სძლიეს წინა გათამაშების გამარჯვებულ ერევნის „არარატს“ - დავით ყიფიანის, ფირუზ კანთელაძის (პენალტი) და რევაზ ჩელებაძის გოლებმა „დინამოს“ პირველად არგუნა ბროლის თასი.

1977 წელს თბილისის „დინამო“ ჩემპიონატში ერთი საფეხურით მაღლა იწევს - გუნდი ვიცე-ჩემპიონია.

1978 წელს კი „დინამო“ მეორედ ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი - ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილმა გუნდმა ტიტული პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

იმ დროს „დინამოში“ ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობდნენ - დავით ყიფიანი, ძმები მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, დავით გოგია, ვახტანგ ქორიძე, რამაზ შენგელია, ფირუზ კანთელაძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, თენგიზ სულაქველიძე, რევაზ ჩელებაძე, ოთარ გაბელია, ნოდარ ხიზანიშვილი და ა.შ.[5]

80-იანი წლები

თბილისის „დინამომ“ თასების მფლობელთა თასი მოიგო
Stamps of Georgia, 2002-17.jpg

1981 წლის 13 მაისს „დინამო“ თასების მფლობელთა თასს დაეუფლა – მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველი ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კლუბი იენის „კარლ ცაისი“ ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხეს – 2:1.

„დინამო“ გახდა ყველაზე აღმოსავლეთ ევროპული კლუბი ევროტურნირების ისტორიაში, რომელიც ევროთასს დაეუფლა. იმავე 1981 წელს თბილისელებმა მონაწილეობა მიიღეს მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს თასზე, სადაც მე-3 ადგილი დაიკავეს.[6]

1982 წელს გუნდი კვლავ ახლოს იყო თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალთან, მაგრამ „დინამო“ ნახევარფინალში გამოეთიშა ბრძოლას. იმავე წლის 13 დეკემბერს ტრაგიკულად დაიღუპა „საუკუნის გოლის“ ავტორი ვიტალი დარასელია.

1983 წლიდან კი „დინამოს“ ისტორიაში მეორე კრიზისული პერიოდი იწყება - ჩემპიონატში გუნდი მისთვის უჩვეულო ადგილებზე გადის, თასის გათამაშებას იშვიათი გამონაკლისის გარდა პირველ-მეორე ეტაპზე ეთიშება, ევროტურნირებზე თამაშს კი მხოლოდ ერთხელ ახერხებს.

1989 წლის 27 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ნათამაშევი 1424 მატჩიდან უკანასკნელს, 1424-ე შეხვედრას ატარებს. თბილისელები საბჭოთა კავშირის პირველობას იმ გუნდთან თამაშით დაემშვიდობნენ, რომელთან პაექრობითაც დაიწყეს ჩემპიონატში მონაწილეობა - კიევის „დინამოსთან“ უკრაინის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრა, ისევე როგორც 1936 წლის 7 სექტემბერს, ფრედ 2:2 დასრულდა. დინამოელთაგან გოლები კახი გოგიჩაიშვილმა (პენალტით) და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს.[7]

90-იანი წლები

1990 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტს ჩაატარა ფოთის კოლხეთი 1913-თან. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ[8] - ერთადერთი გოლი დინამოს კაპიტანმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, დინამომ დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის დინამო პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ცხუმს ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის დინამომ პირველად შეასრულა დუბლი - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამოც იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა.

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა. ბელფასტის „ლინფილდი“ „დინამომ“ 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძისა და გელა ინალიშვილის გოლებმა მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, დინამოც დანიურ „კოპენჰაგენთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, ევროტურნირებზე კი წარმატებას ვერ ახწევდა.

1996 წელს თბილისის დინამომ, რომელსაც დავით ყიფიანი თავკაცობდა, ევროტურნირებზე ერთბაშად სამი ეტაპი დაძლია - ლუქსემბურგის „გრევენმახერის“ (4:0, 2:2), ნორვეგიული „მიოლდეს“ (2:1, 0:0) და მოსკოვის „ტორპედოს“ (1:0, 1:1) დამარცხების შემდეგ, დინამოელები პორტუგალიურ „ბოავიშტასთან“ მარცხდებიან (1:0, 0:5).

