ჰერეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერეთი 950 წელს

ჰერეთიაღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით , ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება „ჰერეთი“ აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი „ჰერეთი“ აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი „კახეთი“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]