კართალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კართალა

კართალა
კრატერი

კოორდინატები: 11°45′24″ ს. გ. 43°21′42″ ა. გ. / 11.75667° ს. გ. 43.36167° ა. გ. / -11.75667; 43.36167

მდებარეობა კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები
სიმაღლე 2361 მ
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2007 წლის იანვარი

კართალა მდებარეობა კომორის კუნძულების კავშირი

Mountain sign.svg

კართალა (Karthala) — მოქმედი ვულკანი კომორის კუნძულებზე. სიმაღლე 2361 მ. წარმოადგენს მკვეთრად აქტიურ ვულკანს, რომელიც XIX საუკუნეში დაახლოებით 20-ჯერ ამოიფრქვა. ბაზალტური ჰავაის ტიპის ფარისებრი ვულკანია.

2005 წლის ამოფრქვევის შედეგად წამოსულმა ლავურმა ნაკადმა და ვულკანურმა აირმა განაპირობა დაახლოებით 30 ათ. კაცის ევაკუაცია. ამ ამოფრქვევის შედეგად მნიშვნელოვანი ცვლა განიცადა კრატერმა.

2006 წლის 29 მაისს Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მორონის მაცხოვრებლებს ლავის დანახვა თვით ვულკანის მწვერვალზეც კი შეეძლოთ. შემდგომ თანდათანობით ლავური აქტივობა ჩაცხრა.

ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 მეტრამდე კართალა დაფარულია ნოტიო მარადმწვანე ტყეებით. ვულკანის ფერდობებზე გვხვდება იშვიათი ფრინველები: Humblotia flavirostris, Zosterops mouroniensis, Dicrurus fuscipennis, Otus pauliani.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]