ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2014
იერსახე
2014: 21 დეკემბერი — 31 დეკემბერი
[წყაროს რედაქტირება]- თევზ შავ ქიაზმოდონს (სურათზე) შეუძლია საკუთარ სხეულთან შედარებით თორმეტჯერ მეტი წონისა და ორჯერ მეტი სიგრძის თევზის ჩაყლაპვა.
- ინგლისელი მოგზაური მერი კინგზლი, რომელიც მთელ დასავლეთ აფრიკაში მოგზაურობდა, იყო პირველი უცხოელი, ვინც ფენგის ტომი ნახა და პირველი ქალი, რომელიც კამერუნის ვულკანზე ავიდა.
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის პატივსაცემად 1966 წლამდე „ლეოპოლდვილი“ ერქვა.
- გესტაპოს შემადგენლობაში შედიოდა ხუთი განყოფილება: А — ნაციზმის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა, B — ეკლესიის პოლიტიკური მოღვაწეობისთვის თვალყურის დევნება, C — კარტოთეკების, დოსიეების შედგენა, D — ოკუპირებული ტერიტორიების საქმეები, E — კონტრდაზვერვა.
- სამურაი ჰასეკურა ცუნენაგა პირველი იაპონელია, რომელიც 1613 წელს ევროპაში დიპლომატიური მისიით გაემგზავრა. შემდეგი საელჩო ევროპაში მხოლოდ 250 წლის შემდეგ, 1862 წელს, ჩავიდა.
- კუბის დედაქალაქ ჰავანაში მდებარე ქრისტეს მონუმენტს მისი აღმართვიდან სულ რაღაც 15 დღის შემდეგ, 1959 წლის 8 იანვარს, როცა კუბის რევოლუციისას ფიდელ კასტრო ჰავანაში შევიდა, მეხი დაეცა და თავი დაუზიანა.
- ვარსკვლავ მიცარის დანახვის შესაძლებლობა, რომლის ვარსკვლავური სიდიდეა 4,02 — მხედველობის შემოწმების ტრადიციული ხერხია.
2014: 14 დეკემბერი — 21 დეკემბერი
[წყაროს რედაქტირება]- 1540 წელს დიდი კანიონი (სურათზე) აღმოაჩინეს ესპანელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ოქროს მოსაძებნად მოგზაურობდნენ. კანიონში ჩასვლის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. მომდევნო ორასი წლის განმავლობაში ევროპელებს კანიონი აღარ მოუნახულებიათ.
- 1938—1954 წლებში საბჭოთა კავშირში არსებობდა ორი ოსური ანბანი: კირილიცას იყენებდნენ ჩრდილოეთ ოსეთში, ხოლო სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში — ქართულ დამწერლობას. 1954 წლიდან ოსური კირილიცას გამოყენება სამხრეთ ოსეთშიც დაიწყეს.
- ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ტონი ლევინი ითვლება ერთ-ერთ პირველ ბლოგერად, ვინაიდან სწორედ მან, ჯერ კიდევ 1996 წელს, დაიწყო ინტერნეტ-საიტზე ტურნეს დღიურის გამოქვეყნება, უფრო ადრე, სანამ მსოფლიოში დაიწყეს ტერმინ „ბლოგის“ გამოყენება.
- მიიოს ვიადუკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი სატრანსპორტო ხიდია. მისი ერთ-ერთი საყრდენი სვეტის სიმაღლეა 341 მეტრი — ოდნავ მაღალი, ვიდრე ეიფელის კოშკი, და მხოლოდ 40 მეტრით მოკლე ემპაირ სტეიტ ბილდინგზე.
- აღმოსავლეთ საქართველოში არსებული დაბალმთიანი სერის — ქვაბების მთის ნამარხი უხვი ფაუნა ენათესავება აფრიკის ფაუნას.
- ირლანდიაში ბუნებრივ პირობებში არ გვხვდება გველები. ლეგენდის თანახმად, ისინი კუნძულიდან წმინდა პატრიკმა განდევნა.
- მარიო ზაგალო არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ოთხჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში: ორჯერ, როგორც მოთამაშე (1958, 1962 წლები), თითოჯერ, როგორც მწვრთნელი (1970 წელი) და მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (1994 წელი).
