ტყიბულის წყალსაცავი
ტყიბულის წყალსაცავი | |
---|---|
კოორდინატები: 42°17′44″ ჩ. გ. 42°55′45″ ა. გ. / 42.295722° ჩ. გ. 42.929417° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ტყიბულის მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე) |
სიგრძე | 8,1 კმ |
სიგანე | 3,2 კმ |
ფართობი | 12,1 კმ² |
მოცულობა | 0,084 კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 12,5 მ |
საშუალო სიღრმე | 6,9 მ |
ტყიბულის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ოკრიბის ქვაბულში. წყალსაცავი შექმნილია მიწაყრილის კაშხლით, რომლითაც დაგუბებულია მდინარე ტყიბულა იქ, სადაც ის ქვაბულის ფსკერზე, ე. წ. „წყალდასავალთან“ კარსტულ შახტში იკარგებოდა. წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია. წყალსაცავის სიგრძე 8,1 კმ, უდიდესი სიგანე 3,2 კმ, მაქსიმალური სიღრმე 12,5 მ, საშუალო სიღრმე 6,9 მ. ფართობი 12,1 კმ². წყლის მოცულობა 84 მლნ. მ³.
საზრდოობს მდინარე ტყიბულასა და სხვა შენაკადების წყლით, აგრეთვე ატმოსფერული ნალექებით (1750 მმ წელიწადში). წყალსაცავის ქვაბული და მიმდებარე სერები აგებულია იურული და ცარცული ასაკის ქვიშაქვებით, თიხაფიქლებით, მერგელოვანი კირქვებით. სანაპირო ძირითადად დაბალი და დამრეცია.
წყალსაცავში წყლის დონე ყველაზე მაღალია აგვისტო-სექტემბერში, დაბალია – თებერვალ-მარტში. დონეების საშუალო წლიური ამპლიტუდა 575 სმ. მდიდარია თევზით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 90.