შინაარსზე გადასვლა

ქვემო ხვითის წმინდა გიორგის ეკლესია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ხვითის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის განაპირას, აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (12,2 X 7,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია ტუფის ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა, თითო თაღოვანი სარკმელი - აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ორი სამხრეთით. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო ოთკუთხა ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. კამაროვანი გადახურვა ემყარება დარბაზის შუა საბჯენ და დასავლეთ კედლის თაღებს და აფსიდის ორსაფეხურიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიაზე დასავლეთის მხრიდან მიდგმულია ოთხ სვეტზე დაყრდნობილი კვადრატული აგურით ნაგები ორსართულიანი სამრეკლო.

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.