ტყიბულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყიბულა

ტყიბულა ქ. ტყიბულში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ტყიბულის მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე)
ქალაქები ტყიბული
სათავე მთა ნაქერალა
42°22′51″ ჩ. გ. 43°01′41″ ა. გ. / 42.381083° ჩ. გ. 43.028056° ა. გ. / 42.381083; 43.028056
სათავის სიმაღლე 1175 მ
შესართავი ტყიბულის წყალსაცავი
42°18′00″ ჩ. გ. 42°57′25″ ა. გ. / 42.300028° ჩ. გ. 42.956944° ა. გ. / 42.300028; 42.956944
სიგრძე 9,4 კმ
აუზის ფართობი 43,6 კმ²
ტყიბულა — საქართველო
ტყიბულა
ტყიბულა
ტყიბულა — იმერეთის მხარე
ტყიბულა
ტყიბულა
— სათავე, — შესართავი

ტყიბულამდინარე დასავლეთ საქართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ნაქერალის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1175 მ სიმაღლეზე. სიგრძე 9,4 კმ, აუზის ფართობი 43,6 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. უერთდება ტყიბულის წყალსაცავს. წყალსაცავის აგებამდე ტყიბულა ახალსოფლის ქვაბულში ეგრეთ წოდებულ „წყალდასავალთან“ შახტში იკარგებოდა, გამოდიოდა მეორე მხარეს ძევრულის სახელწოდებით. ტყიბულაში სადერივაციო არხით ვარდება შაორის წყალსაცავის წყალი. დამახასიათებელია წყალმოვარდნის რეჟიმი. წყალუხვია გაზაფხულზე და ზამთარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]