იმავე 1996 წელს თბილისელებმა სუპერთასის პირველი გათამაშებაც მოიგეს. მოვგიანებით, ძლიერ ფეხბურთელთა უცხოეთში უწყვეტმა გადინებამ თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა – დინამოს სულ უფრო უჭირდა ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, საბოლოოდ კი, 2000 წელს ჩემპიონის ტიტულიც დათმო.[9]

2000-იანი წლები

2000-იანი წლების დასაწყისში დინამო ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა შეიძინა. კლუბმა 2003 წელს დუბლი შეასრულა — ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიგო. 2004 წელს დინამოელებმა კვლავ იმარჯვეს თასის გათამაშებაში, მომდევნო წელს კი ჩემპიონატში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, გუნდმა წარმატებას საერთაშორისო არენაზეც მიაღწია. 2004 წელს დინამომ, ხორვატი მწვრთნელის ივო შუშაკის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართული თანამეგობრობის თასი მოიგო. გუნდმა ფინალში ლატვიის „სკონტო“ დაამარცხა 3:1. იმავე წელს დინამოელებმა წარმატებით დასძლიეს უეფას თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. დინამოელებმა თანამიმდევრობით სძლიეს ბორისოვის „ბატეს“ (1:0, 3:2), პრაღის „სლავიასა“ (2:0, 1:3) და კრაკოვის „ვისლას“ (2:1, 3:4) და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“, ლისაბონის „სპორტინგი“, ფრანგული „სოშო“ და ბერძნული „პანიონიოსი“ იყვენენ. დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა. გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. საქართველოს ჩემპიონის მორიგი ტიტული „დინამომ“ 2008 წელს მოიპოვა, როდესაც გუნდს ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი ავარჯიშებდა. 2009 წელს კლუბმა დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა რუსთავის „ოლიმპი“ და საქართველოს თასს დაეუფლა.

2010-იანი წლები

„დინამოს“ შემადგენლობა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, 2013

2011 წლის იანვარში დინამო ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა. „დინამოში“ ახალი მფლობელის მისვლის შემდეგ, მოხდა კლუბის სრული მოდერნიზაცია. განხორციელდა დიღმის საწვრთნელი ბაზის რეკონსტრუქცია. დინამოს საწვრთნელი ბაზა დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. დინამო არენაზე დაიგო უმაღლესი ხარისხის მოედნის საფარი. სტადიონზე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, დინამო არენა დედაქალაქის გამორჩეულ სპორტულ კერად იქცევა. უახლოეს პერიოდში ფუნქციონირებას დაიწყებს დინამოს განახლებული საბავშვო აკადემია.[10]

2011 წლის ზაფხულში გუნდმა წარმატებით დასძლია უეფა-ს ევროპის ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი, მაგრამ პლეი–ოფში, ორი მატჩის ჯამში, დამატებით დროში დაუთმო ჯგუფური ეტაპის საგზური ათენის „აეკს“. საქართველოს ჩემპიონატის 2011–12 წლების სეზონი გუნდისათვის წარუმატებელი გამოდგა. დინამოელები მე-4 ადგილზე გავიდნენ და საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ.

2012 წლის ივნისში გუნდის თავკაცად დუშან უჰრინი უმცროსი დაინიშნა[11]. სადებიუტო სეზონშივე მან „დინამოს“ საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. საშინაო წარმატებების შემდეგ, 2013 წლის ზაფხულში, გუნდი ევროტურნირებზეც გააქტიურდა: ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერის კუნძულების „ებ/სტრეიმური“ (6-1, 3-1) დაამარცხა, თუმცა მესამე ეტაპზე რიმუნულ „სტიაუასთან“ თამაში წარუმატებელი აღმოჩნდა (0-2, 1-1). „დინამომ“ მარცხი განიცადა უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფშიც, — განადგურდა ინგლისურ „ტოტენჰემთან“ (0-5, 0-3).