2014: 7 დეკემბერი — 14 დეკემბერი
[წყაროს რედაქტირება]- ზღვის ეშმაკი (სურათზე), რომელიც შავი ზღვისათვის უიშვიათესი სახეობაა, ბათუმთან ორჯერ — 1955 და 2008 წლებში — იპოვეს.
- ჯეიმზ II სტიუარტი უკანასკნელი ბრიტანელი კათოლიკე მეფე იყო. იგი შეეცადა, კათოლიციზმი სახელმწიფო რელიგია გაეხადა, რასაც 1688 წელს მისი ტახტიდან ჩამოგდება მოჰყვა.
- ინგლისურ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის პატივსაცემად სახელი ეწოდა 1997 წლის 3 დეკემბერს აღმოჩენილ ასტეროიდს — „19367 პინკ ფლოიდი“.
- ბოსფორის სრუტეში, რომელიც სხვადასხვა მარილიანობის ზღვებს აერთებს, ორმაგი დინება წარმოიქმნება: ზედა ფენებში — შავი ზღვიდან მარმარილოს ზღვისკენ, ქვედა ფენებში — მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვისკენ.
- წმინდა პატრიკი არის არა მხოლოდ ირლანდიის, არამედ ნიგერიის მფარველიც, სადაც ირლანდიელი მისიონერები მოღვაწეობდნენ.
- 1963 წელს ლევ იაშინი გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და მიიღო „ოქროს ბურთი“. ფეხბურთის ისტორიაში იგი დღემდე ერთადერთ მეკარედ რჩება, რომელსაც ეს ჯილდო აქვს მოპოვებული.
- ბერძნული მითების თანახმად, არიადნე, რომელიც თესევსმა კუნძულ ნაქსოსზე მიატოვა, დიონისეს ცოლი გახდა. ოქროს სხივოსანი გვირგვინი, რომელიც მას ქმარმა აჩუქა, არიადნეს გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთის გვირგვინის თანავარსკვლავედი გახდა.
2014: 30 ნოემბერი — 7 დეკემბერი
[წყაროს რედაქტირება]- „აპოლოს“ თერთმეტი კოსმოსური ხომალდიდან („აპოლო 7-დან“ „აპოლო 17-მდე“), ავარია მხოლოდ ერთს შეემთხვა. უცნაური შემთხვევითობით ეს იყო „აპოლო 13“ (ემბლემა სურათზე).
- ერაყის დედაქალაქი ბაღდადი დაარსდა 762 წელს. მისი სახელწოდება ძველი სპარსულიდან ითარგმნება, როგორც „ღვთის ნაბოძები“.
- შავ ზღვას ძველი ბერძნები თავდაპირველად „პონტოს აქსინოსს“ უწოდებდნენ, რაც არასტუმართმოყვარე ზღვას ნიშნავს, ხოლო შავი ზღვის სანაპიროთა კოლონიზაციის შემდეგ „პონტოს ევქსინოსი“ — სტუმართმოყვარე ზღვა — უწოდეს.
- მსოფლიო რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქადაგებენ ჰარმონიას, დისკორდიანიზმი აღმერთებს ქაოსს.
- ბოლო დროის მონაცემებით ძაღლი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ცხოველია, მათი რაოდენობა 700 მილიონიდან ერთ მილიარდამდეა.
- სენტ-ეგზიუპერის წიგნი „პატარა უფლისწული“ პირველად გამოქვეყნდა 1943 წელს ინგლისურ ენაზე, იმაზე ადრე, ვიდრე იგი ფრანგულად გამოიცემოდა.
- აშშ-ის მეორე და მესამე პრეზიდენტები, ჯონ ადამსი და ტომას ჯეფერსონი გარდაიცვალნენ ერთსა და იმავე დღეს — 1826 წლის 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დეკლარაციისთვის ხელის მოწერიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ.
2014: 23 ნოემბერი — 30 ნოემბერი
[წყაროს რედაქტირება]- იმის გამო, რომ გაბრიელ გარსია მარკესი (სურათზე) დაუფარავად საუბრობდა ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიალისტურ ზრახვებზე, მრავალი წლის განმავლობაში, აშშ-ის იმიგრაციის სამსახურის მიერ მასზე ვიზის გაცემა აკრძალული იყო.
- ვოსტოკის ტბა მდებარეობს ანტარქტიდაზე, ოთხი კილომეტრი სისქის ყინულის საფარის ქვეშ.
