დიდი ხილიჭამია ღამურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ხილიჭამია ღამურა
Cynopterus sphinx
Cynopterus sphinx
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ხელფრთიანები
ქვერიგი: ხილიჭამია ხელფრთიანები
ოჯახი: მფრინავი ძაღლები
სახეობა: დიდი ხილიჭამია ღამურა
ლათინური სახელი
Cynopterus sphinx (ვალი, 1797)
დაცვის სტატუსი
გავრელების არეალი
Greater Short-nosed Fruit Bat area.png

დიდი ხილიჭამია ღამურა, იგივე დიდი მოკლეცხვირა ხილიჭამია ღამურა ან ინდური მოკლეცხვირა ხილიჭამია ღამურა (Cynopterus sphinx) — ძუძუმწოვრები ხილიჭამია ხელფრთიანების ქვერიგისა. მისი ნახვა შესაძლებელია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.[1]

აღწერა[რედაქტირება]

ხელფრთიანების ამ სახეობას აქვს განსაკუთრებულად წაგრძელებული დინგი. მათი ზედა მხარე მონაცრისფრო რუხია შედარებით ნათელი ქვედა მხარით. ბეწვი ძალიან თხელი და ხავერდოვანია. დიდი ხილიჭამია ღამურის ყურები და ფრთის ძვლები შეფერილია თეთრად. ქვედა ყბის კბილები მომრგვალებულია და მოკლებულია დამატებით სიბასრეს. ზრდასრული ღამურის ფრთის გაქანი 48 სანტიმეტრია. საშუალო სიგრძე 70.2 მილიმეტრია (64-79 მმ).[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Bates, P. ; Bumrungsri, Molur S. & Srinivasulu, C. (2008)IUCN entry for C. sphinx. IUCN Red List of Threatened Species.. წაკითხვის თარიღი: 28.10.2009.
  2. Bates, P.J.J; Harrison D.A. (1997). Bats of the Indian Subcontinent. Harrison Zoological Museum, გვ. 258. ISBN 0951731319.