გორის მიწისძვრა (1920)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორის მიწისძვრა
თარიღი 20 თებერვალი, 1920
მაგნიტუდა 6.2
სიღრმე 11 კმ
ეპიცენტრის მდებარეობა 41°54′00″ ჩ. გ. 44°00′00″ ა. გ. / 41.90000° ჩ. გ. 44.00000° ა. გ. / 41.90000; 44.00000
დაზარალებული ტერიტორია საქართველო
მსხვერპლი 114 ადამიანი

გორის მიწისძვრა — ძლიერი მიწისძვრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გორში 1920 წლის 20 თებერვალს. მიწისძვრის ძალა შეადგენდა 6.2 . დაიღუპა 114 ადამიანი[1]. სერიოზულად დააზარალა გორის ციხე[2], ქვემო რიეთის ეკლესია, ქვემო რიეთის ნათლისმცემლის ეკლესია[3] და სხვა ძეგლები. დაინგრა გორის და რამდენიმე სოფლის შენობების 95%. დაშავებულთა რაოდენობამ 7118 ოჯახი შეადგინა.[4]

გორის მაზრაში პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი — 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო სოფელი ხიდისთავი, სადაც ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა.[4] გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს.

გორის დასახმარებლად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გამოყო ათეულობით მილიონი მანეთი, გორში გაიგზავნა ჯარი, სახალხო გვარდია და სხვადასხვა ჯგუფები. საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებმა შექმნეს საქველმოქმედო და დამხმარე კომიტეტები. მოქალაქეების და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ათეულობით მილიონი მანეთი შეგროვდა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ion Postol (ed., 2008) Risk Assessment as a Basis for the Forecast and Prevention of Catastrophies, p. 26. IOS Press, ISBN 1-58603-844-3
  2. ქსე, ტ. 3, გვ. 229, თბ., 1978
  3. საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ. გვ. 115
  4. 4.0 4.1 4.2 ირემაძე ი., „სოლიდარული საქართველო — ურთიერთდახმარება სოციალური და ბუნებრივი კატასტროფების დროს“ // „ინიციატივა ცვლილებებისთვის“, ტ. III, თბ., 2021. — გვ. 119-124, ISBN 978-9941-8-3108-9.