ოკრიბის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოკრიბის ქვაბულიქვაბული კავკასიონის სამხრეთ მთისწინეთში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი კუთხის ჩრდილოეთით, დაახლოებით ემთხვევა ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.

გეოლოგიურად მიეკუთვნება საქართველოს ბელტს და წარმოადგენს დამრეც ტექტონიკურ გუმბათს, რომლის პერიფერიული ნაწილები — ნაქერალის, ოკრიბა-არგვეთისა და სამგურალის ქედები აგებულია ცარცული კირქვებით. შუა ნაწილი ეროზიის გამო გათავისუფლებულია ცარცული წყებების საფრისაგან, რის შედეგად გაშიშვლებულია იურული ფორმაციები (უმთავრესად ბაიოსის პორფირიტული სერია და ბათური ასაკის ფიქლები). ოკრიბის ქვაბულის რელიეფი ზოგადად დაბალმთიან-ბორცვიანია, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება რაჭის საშუალმთიანი ქედის დასავლეთი ნაწილი, რომლის მონაკვეთები ცნობილია ნაქერალის, მოხოულის (მოხვეულის) და სხვა სახელებით. ბუნებრივი მცენარეული საფარია ფართოფოთლოვანი ტყე, რომლის ქვეშ განვითარებულია ყვითელმიწა და ყომრალი ნიადაგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]