მომდევნო სეზონის შუა პერიოდში, 2013 წლის დეკემბერში, გუნდი დუშან უჰრინმა დატოვა[12], თუმცა ამას „დინამოსთვის“ ხელი არ შეუშლია ზედიზედ მეორე დუბლი შეესრულებინა, — საქართველოს ჩემპიონატი 6-ქულიანი სხვაობით მოიგო, თასის ფინალში კი საჩხერის „ჩიხურა“ 2-1 დაამარცხა.

სტადიონი

თბილისის ცენტრალური სტადიონი 1935

დინამოს სტადიონი (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) 1976 წელს გაიხსნა,[13] იგი არქიტექტორთა მთელი ჯგუფის ნააზრევია, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი არქიტექტორი გია ქურდიანი.

მანამდე მის ადგილზე გაცილებით პატარა, 35-ათასიანი ტევადობის სარბიელი იყო. დინამოელთა წარმატებებმა და შეხვედრებზე დასწრების მსურველების გაზრდამ აუცილებელ მოთხოვნად აქცია ტევადობის გაზრდა.

პირველი თამაში „დინამოს“ ახალ სტადიონზე საერთაშორისო გამოდგა, უეფას თასის 1/32 ფინალში დინამოელებმა უელსის "კარდიფ სიტის" უმასპინძლეს და 3:0 გაიმარჯვეს.

სტადიონის მაქსიმალური ტევადობა 78 ათასს მაყურებელს შეადგენდა, თუმცა მას დასწრების თავისებური რეკორდებიც ახსოვს, ასე მაგალითად 1979 წელს, დინამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ლივერპულს მასპინძლობდა. პირველი თამაში ქართველ ფეხბურთელებს 1:2 ჰქონდათ წაგებული. მაყურებერლის ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ სტადიონზე 110 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. მათმა მხარდაჭერამ სათანადო შედეგი გამოიღო და დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. საერთოდ ყოფილი საბჭოეთის პერიოდში "დინამოს" სტადიონი დასწრების მხრივ პირველ ადგილზე იყო, თამაშზე საშუალოდ 45 ათასი მაყურებელი დადიოდა.

დინამო არენა 2012 წლის 11 სექტემბერს საქართველოესპანეთი

მოგვიანებით დასწრების რეკორდი, უკვე დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პერიოდში განმეორდა, 1995 წელს, როდესაც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების მატჩზე დასაწრებად ისევ 110 ათასმა მაყურებელმა მოიყარა თავი. 100 ათასი მაყურებელი დაესწრო ეროვნული ჩემპიოპნატის გახსნის მატჩს დინამოსა და ფოთის კოლხეთს შორის.

ამავე სტადიონზე საკმაოდ ხშირად თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებიც, ასევე მოსკოვის „სპარტაკი“, მოსკოვისა და კიევის დინამოებიც ატარებდნენ საერთაშორისო მატჩებს. 1985 წელს დინამოს სტადიონზე ჩატარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩები და ერთ-ერთი მეოდხედფინალური მატჩი.

წლების განმავლობაში ამავე სტადიონზე თამაშობდა და თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.

1995 წლიდან კი სტადიონს ქართული ფეხბურთის ლეგენდარული წარმომადგენელის, „ფეხბურთის კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა.

მცირე პაუზის შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქციასთან იყო დაკავშირებული, გუნდი კვლავ საქართველოს უმთავრეს არენას დაუბრუნდა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნას აკმაყოფილებს. მისი ამჟამინდელი გენერალური დირექტორია ირაკლი მეძმარიაშვილი.[14]

2011 წლის 25 აგვისტოს, ეროვნული სტადიონი „დინამოს“ 49 წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა და დაერქვა დინამო არენა.[15].

