ტაჯურის ყურე
იერსახე
ტაჯურის ყურე (არაბ. خليج تدجورا) — ინდოეთის ოკეანის ყურე სომალის ნახევარკუნძულთან. გადაჭიმულია ბაბ-ელ-მანდების სრუტის სამხრეთით, წითელი ზღვის შესასვლელთან. მისი სანაპირო ზოლის უდიდესი ნაწილი ჯიბუტის მიეკუთვნება, გარდა სამხრეთ ნაპირის პატარა მონაკვეთისა, რომელიც სომალის შემადგენლობაში შედის.
ტაჯურის ყურეზე გაშენებული პორტებია: ობოკი, ტაჯურა და ჯიბუტი.
ყურის მაქსიმალური სიგრძე 58 კმ-ია, სიგანე 24 კმ, საშუალო სიღრმე კი 1 329 მ.