ტომას ჯეფერსონი
ტომას ჯეფერსონი Thomas Jefferson | |
აშშ-ის მე-3 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1801 – 4 მარტი, 1809 | |
ვიცე-პრეზიდენტი | აარონ ბური (1801–1805), ჯორჯ კლინტონი (1805–1809) |
წინამორბედი | ჯონ ადამსი |
მემკვიდრე | ჯეიმზ მედისონი |
აშშ-ის მე-2 ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1797 – 4 მარტი, 1801 | |
პრეზიდენტი | ჯონ ადამსი |
წინამორბედი | ჯონ ადამსი |
მემკვიდრე | აარონ ბური |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 სექტემბერი, 1789 – 31 დეკემბერი, 1793 | |
პრეზიდენტი | ჯორჯ ვაშინგტონი |
წინამორბედი | არავინ |
მემკვიდრე | ედმუნდ რენდოლფი |
ვირჯინიის მე-2 გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივნისი, 1779 – 3 ივნისი, 1781 | |
დაბადებული | 13 აპრილი, 1743 ალბემარლის საგრაფო, ვირჯინია |
გარდაცვლილი | 4 ივლისი, 1826 მონტიჩელო, ვირჯინია |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია |
მეუღლე | მართა უელს სკელტონ ჯეფერსონი |
პროფესია | იურისტი, ფერმერი |
ხელმოწერა |
ტომას ჯეფერსონი (ინგლ. Thomas Jefferson; დ. 13 აპრილი, 1743 — გ. 4 ივლისი, 1826) — ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი 1801-1809 წლებში და რიგით მეორე ვიცე-პრეზიდენტი 1797-1801 წლებში.
ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ ავტორი, ამერიკელი მეცნიერი, იურისტი, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი ტომას ჯეფერსონი დაიბადა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. ჯეფერსონმა უმაღლესი განათლება უილიამისა და მერის კოლეჯში მიიღო, რომელიც ვირჯინიის ქალაქ უილიამსბურგში მდებარეობს. ჯეფერსონს წიგნებისა და განათლების სიყვარული ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა: მას ეკუთვნის გამონათქვამი „მე არ შემიძლია წიგნების გარეშე ცხოვრება“ (ინგლ. I can’t live without books). ჯეფერსონი მუშაობდა ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში როგორც იურისტი და 1774 წელს დაწერა „ბრიტანული ამერიკის უფლებების განხილვა“ (ინგლ. A Summary View of the Rights of British America), სადაც მან აღწერა ამერიკელების კულტურული შთამომავლობა ბრიტანელებისგან და აღნიშნა ამერიკელების ეროვნული დამოკიდებულება ინგლისის საწინააღმდეგოდ. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ვირჯინიის შტატსა და მთელ რევოლუციურ ამერიკაში. საინტერესო ფაქტი ვირჯინიის შტატის შესახებ ისაა რომ თავდაპირველი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების უმრავლესობა ამ შტატიდან იყვნენ. ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა დაავალა 33 წლის ტომასს რომ დაეწერა დოკუმენტი, რომელმაც შოკში ჩააგდო იმ დროინდელი ევროპელი მონარქებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა. ეს იყო „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. დეკლარაციაში რამდენიმე მცირე ცვლილება შეიტანა ბენჯამინ ფრანკლინმა და დეკლარაციის ავტორობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ტომას ჯეფერსონი შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც ამერიკის ეროვნული გმირი.
საპრეზიდენტო წლები 1801-1809
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტომას ჯეფერსონი იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ინაუგურაცია თეთრ სახლში გაიარა. პრეზიდენტობის დროს მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო 1803 წელს ნაპოლეონისგან ლუიზიანის ტერიტორიის შესყიდვა (იმ დროინდელ საფრანგეთს მიეკუთვნებოდა ლუიზიანას ტერიტორია, რომელიც მოიცავდა დღევანდელი ცენტრალური აშშ-ის დიდ ნაწილს, რომელი აპალაჩის მთაგრეხილის დასავლეთით მდებარეობდა). მის მიღწევებში ასევე შედის ლუისისა და კლარკის ექსპედიცია, რომლის შედეგადაც შესწავლილ იქნა დღევანდელი აშშ-ის დასავლეთის ტერიტორიები. ჯეფერსონი ასევე იყო ემბარგოს კანონის (ინგლ. Embargo Act) ინიციატორი, რომელიც ამერიკას უკრძალავდა ვაჭრობას დასავლეთ ევროპასთან. ამ კანონმა ამერიკის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგო გამოიღო. ჯეფერსონმა საპრეზიდენტო პოსტი 1808 წელს დატოვა.
