წმინდა პატრიკი
| წმინდა პატრიკი | |
|---|---|
|
წმინდა პატრიკის მართლმადიდებლური ხატი | |
| დაიბადა |
არაუადრეს 373 და არაუგვიანეს 390 რომაული ბრიტანეთი |
| გარდაიცვალა |
არაუადრეს 461 და არაუგვიანეს 493 სოლი, ულედი |
| ხსენების დღე |
17 მარტი (30 მარტი ძველი სტილით) |
| მოღვაწეობა | ფერმერი, მისიონერი, მწერალი[1] , კათოლიკე მღვდელი და ეპისკოპოსი[2] |
| ენა | უცნობი |
| ნათესავ(ებ)ი | დარერკა ირლანდიელი |
წმინდა პატრიკი (ინგლ. Saint Patrick, ლათ. Sanctus Patricius, Patricus, ირლან. Naomh Pádraig, პატრიკი) (დ. 385 — გ. 461 ან 493) — ქრისტიანი წმინდანი, ირლანდიისა და ნიგერიის მფარველი. მისი თაყვანისცემა გავრცელებულია მართლმადიდებლობაში, კათოლიციზმში, ასევე პროტესტანტულ მიმდინარეობებში (მაგალითად, ანგლიკანურ, პრესვიტერიანულ და ლუთერანულ ეკლესიებში).
წმინდა პატრიკს უამრავი ტაძარი და ეკლესია მიუძღვნეს მთელ მსოფლოში, რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი არის — დუბლინის წმინდა პატრიკის ტაძარი, აშენებული 1191 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წმინდა პატრიკი დაახლოებით 383 წელს ბრიტანეთში დაიბადა, გალურ-რომაულ ოჯახში, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდათ მიღებული ქრისტიანობა. მამამისი კალპურნი დიაკვანი იყო და იმავე დროს დეკურიონის მოვალეობას ასრულებდა. მას კარგი მამული ჰქონდა და შვილს უფლება მისცა ცხოვრების პირველი წლები ფუფუნებაში გაეტარებინა.
როცა პატრიკი 16 წლის იყო, ის ოლქის სხვა მცხოვრებთან ერთად, მეკობრეებმა გაიტაცეს. ის ირლანდიაში ერთ მიწათმფლობელს მიჰყიდეს, რომელმაც პატრიკს მთებში თავისი ფარის მწყემსვა დაავალა. ტყვეობის მკაცრმა პირობებმა ამ უცხო მხარეში, რომელიც თითქმის მთლიანად წარმართთა ხელში იყო, ბუნებასთან ურთიერთობამ პატრიკის გული ღვთისკენ მოაქცია, სინანულში მოაქცია. გაყინულ, ანდა წვიმისგან დასველებულ მიწაზე ის მუხლმოდრეკილი ხშირად ლოცულობდა.
ერთხელ წმინდა პატრიკს ღამით ხმა მოესმა, რომელიც ეტყოდა: „შენ კარგად მოიქეცი, რომ მარხულობდი და ლოცულობდი. ღმერთმა შეისმინა შენი ლოცვა. ახლა კი წადი, დაბრუნდი შენს სამშობლოში: შენთვის ხომალდია გამზადებული!“. ის მიენდო ამ ხმას, ტყვეობიდან გაიქცა და 320 კილომეტრის გავლის შემდეგ პორტს მიადგა, და წარმართი ვაჭრის ხომალდში ჩაჯდა. სამი დღის ცურვის შემდეგ მოგზაურები ერთ უცნობ, უკაცურ ადგილას გადავიდნენ ნაპირზე და დასახლების ძებნა დაიწყეს, ზოგი წყაროების მიხედვით ეს ბარბაროსთა შემოსევებით დაცარიელებული გალია იყო, სხვები ამბობენ, ბრიტანეთიო. მოგზაურები ერთი თვე მიდიოდნენ, საჭმელი გამოელიათ, იტანჯებოდნენ, ბოლოს პატრიაკს უთხრეს, შენს ღმერთს შეევედრე, დაგვეხმაროსო. წმინდა პატრიკმა როგორც კი ლოცვად ხელები აღაპყრო, მაშინათვე ღორების კოლტი გამოჩნდა. პატრიკის თანამგზაავრებმა რამდენიმე ღორის მოკვლა შესძლეს და დანაყრდნენ. მრავალი განსაცდელები შემდეგ პატრიკმა სამშობლომდე მიაღწია, მაგრამ იქ კვლავ შეიპყრეს მეკობრეებმა, მაგრამ ორი თვის შემდეგ კვლავ განთავისუფლდა.