- 1930 წელს ურუგვაის დედაქალაქში ჩატარდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მასში მხოლოდ 13 ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა და მათგან მხოლოდ ოთხი იყო ევროპული.
- VI-დან X საუკუნემდე ქართულ სატაძრო არქიტექტურაში გავრცელებული იყო სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპი, რომლის ანალოგიც საქართველოს გარეთ არ გვხვდება.
- 1939-1940 წლების სსრკ-ფინეთის ომს მეორენაირად „ზამთრის ომსაც“ უწოდებენ.
- მაშინ, როცა ოკეანეებისა და ზღვების უმრავლესობას წყლის დაახლოებით ერთნაირი და საკმაოდ მაღალი მარილიანობა აქვთ (დაახლ. 35 ‰), შავ ზღვაში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია (18 ‰).
- Oh Be A Fine Girl/Guy, Kiss Me — მნემონიკური ფორმულა ვარსკვლავთა სპექტრული კლასის თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად.
2014: 16 ნოემბერი — 23 ნოემბერი
[წყაროს რედაქტირება]- ზაქარია ფალიაშვილის ოპერა დაისის მთავარ გმირს სახელი წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის (სურათზე) პატივსაცემად ჰქვია.
- ფრანგი პოეტი სიული პრიუდომი იყო პირველი, ვისაც წილად ხვდა პატივი გამხდარიყო ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1901).
- ქართველთა აჯანყება კუნძულ ტექსელზე წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ევროპულ ბრძოლას.
- სიტყვა „საქართველო“ ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად VIII საუკუნეში ჯუანშერთან დასტურდება, თუმცა საყოველთაოდ მისი გამოყენება XIII საუკუნიდან იწყება.
- დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) შვეიცარიელმა ექიმმა იოჰან ფრიდრიხ მიშერმა 1868 წელს აღმოაჩინა, თუმცა მისი ზუსტი აგებულება და ფუნქციები XX საუკუნის შუა წლებამდე ზუსტად არ იყო დადგენილი.
- მცირე ცთომილი ქირონი, რომელიც ეკუთვნის კენტავრების ჯგუფს, კლასიფიკაციის მიხედვით ითვლება ერთდროულად კომეტად და ასტეროიდად.
- ცისარტყელას დანახვისას მზე ყოველთვის მდებარეობს დამკვირვებლის ზურგს უკან, შესაბამისად, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გარეშე შეუძლებელია ერთდროულად ცისარტყელასა და მზის დანახვა.
2014: 9 ნოემბერი — 16 ნოემბერი
[წყაროს რედაქტირება]- ფიზიკური აქტივობისას კოლიბრის (სურათზე) გული წუთში ათასამდე იკუმშება.
- პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს ბენიტო მუსოლინიმ საკუთარი პარტიის სიმბოლოდ აირჩია ფასცები, საიდანაც მომდინარეობს პარტიის სახელწოდება — „ფაშისტური“. ეს იყო მათი ძველ რომთან კავშირის სიმბოლო.
- ეზრას პირველ წიგნის მეორე თავში (1 ეზრ, 6,2) დასახელებულ ციხე-ქალაქ ეკბატანას მარტინ ლუთერმა ბიბლიის გერმანულ თარგმანში „ახმეტა“ უწოდა (გერმ. Achmeta), რის გამოც „ახმეტა“ გერმანულ ენაზე „ეკბატანას“ მეორე დასახელებად ითვლება.
- გაერთიანებული სამეფოს საცალო ვაჭრობის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყველის 4% ქურდბაცაცობის გამო იკარგება, რის გამოც იგი მსოფლიოში ყველაზე მოპარვადი საკვები პროდუქტია.
- პლუტონის ზედაპირის ფართობი რუსეთის ფართობზე მცირეა.
- ფილმი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, რომელიც გადაღებულია კენ კიზის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით, რომანის ავტორის თქმით, მას არასდროს უნახავს, რადგან არ მოეწონა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევა.
- ხმელეთიდან ცისარტყელას, ჩვეულებრივ, აქვს წრის რკალის ფორმა, მაგრამ მთიდან ან თვითმფრინავიდან შესაძლებელია მთლიანი წრის დანახვაც.
