შინაარსზე გადასვლა

დიდი მეჯვრისხევის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი მეჯვრისხევის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე, ადგილ ლომისაში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,9 X 3,95 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და დიდი რიყის ქვით. ნაგებობის კედლები შემორჩენილია დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი დასავლეთითაა. დარბაზი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.