რობერტ რეკორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რობერტ რეკორდი
Robert Recorde (uncropped).jpg
დაბ. თარიღი 1512 ან 1510[1]
დაბ. ადგილი ტენბი[2]
გარდ. თარიღი 1558[3] [1]
გარდ. ადგილი საუთუარკი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
უელსი[4]
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი და ოქსფორდის უნივერსიტეტი

რობერტ რეკორდი (ინგლ. Robert Recorde დ. დაახ. 1512 — გ. 1558) — უელსელი მათემატიკოსი და ექიმი. მან გამოიგონა ტოლობის ნიშანი (=) და ასევე წარუდგინა საზოგადოებას უკვე არსებული პლიუს ნიშანი (+) 1557 წელს.[5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეკორდი დაიბადა ტენბის პატივსაცემ ოჯახში 1512 წელს.[5] დაახლოებით 1525 წელს იგი მოეწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში. მედიცინის პროფესიად არჩევის შემდეგ მან კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო 1545 წელს. შემდეგ რეკორდი დაუბრუნდა ოქსფორდს, სადაც საჯარო ლექციებს ატარებდა მათემატიკაში, როგორც ამას კემბრიჯში წასვლამდე აკეთებდა. ცოტა ხნის შემდეგ იგი გადავიდა ლონდონში, სადაც იგი მართავდა ინგლისის სამეფო ზარაფხანასა და ირლანდიის ანალოგიურ განყოფილებას.[6]

რობერტ რეკორდი იყო ასევე მეფე ედუარდ VI-სა და დედოფალ მერი I-ის პირადი ექიმი, რომელთაც ეძღვნება მისი ზოგიერთი წიგნი.

საბოლოოდ რეკორდი პოლიტიკური ოპონენტების ცილისწამების მსხვერპლი გახდა: მას უჩივლეს, გაასამართლეს, დააპატიმრეს ვალების გამო და „კინგს ბიჩის“ ციხეში ჩასვეს, სადაც იგი 1558 წლის ივნისის შუა რიცხვებში გარდაიცვალა.[7]

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოლობის ნიშნის პირველი გამოყენება (14x+15=71).
ტოლობის ნიშნის წარდგენა რეკორდის მიერ.
  • The Grounde of Artes, teachings the Worke and Practise, of Arithmeticke, both in whole numbers and fractions (დაახ. 1540) — პირველი ინგლისური გამოცემა ალგებრაში.[5]
  • The Pathway to Knowledge, containing the First Principles of Geometry … bothe for the use of Instrumentes Geometricall and Astronomicall, and also for Projection of Plattes (ლონდონი, 1551)
  • The Castle of Knowledge, containing the Explication of the Sphere both Celestiall and Materiall, etc. (ლონდონი, 1556)
  • The Whetstone of Witte, whiche is the seconde parte of Arithmeteke: containing the extraction of rootes; the cossike practise, with the rule of equation; and the workes of Surde Nombers (ლონდონი, 1557). ამ წიგნში რეკორდმა საზოგადოებას გააცნო ტოლობის ნიშანი. სწორედ ამ წიგნის გამოცემის გამო ითვლება რეკორდი ინგლისში ალგებრის შემომტანად.[8]
  • The Urinal of Physic (1548) — წიგნი მედიცინაზე, მრავალჯერ გამოცემული.[9]

ნაკლებად ცნობილი გამოცემები:

  • Cosmographiae isagoge
  • De Arte faciendi Horologium
  • De Usu Globorum et de Statu temporum

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive
  2. Dictionary of Welsh Biography — 1997. — 319 p. — ISBN 978-0-900439-86-5
  3. Berry A. A Short History of AstronomyJohn Murray, 1898.
  4. http://www.bbc.co.uk/blogs/wales/authors/BBC_Wales_History/page/8
  5. 5.0 5.1 5.2 Johnston, Stephen. (2004)Recorde, Robert (c.1512–1558). Oxford Dictionary of National Biography. Oxford University Press. წაკითხვის თარიღი: 26.01.2012. (აუცილებელია გამოწერა ან გაერთიანებული სამეფოს საჯარო ბიბლიოთეკის წევრობა)
  6. Newman, James R. (1956). The World Of Mathematics. 
  7. Gribbin, John (2003). Science. A History (1543-2001). London: Penguin Books, გვ. 648. ISBN 978-0-140-29741-6. 
  8. Jourdain, Philip E. B. (1913). The Nature Of Mathematics. 
  9. The Urinal of Physick, by Robert Recorde, 1548