ლოგოები

ტიტულები

საქართველო

საბჭოთა კავშირი

ევროპა

კლუბის ფერები

ლურჯი თეთრი

სპონსორები

პერიოდი ფორმის მწარმოებელი სპონსორი
2001–2005 2K ბორჯომი
2005–2009 Jako BEKO
2009–2011 Saller VTB
2011–2012 Adidas PrivatBank
2012–2013 Nike PrivatBank
2013–2014 Nike
2014– Adidas

ფეხბურთელები

შემადგენლობა 2014/2015

მონაცემები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
2 საქართველოს დროშა მცველი დავით ხურცილავა
3 საქართველოს დროშა მცველი ლაშა თოთაძე
5 საქართველოს დროშა მცველი გიორგი ხიდეშელი
6 საქართველოს დროშა ნახევარმცველი მათე ცინცაძე
7 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე
8 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი
9 საქართველოს დროშა ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი
10 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიორგი მერებაშვილი
11 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი რაფა ჯორდა
12 საქართველოს დროშა მეკარე ომარ მიგინეიშვილი
13 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი
14 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი
15 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი პაპავა
ნომერი პოზიცია მოთამაშე
16 საქართველოს დროშა მცველი დავით კვირკველია
20 საქართველოს დროშა თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე
22 საქართველოს დროშა ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე
23 აშშ-ის დროშა თავდამსხმელი გიორგი ჩირგაძე
27 ესპანეთის დროშა ნახევარმცველი რაფაელ გარსია
28 ესპანეთის დროშა თავდამსხმელი ჩისკო მუნიოსი
29 ჩეხეთის დროშა მცველი რადეკ დოსოუდილი
30 საქართველოს დროშა მცველი გიორგი გველესიანი
70 საქართველოს დროშა მცველი ლაშა შერგელაშვილი
77 საქართველოს დროშა მეკარე გიორგი ლორია (კაპიტანი)
88 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ირაკლი ძარია
89 საქართველოს დროშა მეკარე ნიკა დაუშვილი
99 კოტ-დ’ივუარის დროშა თავდამსხმელი პატრიკ ვუო

იჯარით წასული ფეხბურთელები

ნომერი პოზიცია მოთამაშე
- საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკოლოზ დიასამიძე (ბათუმის დინამოში)

2014/2015 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ყოფილი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა თორნიკე ზარქუა* საქართველოს დროშა ზუგდიდი
მცველი საქართველოს დროშა არჩილ ტვილდიანი* საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
მცველი საქართველოს დროშა ლაშა თოთაძე საქართველოს დროშა სიონი ბოლნისი
მცველი ჩეხეთის დროშა რადეკ დოსოუდილი ჩეხეთის დროშა მლადა ბოლესლავი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ლაშა პარუნაშვილი საქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა საბა ლობჟანიძე საქართველოს დროშა დინამო-2 თბილისი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ელგუჯა გრიგალაშვილი* საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ჯაბა ჯიღაური* საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი ესპანეთის დროშა რაფაელ გარსია ესპანეთის დროშა ლუგო
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ჯაბა დვალი* აზერბაიჯანის დროშა ყარაბაღი აღდამი
თავდამსხმელი აშშ-ის დროშა გიორგი ჩირგაძე საქართველოს დროშა მეტალურგი რუსთავი
თავდამსხმელი ესპანეთის დროშა რაფა ჯორდა იტალიის დროშა სიენა

* — იჯარიდან

წავიდნენ

პოზ. ფეხბურთელი ახალი კლუბი
მეკარე საქართველოს დროშა თორნიკე ზარქუა საქართველოს დროშა დილა გორი
მცველი საქართველოს დროშა გიორგი რეხვიაშვილი საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
მცველი საქართველოს დროშა არჩილ ტვილდიანი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
მცველი ნიდერლანდის დროშა იენს იანსე {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
ნახევარმცველი საქართველოს დროშა ჯაბა ჯიღაური საქართველოს დროშა ჩიხურა საჩხერე
ნახევარმცველი მაკედონიის დროშა დარკო გლიშიჩი {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი რუმინეთის დროშა დორინ გოგა {{{link alias-s}}} დროშა თავისუფალი აგენტი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ირაკლი მოდებაძე საქართველოს დროშა დილა გორი
თავდამსხმელი საქართველოს დროშა ჯაბა დვალი საქართველოს დროშა ზესტაფონი

* — იჯარით
ცხრილში მოცემულია ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯისას.

