მცირე ცთომილები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცირე ცთომილები, იგივე ასტეროიდებიმზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომელთა ზომები მზის სისტემის პლანეტებთან შედარებით მცირეა. მაგ. ცერერას დიამეტრია 770 კმ, პალადასი — 490 კმ, ვესტასი — 385 კმ, სხვებისა - ბევრად ნაკლები.

XX საუკუნეში აღმოჩენილია მხოლოდ 40კმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მცირე ცთომილები. ყველა იმ მცირე ცთომილებს, რომელთა ორბიტა ზუსტადაა გამოთვლილი, საკუთარი სახელი და მუდმივი ნომერი აქვს. ასეთი ცთომილების რიცხვი 2500-ზე მეტია. მათზე ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში "მცირე ცთომილების ეფემერიდები".

მცირე ცთომილების ორბიტები ძირითადად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა. მათ დიდი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ეკლიპტიკის სიბრტყისადმი საშუალო დახრილობა კი 9,54°-ია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 254-255, თბ., 1984