სხვა მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტომას ჯეფერსონის პოლიტიკური რწმენიდან გამოირჩევა მისი შეხედულება ადამიანის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მას როგორც ჯონ ლოკსა და სხვა გასხივოსნების ხანის მეცნიერების მსგავსად სწამდა ღვთისგან მინიჭებული „ადამიანის ბუნებრივი უფლებების“. „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში“ მან გამოიყენა და განავრცო ჯონ ლოკის იდეა რომ „ყველა კაცი შექმნილია ბუნებრივი უფლებებით შემოქმედის მიერ, რომლებიც არის სიცოცხლე, თავისუფლება და სიხარულის ძიება“. თავდაპირველი ჯონ ლოკისეული ფრაზა იყო „სიცოცხლე, თავისუფლება და ქონება“. ტომასმა იცოდა შვიდი ენა და როგორც მისი თანამედროვე კლასიკოსები, ისიც ფლობდა ლათინურსა და ბერძნულს და დაინტერესებული იყო ლათინურითა და ბერძნული ბიბლიით. მას ჰქონდა საინტერესო შეხედულება ქრისტიანობაზე, რომელიც ბევრმა სწავლულმა მიიჩნია მართლმადიდებლური ქრისტიანობის იდეოლოგიასთან ახლო კავშირში, მაგრამ მისი მართლმადიდებელ ქრისტიანად კლასიფიკაცია შეცდომაა, რადგან ჯეფერსონი იყო დეიზმის (ინგლ. Deism) მიმდევარი. მას ეკუთვნის რელიგიური თავისუფლების იდეა, რომელიც აცალკევებს მთავრობასა და ეკლესიას. ტომას ჯეფერსონმა დააარსა ვირჯინიის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. აღსანიშნავია ის რომ ჯეფერსონს ძალიან უყვარდა არქიტექტურა და ღვინო. მისი სახლ-მუზეუმი მონტიჩელო ამერიკის ერთ-ერთი ნაგებობაა, რომელიც გაეროს მსოფლიოს ისტორიის მემკვიდრეობაშია შეტანილი. მისი სახლი, ისევე როგორც თავდაპირველი ვირჯინიის უნივერსიტეტი არის დაპროექტებული მის მიერ ძველი ბერძნული, იტალიური და ნეო-კლასიკური არქიტექტურის მიქსტურაა. მისი ღვინის სიყვარული ცნობილია მთელ ამერიკაში და ყურძნის ჯიშების უმრავლესობა მის ვენახებში იმპორტირებულ იქნა იტალიიდან და საფრანგეთიდან. ღვინის იმპორტზე გადასახადების დადება უნდოდა მის პოლიტიკურ მეტოქეს ალექსანდრე ჰამილტონს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯეფერონი მუშაობდა ამერიკის ელჩად საფრანგეთში ბენჯამინ ფრანკლინის შემცვლელად. მას ეკუთვნის გამონათქვამი რომ იგი ვერასოდეს ვერ შეცვლიდა ბენჯამინ ფრანკლინს საფრანგეთში. ტომასს და მის მეუღლეს მართას ექვსი შვილი ჰყავდათ, რომელთაგანაც მხოლოდ ორმა იცოცხლა. ტომას ჯეფერსონი 1826 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს გარდაიცვალა. ამავე დღეს დაიღუპა მისი პოლიტიკური მეტოქე ჯონ ადამსი და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ჯეფერსონი ჯერ კიდევ ცოცხალია“. ჯეფერსონს თავის ცხოვრების უდიდეს დამსახურებად მიაჩნდა სამი რამ: ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაწერა, ვირჯინიის უნივერსიტეტის დაარსება და რელიგიური თავისუფლების ქანდაკება რომელთა დაწერაც ისურვა საფლავზე. ჯეფერსონის პორტრეტი 2 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jefferson Inaugurals
- Jefferson in Paris на IMDB
- ბილი რელიგიური თავისუფლების შესახებ (1779 წ.)
- ჯეფერსონი, ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელი მიმოხილვა (1774 წ.)