დინამოს ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ეროვნება გოლები
2013-14 ჩისკო მუნიოსი ესპანეთის დროშა ესპანეთი 19
2012-13 ჩისკო მუნიოსი ესპანეთის დროშა ესპანეთი 24
2011-12 ჩისკო მუნიოსი ესპანეთის დროშა ესპანეთი 15
2010-11 ალექსანდრე კოშკაძე
ლევან ხმალაძე
საქართველოს დროშა საქართველო 8
2009-10 ჯორჯ აკირემი გაბონის დროშა გაბონი 11
2008-09 ილია სპასოევიჩი
გიორგი მერებაშვილი
ჩერნოგორიის დროშა მონტენეგრო
საქართველოს დროშა საქართველო
13
2007-08 მიხეილ ხუციშვილი საქართველოს დროშა საქართველო 16
2006-07 სანდრო იაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 27
2005-06 ჯაბა დვალი საქართველოს დროშა საქართველო 21
2004-05 ლევან მელქაძე საქართველოს დროშა საქართველო 27
2003-04 ლადო ახალაია საქართველოს დროშა საქართველო 12
2002-03 ვიტალი დარასელია უმც. საქართველოს დროშა საქართველო 15
2001-02 მიხეილ ბობოხიძე საქართველოს დროშა საქართველო 13
2000-01 რობერტ ზირაქიშვილი საქართველოს დროშა საქართველო 21
1999-00 რატი ალექსიძე
მიხეილ აშვეთია
საქართველოს დროშა საქართველო 12
1998-99 მიხეილ აშვეთია საქართველოს დროშა საქართველო 26
1997-98 ლევან ხომერიკი საქართველოს დროშა საქართველო 23
1996-97 გიორგი დემეტრაძე საქართველოს დროშა საქართველო 26
1995-96 ალექსანდრე იაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 26
1994-95 ალექსანდრე იაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 24
1993-94 ალექსანდრე იაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს დროშა საქართველო 19
1992-93 შოთა არველაძე საქართველოს დროშა საქართველო 18
1991-92 კახაბერ კაჭარავა საქართველოს დროშა საქართველო 26
1990-91 მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დროშა საქართველო 12
1989-90 გია გურული საქართველოს დროშა საქართველო 23

დინამოს მწვრთნელები

პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2014— ჩეხეთის დროშა მიხალ ბილეკი
2013—2014 საქართველოს დროშა მალხაზ ჟვანია 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
2012 — 2013 ჩეხეთის დროშა დუშან უჰრინი უმც. 2 1 ჩემპიონატი
1 თასი
2012 საქართველოს დროშა ნესტორ მუმლაძე
2012 — 2012 საქართველოს დროშა გიორგი დევდარიანი
2011 — 2012 ესპანეთის დროშა ალექს გარსია
2009 — 2011 საქართველოს დროშა კახა კაჭარავა 1 1 თასი
2008 — 2009 გერმანიის დროშა რაინერ ცობელი 1 1 სუპერთასი
2006 — 2008 ჩეხეთის დროშა დუშან უჰრინი უფრ. 1 1 ჩემპიონატი
2006 საქართველოს დროშა კახა კაჭარავა
2006 რუსეთის დროშა ანდრეი ჩერნიშოვი
2005 — 2006 საქართველოს დროშა კახაბერ ცხადაძე 2 1 ჩემპიონატი
1 სუპერთასი
2004 — 2005 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე 1 1 საქართველოს თასი
2002 — 2004 ხორვატიის დროშა ივო შუშაკი 3 1 ჩემპიონატი
1 თასი
1 თანამეგობრობის თასი
2001 საქართველოს დროშა გივი ნოდია
2001 საქართველოს დროშა გოჩა ტყებუჩავა
2000 — 2001 საქართველოს დროშა რევაზ არველაძე
2000 საქართველოს დროშა ჯემალ ჩიმაკაძე
1999 — 2000 საქართველოს დროშა ოთარ კორღალიძე 1 1 სუპერთასი
1999 საქართველოს დროშა გია გეგუჩაძე
1999 ნიდერლანდის დროშა იოჰან ბოსკამპი 1 1 ჩემპიონატი
1998 — 1999 საქართველოს დროშა მურთაზ ხურცილავა 1 1 სუპერთასი
1998 საქართველოს დროშა ნოდარ აკობია
1996 — 1997 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 7 3 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
2 სუპერთასი
1995 საქართველოს დროშა ვაჟა ჟვანია
1994 — 1995 საქართველოს დროშა სერგო კუტივაძე
1994 საქართველოს დროშა თემურ ჩხაიძე
1992 — 1994 საქართველოს დროშა გივი ნოდია 3 2 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1992 საქართველოს დროშა რევაზ ძოძუაშვილი 2 1 ჩემპიონატი
1 საქართველოს თასი
1988 — 1991 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი 4 2 ჩემპიონატი
2 საქართველოს თასი
1987 — 1988 რუსეთის დროშა გერმან ზონინი
1987 — 1988 საქართველოს დროშა კახი ასათიანი
1985 — 1986 საქართველოს დროშა ნოდარ ახალკაცი
1984 — 1985 საქართველოს დროშა დავით ყიფიანი
1976 — 1983 საქართველოს დროშა ნოდარ ახალკაცი 4 1 საჭოთა კავშირის ჩემპიონატი
2 საბჭოთა კავშირის თასი
ევროპის თასების თასი
1974 — 1975 რუსეთის დროშა მიხეილ იაკუშინი
1974 საქართველოს დროშა გივი ჩოხელი
1973 საქართველოს დროშა სერგო კოტრიკაძე
1971 — 1972 რუსეთის დროშა გავრილ კაჩალინი
1967 — 1968 რუსეთის დროშა ვიაჩესლავ სოლოვიოვი
1966 საქართველოს დროშა ალექსანდრე კოტრიკაძე
1964 — 1965 რუსეთის დროშა გავრილ კაჩალინი 1 1 საბჭოთა კავშირის ჩემპიონი

