შინაარსზე გადასვლა

მშვილდოსანი A*

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მშვილდოსანი A* (ლათ. Sagittarius A*, Sgr A*; წარმოითქმება „ვარსკვლავი მშვილდოსანი А“) — კომპაქტური რადიოწყარო, რომელიც მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. შედის რადიოწყარო მშვილდოსანი A-ს შემადგენლობაში. ასხივებს აგრეთვე ინფრაწითელ, რენტგენულ და სხვა დიაპაზონებში. წარმოადგენს ზემასიურ ობიექტს (სავარაუდოდ, შავ ხვრელს), რომელიც გარშემორტყმულია ცხელი რადიოგამომასხივებელი გაზის ღრუბლით, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 1,8 პკ-ია[1]. მანძილი რადიოწყარომდე შეადგენს დაახლოებით 26 ათას სინათლის წელიწადს, ცენტრალური ობიექტის მასა — 4,3•106 M[2].

მანძილი: 25900±1400 სინათლის წელიწადი (7940±420 პარსეკი)
რადიუსი: არაუმეტეს 45 ასტრონომიული ერთეულისა (6,25 სინათლის საათი)
მასა: (4,31 ± 0,36)×106 M
სიკაშკაშის ტემპერატურა დაახლოებით 1×107 K

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Downes, D.; Martin, A. H. M., Compact Radio Sources in the Galactic Nucleus // Nature, 1971, Vol. 233, გვ. 112–114.
  2. Gillessen, S.; Eisenhauer, F.; Trippe, S.; Alexander, T.; Genzel, R.; Martins, F.; Ott, T., Monitoring Stellar Orbits Around the Massive Black Hole in the Galactic Center // The Astrophysical Journal, 2009, Vol. 692, გვ. 1075-1109.