პაგანიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენერა არლეზიიდან, ქრისტეშობამდე გვიანი I საუკუნე

პაგანიზმი (ლათინურიდან paganus, ნიშნავს „სოფლის მცხოვრებს“) — სხვადასხვა იდეის გამაერთიანებელია ტერმინი, ძირითადად ამ სიტყვით გულისხმობენ არა-აბრაამისეულ, ადგილობრივ პოლითეისტურ რელიგიურ ტრადიციებს.

ისტორიულ კონტექსტში, ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბერძნულ-რომაულ პოლითეიზმს, ასევე ევროპისა და ჩრდ. ამერიკის პოლითეისტურ ტრადიციებს გაქრისტიანებამდე. უფრო ფართო ჭრილში, ტერმინი მოიაზრებს თანამედროვე რელიგიებსაც, იგი მოიცავს აღმოსავლური რელიგიების უმეტესობას, ამერიკის, ცენტრალური აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის ადგილობრივ ტრადიციებს; ასევე არა-აბრაამისტული ხალხების რელიგიას. უფრო ვიწრო ჭრილში, ტერმინი არ გულისხმობს მსოფლიო რელიგიებს და მიეწერება ადგილობრივ, სასოფლო ტრადიციებს, რომლთაც ცივილიზებულ რელიგიებთან არ აქვთ კავშირი. პაგანურ ტრადიციებს პროზელიტიზმის ნაკლებობა და ცოცხალი მითოლოგიის არსებობა ახასიათებს.

ქრისტიანული გადმოსახედიდან ტერმინი მოიაზრებს ყველა არა-აბრაამისტულ რელიგიას. იგი მონოთეისტებს შორის გამოიყენება დამამცირებელი მნიშვნელობით - წარმართი, ურწმუნო. ისლამში ამგვარი მნიშვნელობით გვხვდება სიტყვები კაფირი (كافر) და მუშრიკი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Robert, P. & Scott, N., (1995) "A History of Pagan Europe". New York, Barnes & Noble Books, ISBN 0-7607-1210-7.
  • York, Michael Pagan Theology: Paganism as a World Religion NYU Press (2003), ISBN 0814797083.