ულფილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი ულფილა გუთებს განუმარტავს ბიბლიას

ულფილა, ვულფილა (დ. დაახლ. 311 — გ. დაახლ. 383) — ვესტგუთების საეკლესიო მოღვაწე. დაახლოებით 341 წელს კონსტანტინოპოლში ულფილას „გუთების ეპისკოპოსის“ წოდება მიანიჭეს. გერმანულ ტომებში ავრცელებდა ქრისტიანობას (არიანული მიმდინარეობა). ულფილა ითვლება გუთური ანბანის შემქმნელად და ბიბლიის დიდი ნაწილის მთარგმნელად, რაც ზოგიერთი მკვლევრის ეჭვს იწვევს. ამ თარგმანის შემორჩენილი ნაწყვეტები მკვდარი გუთური ენის უძველესი ძეგლია და ულფილას ბიბლიის სახელითაა ცნობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]