გუნდის პერსონალი

  • მმართველი დირექტორი - მამუკა მახათაძე
  • სპორტული დირექტორი - ირაკლი ვაშაკიძე
  • გუნდის უფროსი - გია ჯიშკარიანი
  • ადმინისტრატორი - ბესიკ ბერაძე
  • პრეს ატაშე - გიგა გვენცაძე
  • გუნდის ექიმი - დავით ხარაბაძე
  • ოპერატორი - ნუკრი ოქიტაშვილი
  • მასაჟისტი - ირაკლი სახვაძე
  • მასაჟისტი - ირაკლი ყარსიმაშვილი[17]

გამოჩენილი ფეხბურთელები

სსრკ — საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩატარებული აქვს სულ მცირე 1 მატჩი მაინც საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

სსრკ

უეფა–ს კლუბების რეიტინგში

განახლდა: 5 დეკემბერი 2013[18]
ადგილი კლუბი კოეფიციენტი
210 აზერბაიჯანის დროშა ნეფთჩი ბაქო 7.075
211 ლიტვის დროშა ეკრანასი 7.050
212 ავსტრიის დროშა პასჩინგი 7.005
213 დანიის დროშა რანდერსი 6.980
214 საქართველოს დროშა დინამო თბილისი 6.975
215 ისრაელის დროშა ჰაპოელი 6.925
216 სერბეთის დროშა ვოივოდინა 6.825
217 ჩეხეთის დროშა სიგმა 6.820
217 ჩეხეთის დროშა ტეპლიცე 6.820