2014: 2 ნოემბერი — 9 ნოემბერი
[წყაროს რედაქტირება]- 1820 წელს კავკასიელ გერმანელთა სოფელ ალექსანდერდორფში, დღევანდელი მარჯანიშვილის მოედნის (თბილისი) ადგილას, ნეოგოტიკური არქიტექტურის ლუთერანული ეკლესია (სურათზე) აშენდა, რომელიც 1946-1947 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელ სამხედრო ტყვეებს დაანგრევინა.
- ტესკატლიპოკა (ცეცხლოვანი სარკე) მაიასა და აცტეკების მითოლოგიაში მთავარი ღვთაებაა, რომელიც განაგებს სამყაროს ოთხ მხარეს, გვევლინება აგრეთვე, როგორც ღამის ღმერთი, ავაზაკების, გრძნეულებისა და ქურუმების მფარველი.
- მოზამბიკის დროშა მსოფლიოში ერთადერთი დროშაა, რომელზეც არის თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღის გამოსახულება. დროშაზე გამოსახულია საბჭოთა ავტომატი კალაშნიკოვი.
- საბჭოთა კავშირში 1930 და 1931 წლებში არსებობდა 30 თებერვალი.
- ფრაზა „შენც, ბრუტუს?“ უილიამ შექსპირის მოგონილია. ეს ფრაზა მან თავის ტრაგედია „იულიუს კეისარში“ გამოიყენა.
- რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი ევროპაში XXI საუკუნის პირველი ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტია სუვერენულ სახელმწიფოთა შორის.
- კასტელი ანუ „ადამიანების პირამიდა“ წარმოადგენს ადამიანების კოშკს, რომელსაც აღმართავენ ტრადიციული ფესტივალის დროს კატალონიაში.
2014: 26 ოქტომბერი — 2 ნოემბერი
[წყაროს რედაქტირება]- ულფილას ბიბლიის VI საუკუნის ერთ-ერთი ხელნაწერი, Codex Argenteus (სურათზე), შესრულებულია მეწამული ფერის ეტრატზე ვერცხლისფერი და ოქროსფერი მელნით; აქედან მომდინარეობს მისი ლათინური სახელწოდებაც, რაც ვერცხლის კოდექსს ნიშნავს.
- მუსიკის ზოგიერთი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს, რომ ცნობილი საორგანო ნაწარმოები „ტოკატა და ფუგა რე მინორი (BWV 565)“ (მოუსმინეთ ) იოჰან სებასტიან ბახს ეკუთვნის.
- ირმის ნახტომის ცენტრში არსებული დედამიწიდან 25,9 ათასი სინათლის წელიწადით დაშორებული რადიოტალღების წყარო დღევანდელ მკვლევართა აზრით შავი ხვრელია და „მშვილდოსან A*-ს“ სახელითაა ცნობილი.
- ეგვიპტის სულთანი და იერუსალიმის ჯვაროსნებისგან განმათავისუფლებელი სალადინი წარმოშობით ქურთი იყო.
- სხვა ქრისტიანული კონფესიებისაგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები უარყოფენ როგორც სამების, ისე ადამიანის უკვდავი სულის არსებობას.
- ნორვეგიელი ზოოლოგი ნიკოლაი ჰანსონი იყო პირველი ადამიანი, რომელიც ანტარქტიდაზე დაიმარხა.
- მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ დაახლოებით 140 მილიონი წლის შემდეგ დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა 24-ის ნაცვლად 25 საათი იქნება.
2014: 19 ოქტომბერი — 26 ოქტომბერი
[წყაროს რედაქტირება]- 1898 წელს აგებული ბათუმის ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ტაძარი (სურათზე) საბჭოთა პერიოდში გაუქმდა და მასში მაღალი ძაბვის ლაბორატორია განთავსდა, 1989 წელს კი იგი ხელახლა ამოქმედდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში.
- თანამედროვე თბილისის აღმაშენებლის გამზირის ტერიტორიაზე XIX საუკუნეში კავკასიელ გერმანელთა სოფელი ალექსანდერდორფი მდებარეობდა.
- დღემდე აღმოჩენილთაგან უძველესია დაახლოებით 32 000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამზადებული ქსოვილი.