პორტალი „ბიოგრაფიები“ | |
ტომას ჯეფერსონი ვიკიციტატებში | |
ტომას ჯეფერსონი ვიკისაწყობში |
|
|
განმანათლებლობა
|
განმანათლებლები ქვეყნების მიხედვით |
ავსტრია: იოზეფ II | ლეოპოლდ II | მარია ტერეზია |
დანია-ნორვეგია: ლუდვიგ ჰოლბერგი | იენს შილდერუპ სნეედორფი | იოჰან ფრიდრიხ შტრუენზეე | ეგერტ ოლაფსონი |
საფრანგეთი: პიერ ბეილი | ფონტენელი | მონტესკიე | ფრანსუა კენი | ვოლტერი | ბიუფონი | ჟან-ჟაკ რუსო | დენი დიდრო | ჰელვეციუსი | ჟან დ'ალამბერი | ბარონ დ'ოლბახი | მარკიზ დე სადი | კონდორსე | ანტუან ლავუაზიე | ოლიმპია დე გუგესი | იხ. აგრეთვე: ფრანგი ენციკლოპედისტები |
გერმანია: ერჰარდ ვაიგელი | გოტფრიდ ვილჰელმ ფონ ლაიბნიცი | ფრიდრიხ II | იმანუელ კანტი | გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი | თომას აბტი | იოჰან გოტფრიდ ჰერდერი | ადამ ვაისჰაუპტი | იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე | ფრიდრიხ შილერი | კარლ ფრიდრიხ გაუსი | იხ. აგრეთვე: გერმანული კლასიციზმი |
დიდი ბრიტანეთი: ტომას ჰობზი | ჯონ ლოკი | ისააკ ნიუტონი | სემუელ ჯონსონი | დევიდ ჰიუმი | ლორდი მონბოდო | ადამ სმითი | თომას პეინი | ჯონ უილქსი | ედმუნდ ბურკე | ედუარდ გიბონი | ჯეიმზ ბოსუელი | ჯერემი ბენტჰემი | მერი უოლსტოუნკრაფტი | იხ. ასევე: შოტლანდიური განმანათლებლობა |
იტალია: ჯანბატისტა ვიკო | ჩეზარე ბეკარია |
ნიდერლანდები: ჰუგო გროტიუსი | ბარუხ სპინოზა |
პოლონეთი: სტანისლავ ლეშჩინსკი | სტანისლავ კონარსკი | სტანისლავ აუგუსტ პონიატოვსკი | იგნაცი კრასიცკი | ჰუგო კოლოტაი | იგნაცი პოტოცკი | სტანისლავ სტასიცკი | იან სნიადეცკი | იეჯეი სნიადეცკი | ვოიცეხ ბოგუსლავკი | ფრანციშეკ ბოჰომოლეცი | ფრანციშეკ სალეზი იჟიერსკი | ფრანციშეკ კარპინსკი | ფრანციშეკ დიონიზი კნიაჟნინი | ჰუგო კოლატაი | ადამ ნარუშევიჩი | იულიან ურსინ ნიემცევიჩი | სტანისლავ სტაშიჩი | სტანისლავ ტრემბეცკი | ფრანციშეკ ზაბლოცკი |
რუსეთი: ეკატერინე დიდი | პეტრე დიდი | ეკატერინა დაშკოვა | მიხეილ ლომონოსოვი | ივან შუვალოვი | ნიკოლაი ნოვიკოვი | ალექსანდრ რადიშჩევი | მიხაილ შჩერბატოვი |
ესპანეთი: გასპარ მელქიორ დე ხოველანოსი | ლეანდრო ფერნანდეს დე მორატინი |
აშშ: ბენჯამენ ფრანკლინი | დევიდ რიტენჰაუზი | ჯონ ადამსი | ტომას ჯეფერსონი |
განმანათლებლობასთან დაკავშირებული კონცეფციები |
კაპიტალიზმი | სამოქალაქო თავისუფლებები | კრიტიკული აზროვნება | დეიზმი | დემოკრატია | ემპირიზმი | განათლებული აბსოლუტიზმი | თავისუფალი ბაზრები | ჰასკალა | ჰუმანიზმი | ლიბერალიზმი | ნატურფილოსოფია | რაციონალიზმი | გონი | Sapere aude | მეცნიერება | სეკულარიზმი |