ბივისი და ბატ-ჰედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბივისი და ბატ-ჰედი
Beavis and Butt-head
Beavis and Butt-head.jpg
სერიალის ლოგო
ჟანრი ანიმაციური ტელესერიალი
ავტორი მაიკ ჯაჯი
გახმოვანება მაიკ ჯაჯი
ტრეის გრენდსტეფი
ადამ უელში
ქვეყანა აშშ
სეზონი 8
ეპიზოდი 222 (ეპიზოდების სია)
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი მაიკლ ბლეიკი
ხანგრძლივობა 6–15 წთ (მუსიკალური ვიდეოების გარეშე)
5–11 წთ (მუსიკალური ვიდეოებით)
12–21 წთ (სპეციალური ეპიზოდები)
ეთერი
ორიგინალური არხი MTV[1]
ჩვენების ფორმატი 4:3 (SD) (1993–1997)
4:3 (1080i და 480i SD)
აუდიო ფორმატი სტერეო (1993–95)
Dolby Surround (1995–97)
Dolby Digital 5.1 (2011)
პირველად ეთერში მარტი 8, 1993 (1993-03-08)
უკანასკნელად ეთერში დეკემბერი 29, 2011 (2011-12-29)
დაკავშირებული შოუები დარია
საიტი
ოფიციალური საიტი

ბივისი და ბატ-ჰედი (ინგლ. Beavis and Butt-head) — ამერიკული ანიმაციური სერიალი, შექმნილი მაიკ ჯაჯის მიერ[2]. პირველი წარმატებული სერიის ბეისბოლი ბაყაყით შემდეგ ბივისისა და ბატ-ჰედის თავგადასავლები რეგულარულად გადიოდა ტელეარხის MTV ეთერში[3][4], 1993 წლის 8 მარტიდან 1997 წლის 28 ნოემბრამდე. ორიგინალური სერიების განმეორებითი ჩვენება ასევე მიმდინარეობდა ტელეარხზე MTV2.

სერიალის მთავარი გმირები არიან ბივისი და ბატ-ჰედი, რომლებიც ცხოვრობენ ტეხასის შტატის გამოგონილ ქალაქ ჰაილენდში. მათი დიალოგები სარკაზმით არის სავსე, შეიცავს სექსუალურ ფანტაზიებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად სექსუალური გამოცდილება არ ჰქონიათ. ისინი დადიან ჰაილენდის სკოლაში (რომლის პროტოტიპად იქცა ნიუ მეხიკოს სჯოლა, რომელშიც ჯაჯი სწავლობდა), ხანდახან მუშაობენ, მაგრამ ყველაფერში მცირეოდენი წვლილი შეაქვთ. მათი საყვარელი საქმიანობაა ტელევიზორთან ჯდომა და მუსიკალური არხების ყურება - თითოეული ეპიზოდის მსვლელობისას ორეული დასცინის/განიხილავს 2-3 მუსიკალურ ვიდეოს. ბივისი და ბატ-ჰედი ხშირად სხვადასხვა უცნაურ თავგადასავალში ამოჰყოფენ თავს[5][6]. 1996 წელს სერიალის პოპულარობის გამო გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც - Beavis and Butt-head Do America, რომელშიც პერსონაჟები აშშ-ის ტერიტორიაზე მოგზაურობენ.

2011 წელს სერიალის ჩვენება დროებით აღდგა და MTV-ს ეთერში გავიდა მისი მერვე სეზონი.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზორთან ჯდომის დროს ორივე, როგორც წესი, ნაჩოს, ლუდის მსგავს სასმელებს შეექცევა, აგრეთვე უსმენს მძიმე მეტალს. როგორც წესი, ბივისს აცვია ჯგუფ მეტალიკის სიმბოლიკის მქონე მაისური (პირველ ეპიზოდებში - ჯგუფ სლეიერის სიმბოლიკით), ხოლო ბატ-ჰედს - ჯგუფის AC/DC სიმბოლიკის მქონე მაისური. თუმცა, მოგვიანებით, სხვადასხვა პროდუქციაზე, საავტორო უფლებებთან პრობლემების გამო, მაისურებზე ეწერა „Skull“ და „Death Rock“.

პერსონაჟების წარმომავლობა და გვარები უცნობია, თუმცა ფილმში Beavis and Butt-head Do America ბატ-ჰედი ამტკიცებს, რომ მისი სახელია ბატ, ხოლო გვარი - ჰედი. ასევე არაფერია ცნობილი მათ მშობლებზე, თუმცა ბატ-ჰედი ბივისის დედას ხშირად ძუკნად მოიხსენიებს. სრულმეტრაჟიან ფილმში აგრეთვე არის სცენა, რომელშიც ორივე უდაბნოში უცნობ მამაკაცებს ხვდება. ეს ორი უკანასკნელი იხსენებს, თუ როგორც გაატარეს ღამე ორ ჰაილენდელ კახპასთან. სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან ბიჭების მამები.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ეპიზოდები პირველად ეთერში
პირველად ეთერში უკანასკნელად ეთერში
პილოტები 2 სექტემბერი 22, 1992 (1992-09-22) ნოემბერი 17, 1992 (1992-11-17)
1 4 მარტი 8, 1993 (1993-03-08) მარტი 25, 1993 (1993-03-25)
2 25 მაისი 17, 1993 (1993-05-17) ივლისი 15, 1993 (1993-07-15)
3 31 სექტემბერი 6, 1993 (1993-09-06) მარტი 5, 1994 (1994-03-05)
4 32 მარტი 14, 1994 (1994-03-14) ივლისი 19, 1994 (1994-07-19)
5 50 ოქტომბერი 31, 1994 (1994-10-31) ოქტომბერი 12, 1995 (1995-10-12)
6 20 ოქტომბერი 31, 1995 (1995-10-31) მარტი 7, 1996 (1996-03-07)
7 41 იანვარი 26, 1997 (1997-01-26) ნოემბერი 28, 1997 (1997-11-28)
8 22 ოქტომბერი 27, 2011 (2011-10-27) დეკემბერი 29, 2011 (2011-12-29)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MTV moves 'Beavis' series to 10:30 p.m.“, Baltimore Sun. წაკითხვის თარიღი: 2010-11-09. 
  2. Strauss, Robert. “That's Mr. Beavis and Butt-head to You“, Los Angeles Times, 22 November 1994. წაკითხვის თარიღი: 2010-11-08. 
  3. Cerone, Daniel. “MTV Toon Dudes Are Slow on Two Counts Television“, Los Angeles Times, 16 March 1993. წაკითხვის თარიღი: 2010-11-12. 
  4. Rosenberg, Howard. “Butt-head, We Hardly Knew Ye“, Los Angeles Times, 1997-11-26. წაკითხვის თარიღი: 2010-11-08. 
  5. Goodbye, cool world TV: Beavis and Butt-head, nasty, dumb, hysterical little boogers, are going off the air. For one 'chick,' it's been a guilty pleasure.“, Baltimore Sun. წაკითხვის თარიღი: 2009-11-09. 
  6. Made their mark Television: Those uncouth youth mouth a certain '90s-era truth.“, Baltimore Sun. წაკითხვის თარიღი: 2010-11-09.