- ეპისკოპოსმა ულფილამ IV საუკუნეში ძველ გუთურ ენაზე ბერძნულიდან თარგმნა ბიბლია, რომელიც ულფილას ბიბლიის სახელწოდებითაა ცნობილი და გერმანიკულ ენაზე შესრულებული ერთ-ერთი უძველესი წერილობითი ძეგლია; სპეციალურად მისი ტექსტის დასაწერად ულფილამ გუთური ანბანი შექმნა.
- დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 3.2% ემიგრანტია.
- კანაფი მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა; 2009 წლის მონაცემებით, 15-დან 64 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3—5 %-ს კანაფი ერთხელ მაინც აქვს მოხმარებული უკანონოდ.
- ამერიკის შეერთებულ შტატებს ფედერალურ დონეზე ოფიციალური ენა არ აქვს.
2014: 11 ოქტომბერი — 19 ოქტომბერი
[წყაროს რედაქტირება]- რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (სურათზე), რომელიც დასავლური ცივილიზაციის განათლებულ მონარქად და ერთ-ერთი უდიდეს მოაზროვნედ მიიჩნევა, იმპერატორთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქრისტიანთა დევნით.
- ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვაჟმა ფრანც ქსავერ მოცარტმა მუსიკალური განათლება ანტონიო სალიერისაგან მიიღო.
- მკვლელობის შემთხვევები ყველაზე ხშირია ლათინურ ამერიკაში, ამ მხრივ ყველაზე საშიშ ქალაქად კი კარაკასი ითვლება, სადაც 100 000 სულ მოსახლეზე მკვლელობების რაოდენობა წელიწადში 140-ს აღწევს.
- ევროპის ქვეყნების უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატებში მხოლოდ ცხრა ფეხბურთელს გაუტანია გოლი 16 წელზე ადრეულ ასაკში, ერთ-ერთი მათგანი კი ქართველი ზაზა ჯანაშიაა.
- ტერმინი „შავი ხვრელი“ პირველად ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა გამოიყენა 1967 წელს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს.
- მკვლევართა დიდი ნაწილის მოსაზრებით, პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა, არის ოთხთავი — კანონიკურ სახარებათა კრებული; ამ მოსაზრებას მხარს უმაგრებს V-VII საუკუნეებით დათარიღებული პალიმფსესტები, რომელთა ქვედა ფენებზეც სახარების ქართულენოვანი ტექსტებია მოცემული.
- მოსკოვის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა, იბერთა კარიბჭე, 1931 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია იმ მოტივით, რომ მძიმე სამხედრო ტექნიკა მასში ვერ ეტეოდა და აღლუმების დროს წითელ მოედანზე ვერ შედიოდა; კარიბჭე მხოლოდ 1994 წელს აღადგინეს.
2014: 13 სექტემბერი — 11 ოქტომბერი
[წყაროს რედაქტირება]- ... ფიდელიო (Op. 72) ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის (სურათზე) ერთადერთი ოპერაა?
- ... 1990 წლის 11 მარტის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით ლიტვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა?
- ... ისლამის დღემდე მწვავედ დაპირისპირებულ მხარეებს, სუნიტებსა და შიიტებს შორის განხეთქილება არა დოგმატურ, არამედ პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა; კერძოდ, სადავო გახდა საკითხი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ისლამური საზოგადოების მეთაური?
- ... სიცოცხლე არაა ადამიანის აბსოლუტური უფლება, მათ შორის საქართველოშიც; მაგალითად, პირი არ დაისჯება მკვლელობისათვის, თუკი იგი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას იმსხვერპლებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად?
- ... თბილისში, რუსთაველის გამზირის 31/13 ნომერში მდებარე შენობის სახელი „იმელ“ (ИМЕЛ) აბრევიაუტურაა, რომელიც რუსული ენიდან მოდის და ნიშნავს „ინსტიტუტი მარქსისა, ენგელსისა, ლენინისა“, შემდგომში მას სტალინის სახელიც მიემატა და მას „იმელსი“ დაერქვა?
- ... 1985-1989 წლებში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო საბჭოთა კავშირის პირველი თანანმდებობის პირი, რომელიც თავისი ნებით გადადგა.
- ... ბრაზილიელი ფეხბურთელი კაფუ ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ სამი (1994, 1998 და 2002 წწ.) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა?
