წნორი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „წნორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ წნორი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
წნორი
ქალაქ წნორის ხედი სიღნაღიდანჯაბა ლაბაძის ფოტო
ქალაქ წნორის ხედი სიღნაღიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°37′ ჩ. გ. 45°58′ ა. გ. / 41.617° ჩ. გ. 45.967° ა. გ. / 41.617; 45.967
ქალაქი 1965  წლიდან
მოსახლეობა 4 815[1] კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 355[2]
საფოსტო ინდექსი 4200[3]
წნორი (ქალაქი) (საქართველო)
Red pog.svg
წნორი (ქალაქი) (კახეთის მხარე)
Red pog.png

წნორი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 1938 წლამდე საქობოსუბანი ეწოდებოდა. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 294 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1965 წელს.

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. წნორი სარკინიგზო მიმოსვლით დაკავშირებული იყო თბილისთან და თელავთან, ქალაქში იყო რკინიგზის სადგური, თუმცა ამჟამად სადგური უმოქმედოა.[4]

წნორი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას; აქ მდებარეობს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4 815 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[5] 2 911 -- --
2002[5][6] Increase2.svg 6 066 -- --
2014[1] Decrease2.svg 4 815 2 251 2 564

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. Tsnoris-Tskali former Railway Station (ინგლისური)
  5. 5.0 5.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
  6. ქ. წნორის მოსახლეობის რიცხოვნობის ორჯერ გადიდება განპირობებულია ქალაქის საკრებულოსათვის დაქვემდებარებული ორი სოფლის — ასანურისა და კვენაკველის მიერთებით. (საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.)