პატარა უფლისწული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პატარა უფლისწული
Le Petit Prince
Le Petit Prince.JPG
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მიერ დახატული პატარა პრინცი
ავტორი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ილუსტრატორი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი 1943
ISBN 978-0-15-202398-0

პატარა უფლისწული (ფრანგ. Le Petit Prince) — ალეგორიული ნოველა; ფრანგი არისტოკრატის, მწერლის, პოეტისა და მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველაზე ცნობილი ნაშრომი. პირველად გამოქვეყნდა 1943 წელს ნიუ-იორკში, ინგლისურ ენაზე. საფრანგეთში ნოველა გამოიცა ომის შემდეგ, 1946 წელს (თუმცა ორიგინალის ენაზე ნოველა პირველად ჯერ კიდევ აშშ-ში გამოიცა, ინგლისურენოვანი პუბლიკაციის შემდეგ).[1]

პატარა უფლისწული ყველაზე კითხვადი და ყველაზე მეტად თარგმანი ფრანგულენოვანი წიგნია. საფრანგეთში ის XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. გადათარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე (მათ შორის ბრაილზე), მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 140 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და წარმოადგენს ყველა დროის ერთ-ერთ მოწინავე ბესტსელერს.

სენტ-ეგზიუპერი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მან სამხედრო პილოტად დაიწყო მუშაობა. წიგნი კი აშშ-ში დაწერა და დააილუსტრირა, მას შემდეგ რაც საფრანგეთის კამპანიისას განცდილი მარცხისას ამ ქვეყანაში გადაიხვეწა. აშშ-ში მას პირადი დავალება ჰქონდა, რომ მისი მთავრობა დაერწმუნებინა სასწრაფოდ ჩართულიყო ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში. ნაწარმოების ნახევარზე მეტი მან პირადი აღმასვლისა და ჯანმრთელობის გაუარესების პარალელურად დაწერა, მათ შორის მგრძნობიარე ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი ახალგაზრდა უფლისწულის პირით ჰყვება.

ავტორს ადრეული საავიაციო გამოცდილება გააჩნდა საჰარის უდაბნოში და მიჩნეულია, რომ ნაწარმოების სიუჟეტში სწორედ ამ გამოცდილებიდან მიღებული ელემენტები აქვს ჩართული. გამოსვლის დღიდან ათწლეულების მანძილზე, პატარა უფლისწულზე გაკეთდა მრავალი აუდიო ჩანაწერი, დაიდგა სპექტაკლები, ბალეტები, ოპერები, გადაიღეს ფილმები.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. LePetitePrince.net website (2011) Le Petit Prince - 1945 - Gallimard, lepetitprince.net website. Retrieved October 26, 2011.
  2. MTG editorial. (2010-02-05) World Classic for all ages. წაკითხვის თარიღი: 2010-02-12.