2014: 2 აგვისტო — 13 სექტემბერი
[წყაროს რედაქტირება]- ... ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (სურათზე) თავის უკანასკნელ ნაწარმოებზე — რეკვიემზე — მუშაობისას გარდაიცვალა და ნაწარმოების დაახლოებით ორი მესამედის დასრულება მოასწრო, რეკვიემის ბოლო ნაწილები კი მის მოსწავლეებს — იოზეფ აიბლერსა და ფრანც ქსავერ ზიუსმაირს ეკუთვნით?
- ... უმბერტო ეკომ თავისი რომანის, ვარდის სახელის, მთავარი პერსონაჟების სახელები — უილიამ ბასკერვილელი და ადსო — შეარჩია ართურ კონან დოილის კრიმინალური რომანის, ბასკერვილების ძაღლის ორი მთავარი გმირის — უილიამ ბასკერვილისა და დოქტორი უოტსონის — სახელის მიხედვით?
- ... ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკი, სიმაღლით აეროპორტის მეხუთე ყველაზე მაღალი სამეთვალყურეო კოშკია მსოფლიოში?
- ... საბჭოთა კავშირის დაშლისას, 1991 წელს კომუნისტური პარტიის რიგებში 18 მილიონი წევრი ირიცხებოდა?
- ... 1950-იან წლებამდე კალათბურთს ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ?
- ... 1967 წელს მსოფლიოში პირველი ბანკომატი ლონდონში, ენფილდის რაიონში დაამონტაჟეს?
- ... სომხეთის სიმბოლო არარატის მთა და სომხეთის ძველი დედაქალაქი ანისი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს?
2014: 9 ივნისი — 2 აგვისტო
[წყაროს რედაქტირება]- ... 1848 წლის 30 მარტს ნიაგარის ჩანჩქერი (სურათზე) ყინულმა გადაკეტა და 30-40 საათის განმავლობაში გაჩერებული იყო?
- ... კათოლიკური სწავლების თანახმად, რომის პაპი უცდომელია, როდესაც იგი კათედრიდან საუბრისას (ex cathedra) დოგმატურ ან მორალურ საკითხებს ეხება?
- ... ჟანგბადი 1773 წელს იქნა აღმოჩენილი შვედი ქიმიკოსის, კარლ ვილჰელმ შეელეს მიერ; იგივე აღმოჩენა ერთი წლის დაგვიანებით, 1774 წელს ჟოზეფ პრისტლიმაც გააკეთა და ამ აღმოჩენის გამოქვეყნებაში პირველობის გამო, ხშირად მას მიიჩნევენ პირველაღმომჩენად?
- ... სამყაროში ყველაზე დიდი სტრუქტურული წარმონაქმნია ჰერკულესის დიდი კედელი, რომლის შემადგენლობაში შემავალი გალაქტიკები 10 მილიარდი სინთლის წლის მანძილზეა კოსმოსში განფენილი?
- ... ფრანსუა როდენის, ცნობილი ქანდაკების, „მოაზროვნეს“ თავდაპირველი სახელი იყო „პოეტი“?
- ... კოლუმბიელი ფარიდ მონდრაგონი არის ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე უთამაშია?
- ... „მფრინავ შოტლანდიელს“ — მატარებელს, რომელიც 1862 წლიდან მოგზაურობს ლონდონი–ედინბურგის ხაზზე — ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში არ შეუცვლია თავისი დასახელება და მარშრუტი?
2014: 8 ივნისი — 9 ივლისი
[წყაროს რედაქტირება]- ... სარკისებური წარწერა სასწრაფო დახმარების ავტომობილებზე ECNALUBMA (სურათზე), განკუთვნილია იმისთვის, რომ წინ მიმავალმა ავტომობილის მძღოლებმა, უკანა ხედვის სარკეებში შეძლონ მისი წაკითხვა, როგორც AMBULANCE?
- ... დიდი ხილიჭამია ღამურების მდედრი წარმომადგენლები შეწყვილების დროს მისი გახანგრძლივების მიზნით ფელაციას მიმართავენ?
- ... ტოლობის ნიშანი გამოიგონა უელსელმა რობერტ რეკორდმა, რომელიც აღწერა 1557 წელს გამოცემულ წიგნში „მახვილგონიერების სალესი“?
