ასუანის კაშხალი
ასუანის კაშხალი — ორი კაშხალი მდინარე ნილოსზე ქალაქ ასუანთან - შედარებით ახალი ასუანის მაღალი კაშხალი (არაბ.: السد العالي; გამოითქმის: as-Sad al-'Aly), და ძველი ასუანის დაბალი კაშხალი. ამ საინჟინრო გამაგრებების გარეშე მდინარე ნილოსი ყოველწლიურად წყალდილობებს იწვევდა ზაფხულობით, ვინაიდან ადიდებული წყლები აღმოსავლეთ აფრიკიდან ნილოსში ჩაედინებოდა. ამ დატბორვებს მიწის გამამდიდრებელი მინერალები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ჩამოჰქონდა, რაც ნილოსის გარშემო მიწას ნაყოფიერსა და იდეალურს ხდიდა სოფლის მეურნეობისთვის.
მდინარის გასწვრივ მოსახლეობის ზრდის გამო აუცილებელი გახდა წყლის დატბორვის კონტროლი სახნავ-სათესი მიწებისა და ბამბის პლანტაციების დასაცავად. ამ პროექტის მიზანი მდინარის მოზღვავებული წყლის შეჩერება იყო, ელექტროენერგიის წარმოებასა და ირიგაციასთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sayed El-Sayed and Gert L. van Dijken 'The southeastern Mediterranean ecosystem revisited: Thirty years after the construction of the Aswan High Dam.' დაარქივებული 2012-04-19 საიტზე Wayback Machine.
- Aswan High Dam
- Old Aswan Dam
- The Nile Under Control
- Info on the Aswan Dam დაარქივებული 2010-02-13 საიტზე Wayback Machine.