ვეფხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეფხვი (ტანკი).
ვეფხვი
Siberian-Tiger.jpg
უსურიის ვეფხვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  პანტერები
სახეობა:  ვეფხვი
ლათინური სახელი
Panthera tigris (Linnaeus, 1758)[1]
სინონიმები
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EN ka.svgსაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 15955
გავრცელება
Tiger distribution3.PNG
გავრცელების არეალი წლების მიხედვით (1900, 1990)

ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4–2,8 მ, კუდის — 0,6–1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4–5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6–7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.

ვეფხვი საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს. პირველად იგი XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს. ეს ფაქტი აღნიშნული აქვს დავით მესხიშვილს. მონადირეებს იგი მეფე ერეკლესთვის მიურთმევიათ.[2]

მეორედ 1921 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან მოკლეს. საქართველოში იგი აზერბაიჯანიდან მოხვდა. ვარაუდობენ, რომ ასეთი დიდი მანძილი ძუ ვეფხვის ძებნაში გაიარა. აზერბაიჯანიდან გარდაბნის ტყეში უნდა მოხვედრილიყო, შემდეგ — მანგლისში, მოგვიანებით ვეფხვმა მტკვრის მიდამოები დატოვა და მდინარე ხრამს ან ალგეთს მაღლა აუყვა. ამგვარად აღმოჩნდა თბილისიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლელობთან, სადაც გლეხების საქონელს ესხმოდა თავს. მონადირეებმა მისი ბუნაგი იპოვეს და მოკლეს.[2]

ქვესახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად ვეფხვის მრავალ ქვესახეობას გამოყოფდნენ (ამურის, კასპიური, ბენგალური და სხვ.), თუმცა 2015 წელს ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა ვეფხვის განვითარების ორი ხაზი — კონტინენტური და ზონდის კუნძულების.[3] 2017 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციის თანახმად, დღეისათვის არსებული ვეფხვის პოპულაციები მიეკუთვნება ორ ქვესახეობას — Panthera tigris tigris და Panthera tigris sondaica. უწინ გამოყოფილი ქვესახეობები კი ცალკეულ პოპულაციებად განიხილება.[4]

Panthera tigris tigris
სახელი შენიშვნა ფოტო
ბენგალური ვეფხვი ბინადრობს ინდოეთში. Tiger in Ranthambhore.jpg
ამურის ვეფხვი ბინადრობს რუსეთის უკიდერეს სამხრეთ-აღმოსავლეთში. Panthera tigris virgata.jpg
კასპიური ვეფხვი ცხოვრობდა შუა აზიაში (კავკასიიდან ტიან-შანამდე), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1968 წელს. Siberian Tiger sf.jpg
ჩინური ვეფხვი ბუნებაში უკანასკნელი ჩინური ვეფხვი მოკლეს 1994 წელს, ამჟამად ზოოპარკებში რამდენიმე ათეული ვეფხვია. 2012 Suedchinesischer Tiger.JPG
ინდოჩინური ვეფხვი გავრცელება: კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, ტაილანდი, ვიეტნამი (ინდოჩინეთი) და ჩინეთის სამხრეთი რაიონები. Panthera tigris corbetti (Tierpark Berlin) 832-714-(118).jpg
მალაიზიური ვეფხვი გავრცელებულია მალაკის ნახევარკუნძულზე. Tiger in the water.jpg
Panthera tigris sondaica
სახელი შენიშვნა ფოტო
იავური ვეფხვი ისტორიული გავრცელება: კუნძული იავა (ინდონეზია), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1979 წელს. Panthera tigris sondaica 01.jpg
ბალის ვეფხვი ისტორიული გავრცელება: კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს 1937 წლის 27 სექტემბერს. Bali tiger zanveld.jpg
სუმატრის ვეფხვი ბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), იგი ვეფხვის ყველაზე პატარა ქვესახეობაა: ზრდასრული მამრი 140 კგ-ს აღწევს. Panthera tigris sumatran subspecies.jpg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Linnaeus, C. (1758). "Felis tigris", Caroli Linnæi Systema naturæ per regna tria naturæ, secundum classes, ordines, genera, species, cum characteribus, differentiis, synonymis, locis, decima, reformata (la), Holmiae: Laurentius Salvius, გვ. 41. 
  2. 2.0 2.1 „ვეფხვი და პანტერების ნამარხები საქართველოში“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. Wilting, A.; Courtiol, A.; Christiansen, P.; Niedballa, J.; Scharf, A. K.; Orlando, L.; Balkenhol, N.; Hofer, H.; Kramer-Schadt, S.; Fickel, J. & Kitchener, A. C. (2015). „Planning tiger recovery: Understanding intraspecific variation for effective conservation“. Science Advances. 11 (5): e1400175. Bibcode:2015SciA....1E0175W. doi:10.1126/sciadv.1400175. PMC 4640610. PMID 26601191.
  4. Kitchener, A. C.; Breitenmoser-Würsten, C.; Eizirik, E.; Gentry, A.; Werdelin, L.; Wilting, A.; Yamaguchi, N.; Abramov, A. V.; Christiansen, P.; Driscoll, C.; Duckworth, J. W.; Johnson, W.; Luo, S.-J.; Meijaard, E.; O’Donoghue, P.; Sanderson, J.; Seymour, K.; Bruford, M.; Groves, C.; Hoffmann, M.; Nowell, K.; Timmons, Z. & Tobe, S. (2017). „A revised taxonomy of the Felidae: The final report of the Cat Classification Task Force of the IUCN Cat Specialist Group“ (PDF). Cat News (Special Issue 11): 66–68.