სეზონები

ევროთასებზე

სეზონი შეჯიბრება რაუნდი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
1972-73 უეფა-ს თასი 1/32 ნიდერლანდის დროშა ტვენტე 3–2 0–2
1973-74 უეფა-ს თასი 1/32 ბულგარეთის დროშა სლავია 4–1 0–2
1/16 იუგოსლავიის დროშა ოფკ 3–0 5–1
1/8 ინგლისის დროშა ტოტენჰემი 1–1 1–5
1976-77 უეფა-ს თასების თასი 1/16 უელსის დროშა კარდიფ სიტი 3–0 0–1
1/8 უნგრეთის დროშა მტკ 1–4 0–1
1977-78 უეფა-ს თასი 1/32 იტალიის დროშა ინტერი 0–0 1–0
1/16 დანიის დროშა კბ 2–1 4–1
1/8 შვეიცარიის დროშა გრასჰოპერი 1–0 0–4
1978-79 უეფა-ს თასი 1/32 იტალიის დროშა ნაპოლი 2–0 1–1
1/16 გერმანიის დროშა ჰერტა 1–0 0–2
1979-80 უეფა-ს ჩემპიონთა თასი 1/16 ინგლისის დროშა ლივერპული 3–0 1–2
1/8 გერმანიის დროშა ჰამბურგი 2–3 1–3
1980-81 უეფა-ს თასების თასი 1/16 საბერძნეთის დროშა კასტორია 2–0 0–0
1/8 ირლანდიის დროშა უოტერფორდი 4–0 1–0
1/4 ინგლისის დროშა ვესტ ჰემი 0–1 4–1
1/2 ნიდერლანდის დროშა ფეიენორდი როტერდამი 3–0 0–2
ფინალი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კარლ ცაისი 2-1
1981-82 უეფა-ს თასების თასი 1/16 ავსტრიის დროშა გრაცერი 2–0 2–2
1/8 საფრანგეთის დროშა ბასტია 3–1 1–1
1/4 პოლონეთის დროშა ლეგია ვარშავა 1–0 1–0
1/2 ბელგიის დროშა სტანდარდი 0–1 0–1
1982-83 უეფა-ს თასი 1/32 იტალიის დროშა ნაპოლი 2–1 0–1
1987-88 უეფა-ს თასი 1/32 ბულგარეთის დროშა ლოკომოტივი სოფია 3–0 1–3
1/16 რუმინეთის დროშა ვიქტორია ბუქარესტი 2–1 0–0
1/8 გერმანიის დროშა ვერდერი 1–1 1–2
1993-94 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ლინფილდი 2–1 1–1
1994-95 უეფა-ს თასი 1Q რუმინეთის დროშა უნივერსიტეტი კრაიოვა 2–0 2–1
1/32 ავსტრიის დროშა ტიროლი 1–0 1–5
1995-96 უეფა-ს თასი 1Q ბულგარეთის დროშა ბოტევი 0–1 0–1
1996-97 უეფა-ს თასი 1Q ლუქსემბურგის დროშა გრევენმახერი 4–0 2–2
2Q ნორვეგიის დროშა მიოლდე 2–1 0–0
1/32 რუსეთის დროშა ტორპედო მოსკოვი 1–1 1–0
1/16 პორტუგალიის დროშა ბოავიშტა 1–0 0–5
1997–98 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ქრუსეიდერსი 5–1 3–1
2Q გერმანიის დროშა ბაიერი ლევერკუზენი 1–0 1–6
1997-98 უეფა-ს თასი 1/32 ბელარუსის დროშა სლავია მოზირი 1–0 1–1
1/16 პორტუგალიის დროშა ბრაგა 0–1 0–4
1998-99 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ალბანეთის დროშა ვლაჟნია 3–0 1–3
2Q ესპანეთის დროშა ატლეტიკი ბილბაო 2–1 0–1
1998–99 უეფა-ს თასი 1/32 ნიდერლანდის დროშა ვილემ II 0–3 0–3
1999–00 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q მოლდოვის დროშა ზიმბრუ 2–1 0–2
2000 უეფა–ს ინტერტოტოს თასი 1Q ბელგიის დროშა სტანდარდი 2–2 1–1
2001–02 უეფა-ს თასი 1Q ბელარუსის დროშა ბატე ბორისოვი 2–1 0–4
2002–03 უეფა-ს თასი 1Q ესტონეთის დროშა ტვმკ ტალინი 4–1 1–0
2Q ჩეხეთის დროშა სლოვანი ლიბერეცი 0–1 2–3
2003–04 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ალბანეთის დროშა ტირანა 3–0 0–3
2004–05 უეფა-ს თასი 1Q ბელარუსის დროშა ბატე ბორისოვი 1–0 3–2
2Q ჩეხეთის დროშა სლავია პრაღა 2–0 1–3
3Q პოლონეთის დროშა ვისლა კრაკოვი 2–1 3–4
ჯგუფური საფრანგეთის დროშა სოშო 0–2 X
ჯგუფური ინგლისის დროშა ნიუკასლ იუნაიტედი X 0–2
ჯგუფური პორტუგალიის დროშა სპორტინგი ლისაბონი 0–4 X
ჯგუფური საბერძნეთის დროშა პანიონიოსი X 2–5
2005–06 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ესტონეთის დროშა ლევადია ტალინი 2–0 0–1
2Q დანიის დროშა ბრონდბიუ 0–2 1–3
2006 უეფა–ს ინტერტოტოს თასი 1Q სომხეთის დროშა კილიკია 3–0 5–1
2Q ავსტრიის დროშა რიდი 0–1 1–3
2007–08 უეფა-ს თასი 1Q ლიხტენშტაინის დროშა ვადუცი 2–0 0–0
2Q ავსტრიის დროშა რაპიდი ვენა 0–3 0–5
2008–09 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q ფარერის კუნძულების დროშა ნსი რინავიკი 3–0 0–1
2Q საბერძნეთის დროშა პანათინაიკოსი 0–0 0–3
2009-10 უეფა-ს ევროპის ლიგა 2Q ლატვიის დროშა მეტალურგი ლიენაია 3–1 1–2
3Q სერბეთის დროშა ცრვენა ზვეზდა 2–0 2–5
2010–11 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q ესტონეთის დროშა ფლორა ტალინი 2–1 0–0
2Q შვედეთის დროშა ეფლე 2–1 2–1
3Q ავსტრიის დროშა შტურმი გრაცი 1–1 0–2
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q მოლდოვის დროშა მილსამი 2–0 3–1
2Q უელსის დროშა ლიანელი 5–0 1–2
3Q ისლანდიის დროშა რეიკიავიკი 2–0 4–1
ფლეი–ოფი საბერძნეთის დროშა აეკი ათენი 1–1 0–1
2013–14 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q ფარერის კუნძულების დროშა სტრეიმური 6–1 3–1
3Q რუმინეთის დროშა სტიაუა ბუქარესტი 0–2 1–1
2013–14 უეფა-ს ევროპის ლიგა პლეი–ოფი ინგლისის დროშა ტოტენჰემ ჰოტსპური 0–5 0–3
2014–15 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q ყაზახეთის დროშა აქტობე