- ... ლეონარდო და ვინჩიმ ნახატზე საიდუმლო სერობა ერთი და იგივე ადამიანი გამოიყენა ქრისტესა და იუდას სახეების შესაქმნელად?
- ... ჯგუფი ZZ Top ცნობილია თავისი იმიჯით, რომელიც გამოიხატება მუსიკოსების მიერ გრძელი წვერების ტარებში. უცნაურია, მაგრამ ერთადერთი წევრი, რომელიც არ ატარებს წვერს დრამერი ფრენკ ბირდია, რომლის გვარიც სწორედ „წვერს“ ნიშნავს?
- ... 1990 წელს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ საზეიმო მატჩში „დინამო თბილისი“, რომელიც იქამდე საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და ევროპულ ტურნირებზე გამოდიოდა, დამარცხდა კლასით ბევრად დაბალ ფოთის „კოლხეთი-1913“-თან?
2014: 1 მაისი — 8 ივნისი
[წყაროს რედაქტირება]- ... 1938 წლიდან 1954 წლამდე აფხაზური ენა ქართულ დამწერლობას იყენებდა?
- ... ინგუშეთის დედაქალაქი მაგასი 1995 წელს დაარსდა, მასში მხოლოდ 524 ადამიანი ცხოვრობს და შესაბამისად რუსეთის ფედერაციაში ყველაზე პატარა ქალაქია?
- ... ჯგუფ Radiohead-ის სადებიუტო ალბომის Pablo Honey გამოცემის სარეკლამო კამპანიაში სერიალ „ბივისისა და ბატ-ჰედის“ პერსონაჟების ჩართვაც მოხდა, MTV-ის მონაწილეობით. ალბომის სარეკლამო პოსტერზე ეწერა „Radiohead - better than Butt-Head“?
- ... როდესაც ვიქტორ ჰიუგომ მოისურვა გაეგო, თუ როგორ იყიდებოდა „საბრალონი“, წიგნის გამომცემელს გაუგზავნა წერილი, რომელიც შეიცავდა მხოლოდ კითხვის ნიშანს, წიგნის გამომცემელმა უპასუხა: „!“?
- ... მსოფლიოში ყველაზე გრძელი ჰიმნი ურუგვაის აქვს და ის დაახლოებით 6 წუთს გრძელდება?
- ... პირველი რკინიგზა გაიხსნა ინგლისში 1825 წელს, ხოლო მატარებელი, რომელიც მოძრაობდა სტოქტონსა და დარლინგტონს შორის შედგებოდა 33 ვაგონისაგან?
- ... სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყნაა, რომელსაც სამი დედაქალაქი აქვს: პრეტორია, კეიპტაუნი და ბლუმფონტეინი?
2014: 11 იანვარი — 1 მაისი
[წყაროს რედაქტირება]- ... შუა საუკუნეების ბიზანტიური რომანი ვარლაამი და იოასაფი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ევროპულ ლიტერატურაზე, მათ შორის უილიამ შექსპირისა და ლევ ტოლსტოის შემოქმედებაზე, შექმნილია ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის, ექვთიმე ათონელის მიერ და ეფუძნება ინდური წარმომავლობის ქართულ თხზულებას „სიბრძნე ბალავარისი“?
- ... ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ფილიპოვკას სახელი ფილიპე მახარაძის პატივსაცემად ჰქვია?
- ... სანამ ცნობილი გახდებოდა, გარკვეული დროის განმავლობაში კურტ კობეინი აბერდინში ბავშვთა ცურვის ინსტრუქტორად მუშაობდა?
- ... XIX საუკუნის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ძირითადად ქალებს შორის გავრცელებული იყო ქართული მხედრული დამწერლობის თავისებური სახეობა, რომელიც დღეს „დედაბრული ხელის“ სახელითაა ცნობილი?
- ... ასუანის კაშხლის მშენებლობის დროს ჰიდროსაიზოლაციო მასალად გამოყენებული იქნა სოფელ მთისპირში მოპოვებული ბენტონიტური თიხები?
- ... იან ვერმეერის ნახატს „გოგონა მარგალიტის საყურით“ ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ჩრდილოეთის ან ჰოლანდიის „მონა ლიზას“?
- ... ქხმერების იმპერიის დედაქალაქი მაჰენდრაპარვატა ლაზერული სკანირების მეთოდის დახმარებით აღმოაჩინეს?