კომორის არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია არქიპელაგის შესახებაა. ქვეყნისათვის, იხილეთ კომორის კუნძულების კავშირი. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ კომორის კუნძულები (მრავალმნიშვნელოვანი).
კომორის არქიპელაგი
მშობ. სახელი: შიკომორი Komori
არაბ. جزر القمر‎‎
ფრანგ. Les Comores
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 12°08′24″ ს. გ. 44°15′00″ ა. გ. / 12.14000° ს. გ. 44.25000° ა. გ. / -12.14000; 44.25000
კუნძულთა რაოდენობა 33
მთავარი კუნძული ნგაზიჯა
ფართობი 2235 კმ²
უმაღლესი წერტილი 2361 მ
ქვეყანა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 018 738 (2015)
სიმჭიდროვე 455,81 ად. /კმ²

კომორის არქიპელაგი (შიკომორი Komori; არაბ. جزر القمر‎‎, ფრანგ. Les Comores) — ვულკანური წარმოშობის არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში, კუნძულ მადაგასკარსა და აფრიკის მატერიკს შორის. ფართობი — 2235 კმ². მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლისთვის შეადგენს 1 018 738 ადამიანს; უპირატესად ანტალოატრას (კომორელები) ხალხი.

კუნძულები ნგაზიჯა (გრანდ-კომორი), ნძუანი (ანჟუანი), მვალი (მოჰელი), რიფი ვაიე და მთელი რიგი სხვა კუნძულები და რიფები შეადგენენ კომორის კუნძულების კავშირს. კუნძულები მაიოტა (მაორე), პამანზი, მზამბორო და სხვები შეადგენენ საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტ მაიოტას, რომელზეც დამოუკიდებლობის მიღებიდანვე პრეტენზიას აცხადებს კომორის კუნძულების კავშირი.

არქიპელაგის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომორის არქიპელაგის კუნძულები და მდებარეობა

არქიპელაგი შედგება 4 დიდი, 2 პატარა და რამდენიმე ათეული მომცრო კუნძულებისაგან:

  • კუნძული ნგაზიჯა (გრანდ-კომორი)
  • რიფი ვაიე — კუნძულ ნგაზიჯადან (გრანდ-კომორი) დასავლეთით
  • კუნძული ნძუანი (ანჟუანი)
  • კუნძული ლა-სელი — კუნძულ ნძუანის (ანჟუანი) დასავლეთ დაბოლოებასთან
  • კუნძული მვალი (მოჰელი)
  • კუნძული ბველაშამბა — კუნძულ მვალის (მოჰელი) დასავლეთ სანაპიროსთან
  • კუნძული მბო-ბილი — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან
  • კუნძული მანიუნი — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთით
  • კუნძული კანზონი — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთით
    • კუნძული ძაჰა —  ადრე შეადგენდა კუნძულ კანზონის დასავლეთ ნახევარს
  • კუნძული მბუზი — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთით
  • კუნძული ვენეფუ — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთით
  • კუნძული შანძი (სანცი) — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთით
  • კუნძული მბუგო (შოამბუჰუ) — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთით
  • კუნძული მეა — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთით
  • კუნძული ფორო — კუნძულ მვალის (მოჰელი) სამხრეთით
  • კუნძული შიკუუნდუ (მიანიონი) — კუნძულ მვალის (მოჰელი) აღმოსავლეთ სანაპიროსთან
  • კუნძული ნიანძა — კუნძულ მვალის (მოჰელი) აღმოსავლეთ სანაპიროსთან
  • კუნძული მშაკო — კუნძულ მვალის (მოჰელი) აღმოსავლეთით
  • კუნძული მაიოტა (მაორე) ანუ გრანდ-ტერი
  • კუნძული კარონი — კუნძულ მაიოტას (მაორე) დასავლეთ სანაპიროსთან
  • კუნძული მზამბორო — კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილო-დასავლეთით
  • კუნძული მალანძამია
    • კუნძული მალანძამიაჟუ — კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილო-დასავლეთით
    • კუნძული მალანძამიაცინი — კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილო-დასავლეთით
  • კუნძული ანდრემა — კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილო-აღმოსავლეთით
  • კუნძული მსონგომა — კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილო-აღმოსავლეთით
  • ჩრდილოეთის რიფი (რიფი ნორი) — კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილოეთით
  • რიფი გრან-რესიფ-დუ-ნორდ-ესტი — კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილო-აღმოსავლეთით
  • კუნძული გომბე-დუმე — კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩრდილო-აღმოსავლეთით და კუნძულ პამანზის ჩრდილოეთით
  • კუნძული სისოა-ბუზი (ბუზი) — კუნძულ მაიოტას (მაორე) აღმოსავლეთ სანაპიროსთან
  • კუნძული ბანდელე — კუნძულ მაიოტას (მაორე) აღმოსავლეთ სანაპიროსთან
  • კუნძული ბამბო — კუნძულ მაიოტას (მაორე) აღმოსავლეთ სანაპიროსთან
  • კუნძული პამანზი (პტი-ტერი) — კუნძულ მაიოტას (მაორე) აღმოსავლეთით
  • რიფი პამანზი — კუნძულ პამანზის სამხრეთით
  • სამხრეთის რიფი — კუნძულ მაიოტას (მაორე) სამხრეთით
  • და სხვა რიფები კუნძულ პამანზიდან სამხრეთით (აჟანგვა, ბანდემი, ბამბო, მანგა-ცოჰოლე)
  • კუნძული მბვინი (მბუინი) — კუნძულ მაიოტას (მაორე) სამხრეთ სანაპიროსთან