ევროპული რეკორდი

ტურნირი მატჩი გტ გშ
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 30 13 3 14 45 44
უეფა-ს თასების თასი 21 11 3 7 30 17
უეფა-ს თასი/უეფა-ს ევროპის ლიგა 86 39 13 34 116 130
უეფა–ს ინტერტოტოს თასი 6 2 2 2 12 8
ჯამში 143 65 21 57 203 199

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. დინამოს 20-იანი წლების ისტორია.
  2. დინამოს 30-იანი წლების ისტორია
  3. დინამოს 40-50-იანი წლების ისტორია
  4. დინამოს 60-იანი წლების ისტორია
  5. დინამოს 70-იანი წლების ისტორია
  6. Trofeo Santiago Bernabéu (Madrid-Spain) 1979-2008. The Rec.Sport.Soccer Statistics Foundation.
  7. დინამოს 80-იანი წლების ისტორია
  8. ლაშა გოგილავა. „ფოთის „კოლხეთი-1913“ - წარსული და ახალი გუნდი“. პრემიერი (2009, №9). წაკითხვის თარიღი: 08.06.2014. 
  9. დინამოს 90-იანი წლების ისტორია
  10. დინამოს 90-იანი წლების ისტორია
  11. უმცროსი დუშან უჰრინი თბილისშია. „მსოფლიო სპორტი“. 22.06.2012
  12. დუშან უჰრინი თბილისის დინამოდან პლზენში წავიდა. „ტაბულა“. 5 დეკემბერი, 2013
  13. სტადიონის შესახებ
  14. [1][მკვდარი ბმული] სტადიონის მმართველი კომპანია
  15. ეროვნული სტადიონი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" 49 წლით გადაეცა, საინფორმაციო სააგენტო „Sportall.ambebi.ge“, 25 აგვისტო, 2011.
  16. ტიტულები.
  17. გუნდის პერსონალი
  18. უეფა–ს კლუბების რეიტინგი 2014. uefa.com. წაკითხვის თარიღი: 2013-11-01.


წინამორბედი:
ესპანეთის დროშავალენსია
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
1981
ფინალისტი:
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშაკარლ ცაისი
შემდეგი:
ესპანეთის დროშაბარსელონა