სომალი ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარდისფერით აღნიშნულია სომალის გავრცელების არეალი

სომალი ენა (სომალი: Af Soomaali) — სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახის ქუშიტურ ჯგუფში შემავალი ენა. გავრცელებულია სომალის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეთიოპიის აღმოსავლეთსა და კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. სომალი ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 10-16 მლნ კაცი. ძირითადი დიალექტებია ისააკი, ისა, დაროდი, ჰავია და დიგილი. დამწერლობა ეფუძნება ლათინურ ანბანს (1973 წლიდან).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]