ნგაზიჯა
იერსახე
| მშობ. სახელი: შიკომორი Ngazidja ფრანგ. Grande Comore | |
|---|---|
|
| |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
| კოორდინატები | 11°35′00″ ს. გ. 43°20′00″ ა. გ. / 11.58333° ს. გ. 43.33333° ა. გ. |
| ფართობი | 1148 კმ² |
| ავტონომიური რეგიონი | ნგაზიჯა |
| დედაქალაქი | მორონი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 399 919 ადამიანი (2015) |
| სიმჭიდროვე | 348,36 ად. /კმ² |
ნგაზიჯა ( შიკომორი Ngazidja), ასევე გრანდ-კომორი (ფრანგ. Grande Comore) — კუნძული და ავტონომიური რეგიონი ინდოეთის ოკეანის მოზამბიკის სრუტეში, აფრიკის მატერიკის ნაპირიდან სიახლოვეს, ჩრდილოეთ მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის. ეს ყველაზე დიდი კუნძულია კომორის კუნძულების კავშირში. მოსახლეობის დიდი ნაწილი — ანტალოატრა. 2015 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 399 919 ადამიანს. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრი და ქვეყნის დედაქალაქია — მორონი. 2002 წლის კონსტიტუციის თანახმად, კუნძულს მართავს არჩეული პრეზიდენტი, ისევე როგორც სხვა კუნძულებს, ფედერალურ მთავრობასთან ერთად, რაც ამასთან ერთად არ ამცირებს ავტონომიური რეგიონის ხელისუფლებას.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ავტონომიური რეგიონი იყოფა 8 პრეფექტურად[1]:
- მორონი-ბამბაო (préfecture de Moroni-Bambao)
- ამბუ (préfecture de Hambou)
- დასავლეთი მბაჯინი (préfecture de Mbadjini-Ouest)
- აღმოსავლეთი მბაჯინი (préfecture de Mbadjini-Est)
- ოიჩილი-დიმანი (préfecture de Oichili-Dimani)
- ამაჰამეტ-მბოინკუ (préfecture de Hamahamet-Mboinkou)
- მიცამიული-მბუდე (préfecture de Mitsamiouli-Mboudé)
- იცანდრა-ამანვუ (préfecture d'Itsandra-Hamanvou)