ვანილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
(რანგის გარეშე):  ყვავილოვანი მცენარეები
(რანგის გარეშე):  ერთლებნიანები
რიგი:  Asparagales
ოჯახი:  ჯადვარისებრნი
ქვეოჯახი:  Vanilloideae
ტრიბა:  Vanilleae
ქვეტრიბა:  Vanillinae
გვარი:  ვანილი
ლათინური სახელი
Vanilla

ვანილი (ლათ. Vanilla) — ეპიფიტურ მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მცოცავი ლიანებია, აქვთ საჰაერო მისაკიდი ფესვები.

ცნობილია 100-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ზოგი სახეობის ნაყოფი შეიცავს სურნელოვან ნივთიერებებს (მაგ. ვანილინს) და იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში.

საკონდიტრო წარმოებაში ვანილის სახელწოდებით უფრო მეტად ცნობილია ლათ. Vanilla planifolia-ს ნაყოფი. ამ მცენარეს ხორცოვანი ფოთლები და მომწვანო-მოთეთრო ყვავილები აქვს.

მისი სამშობლოა მექსიკა. მოჰყავთ მრავალ ტროპიკულ ქვეყნებში. ვანილის მოუმწიფებელი და შემჭკნარი ნაყოფი ძვირფასი სუნელ-სანელებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]