არტის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არტის რეგიონი
ფრანგ. région d'Arta
არაბ. عرته
ქვეყანა ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
ადმ. ცენტრი არტა
შიდა დაყოფა Arta
კოორდინატები 11°30′51″ ჩ. გ. 42°50′34″ ა. გ. / 11.5144389° ჩ. გ. 42.8427806° ა. გ. / 11.5144389; 42.8427806
ფართობი 1800 კმ²
ცენტრის სიმაღლე 583 მეტრი
მოსახლეობა 42 380 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 23,54 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+3]]
ISO 3166 კოდი DJ-AR
Djibouti - Arta.svg

არტის რეგიონი (ფრანგ. région d'Arta; არაბ. عرته) — რეგიონი ჯიბუტის ცენტრალურ ნაწილში.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი არტა.
  • მოსახლეობა — 42 380 ადამიანი[1][2][3] (2009 წელი). ფართობი — 1800 კმ².

რეგიონი შეიქმნა 2002 წელს დღეისათვის მისი მეზობელი რეგიონებიდან ტერიტორიების გამოყოფის გზით: აღმოსავლეთი ნაწილი გამოიყო დედაქალაქ ჯიბუტის ტერიტორიიდან, ხოლო დასავლეთი ნაწილი დიკილის რეგიონიდან. აქვს გასასვლელი ინდოეთის ოკეანეზე: ტაჯურის ყურე — ჩრდილოეთით, ადენის ყურე — აღმოსავლეთით. რეგიონის აღმოსავლეთით ასევე აქვს მცირე სიგრძის საზღვარი სომალის აუდალის რეგიონთან, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს არაღიარებული სახელმწიფო სომალილენდი, ჩრდილოეთით — ადმინისტრაციული საზღვარი აქვს ჯიბუტის ტაჯურის რეგიონთან, ხოლო სამხრეთით ასევე ადმინისტრაციულად ესაზღვრება ჯიბუტის ალი-საბიეს რეგიონს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო სიმაღლე — ზღვის დონიდან 600 მეტრზე, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ქალაქი არტა, მდებარეობს მთებით გარშემორტყმულ პლატოზე. ამის შედეგად რეგიონში ბევრია მლაშე ტბები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარილიეთიოპიაში ექსპორტის მთავარი წყაროა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე რეგიონის და ქვეყნის ეკონომიკისათვის. ქვეყნის ეკონომიკაში ასევე მთავარი ადგილი უკავია თევზჭერას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]