გეოგრაფიულად არქიპელაგს მიეკუთვნება დაშორებული (მაიოტადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 125 კმ-ზე) რიფი ბანკ-დიუ-ჟეზერი (რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ საფრანგეთი (ეპარსეს კუნძულების ტერიტორიალური წარმონაქმნის გამო), კომორის კუნძულების კავშირი და მადაგასკარი), ასევე მადაგასკარიდან ჩრდილოეთით 99 კმ-ში მდებარე გლორიოსის კუნძულები, რომელზეც მადაგასკართან ერთად პრეტენზიას აცხადებს საფრანგეთი (ეპარსეს კუნძულების ტერიტორიალური წარმონაქმნის გამო).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები მთიანია (სიმაღლე 2300 მეტრამდე). უმაღლესი წერტილია — მოქმედი ვულკანი კართალა (2361 მეტრი). გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. კლიმატი ტროპიკული, ნოტიო და ცხელი. ნალექების რაოდენობა: 1100 მმ-დან 3000 მმ-მდე წელიწადში. მთების ფერდოების ზედა ნაწილი დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით, ქვედა ნაწილში მდებარეობენ სავანები და ბუჩქოვანი მცენარეები. მთელი წლის განმავლობაში არსებობს მალარიის სენით დაავადების საფრთხე.

გეოლოგიურად უძველესი კუნძულია — მაიოტა, მისი სიგრძეა — 39 კმ, სიგანე — 22 კმ, ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი — მთა ბენარა (ფრანგ. Mont Bénara, 660 მეტრი). ვულკანური წარმოშობის გამო ზოგიერთ რაიონში ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერია. მარჯნის რიფი, რომელიც გარს ეკვრის კუნძულის დიდ ნაწილს, უზრუნველყოფს მას თევზით და იცავს ადგილობრივ გემებს.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცენარეულობას წარმოადგენს: შაქრის ლერწამი, ქოქოსის პალმა, ბანანი, ყავის ხე, მიხაკის ხე.

კომორის ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი მადაგასკარის და კომორის კუნძულების ენდემებია: ლემურები, პატარა თუთიყუში-ვაზა (ლათ. Coracopsis nigra), ფართეკუდიანი ფელზუმა (ლათ. Phelsuma laticauda), ამაურისები (ლათ. Amauris comorana-ის სახეობა გვხვდება მხოლოდ კომორის კუნძულებზე). კომორის კუნძულების ენდემია — კომორის მფრინავი მელა (ლათ. Pteropus livingstonii).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1843 წლიდან კუნძული მაიოტა, ხოლო 1886 წლიდან — ნგაზიჯა (გრანდ-კომორი), ნძუანი (ანჟუანი) და მვალი (მოჰელი) იმყოფებოდნენ საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. 1909 წელს არქიპელაგი ოფიციალურად გამოცხადდა საფრანგეთის კოლონიად. 1974 წლის რეფერენდუმზე კუნძულების უმრავლესობამ ხმა მისცა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას. მათ შორის, ნგაზიჯას (გრანდ-კომორი), ნძუანის (ანჟუანი) და მვალის (მოჰელი) მოსახლეობის უმრავლესობამ დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, ხოლო კუნძულ მაიოტას მოსახლეობის 60 %-მა დამოუკიდებლობაზე უარი განაცხადა. 1975 წელს გამოცხადდა დამოუკიდებელი კომორის კუნძულების კავშირი. საერთოკომორული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ აღიარა კომორის უფლებები ყველა ოთხივე კუნძულზე და მოუწოდა საფრანგეთს დაეტოვებინა იგი. მაგრამ, საფრანგეთმა გამოყო მაიოტა კომორისაგან და გამოაცხადა იგი ზღვისიქითა თანამეგობრობად. 2009 წლის რეფერენდუმზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტად გადაქცევის შესახებ. 2001 წლის რეფერენდუმზე მიღებული კომორის კუნძულების კავშირის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, კომორის კუნძულების კავშირი შედგება 4 ავტონომიური კუნძულისაგან, კუნძულ მაიოტას (მაორე) ჩათვლით.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, კომორის კუნძულების კავშირი შედგება 4 ავტონომიური კუნძულისგან, საფრანგეთის კონტროლ ქვეშ არსებული მაიოტას (მაორე) ჩათვლით. ფაქტობრივად კომორის კუნძულების კავშირი მოიცავს მხოლოდ 3 ავტონომიურ რეგიონს (ავტონომიურ კუნძულს), რომელიც შეესაბამება დიდ კუნძულებს და რომლებზეც მდებარეობს 16 პრეფექტურა.

დროშა ავტონომიური რეგიონი ადრინდელი სახელწოდება ადმინისტრაციული
ცენტრი
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,
ად.
(2015)[1]
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
პრეფექტურების რაოდენობა
Flag of Grande Comore.svg ნგაზიჯა გრანდ-კომორი მორონი 1148 399 919 348,4 8 (მორონი-ბამბაო, ამბუ, დასავლეთ მბაჯინი, აღმოსავლეთ მბაჯინი, ოიჩილი-დიმანი, ამაჰამეტ-მბოინკუ, მიცამიული-მბუდე, იცანდრა-ამანვუ)
Flag of Anjouan.svg ნძუანი ანჟუანი მუცამუდუ 424 332 466 784,1 5 (მუცამუდუ, უანი, დომონი, მრემანი, სიმა)
Flag of Mohéli (official).svg მვალი მოჰელი ფომბონი 290 52 380 180,6 3 (ფომბონი, ნიუმაშუა, ჯანდო)
მაორე მაიოტა მამუცუ 376 233 993[2] 622,3
სულ 1862
(2235)
784 745
(1 018 738)
421,5
(455,8)
16
(...)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]