როცა მამის სახლში დაბრუნდა მას კიდევ ერთი ხილვა ჰქონდა: მოესმა ადამიანების ხმები ფოკლუტის ტყიდან, სადაც მან თავისი ტყვეობის წლები გაატარა. ამაში მან ღვთის მოწოდება დაინახა, მან გადაწყვიტა წარმართთა განსანათლებლად მომზადებულიყო, ამისთვის საჭირო იყო დაესრულებინა ტყვეობის გამო შეწყეტილი საეკლესიო განათლება. ის გალიაში გაემგზავრა, ცხოვრობდა სხვადასხვა სამონაზვნო ცენტრებში, მათ შორის ლერინში. დაახლოებით 15 წელი წმინდა პატრიკმა ოსერში წმინდა გერმანეს (ხს. 31 ივლისს) ხელმძღვანელობით გაატარა, რომელმაც მას დიაკვნად ხელი დაასხა.
მაშინ წმინდა გერმანე ბრიტანეთში მოგზაურობიდან დაბრუნდა, სადაც პელაგიანელ ერეტიკოსებს ებრძოდა. მის წინ კვლავ გადაჭრელი ამოცანა იდგა: ირლანდიისთვის მისიონერები ეპოვნა. ცოტა ხნით ადრე, პაპმა ცელესტინ I-მა (431) ეპისკოპოსად ხელნი დაასხა რომის ეკლესიის დიაკვანს წმინდა პალადიოსს, რათა მას დაემწყსო ირლანდიაში გაფანტული ქრისტიანები და მათთვის ეხელმძღვანელა. პალადიოსი დიდ სიძნელეებს გადაეყარა, მხოლოდ სამი ეკლესის დაარსება მოასწრო და გარდიცვალა. ამიტომაც წმინდა პატრიკმა გადაწყვიტა წმინდა გერმანეს ხელით ეპისკოპოსობა მიეღო, რათა ირლანდიელი წარმართნი ქრისტიანობაზე მოექციათ.
მცირერიცხოვან სამღვდელოებასთან ერთად ის კუნძულზე, სწორედ იმ ადგილას გადაჯდა, სადაც წმინდა პალადიოსმა მისცურა. წმინდა პატრიკი გაემართაა დიდ კრებაზე, რომელსაც რეგულარულად აწყობდნენ გვარების წინამძღვრები. მძვინვარე მეომრებს მან თამამად უქადაგა ქრისტეზე. მოახერხა ზოგიერთი უხუცესის მოქცევა და შემდგომში მათი ტომის ხალხისა. მისიონერებმა ეკლესია-მონასტრების დასაარსებლად მიწის ნაკვეთები მიიღეს. წმინდა პატრიკმა მთელი ირლანდია შემოიარა, პირველ რიგში კი მისი ჩრდილოეთი ოლქები. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. სწორედ ასე შესძლო მოექცია დუბლინის, მუნსტერის მეფეები და მეფე კონახტის შვიდი ვაჟი.
მქადაგებელს წინააღმდეგობა შეხვდა დრუიდი ქურუმებისგან, მაგრამ წმინდა პატრიკმა იმდენი მოახერხა რომ ზოგიერთი მათგანი ქრისტიანობაზეც კი მოაქცია. მოქცეულები შემდგომში ღვთისმოსავი მღვდლები გახდნენ და დაუღალავად იღვწოდნენ თანამოძმეთა განსანათლებლად. ორიელის სამეფოში ქადაგების შემდეგ მან არმაგში მონასტერი დააარსა, რომელიც შემდგომში ირლანდიის მთავარეპისკოპოსის კათედრად გადაიქცა. სწორედ ამ სავანიდან იწყებდა თავის ხანგრძლივ მისიონურ მოგზაურობებს.
ახალი ეკლესიის დასაარსებლად წმინდა პატრიკი მღვდლებს და ეპისკოპოსებს აკურთხებდა, იგი პატივისცემით და ბრძნულად ეპყრობოდა ირლანდიელი ხალხის თვითმყოფად ხასიათს. ეპისკოპოსთა კათედრები, როგორც წესი, არა ქალაქებში, არამედ მონასტრებში იყო. რადგან წმინდა პატრიკმა თვითონ განიცადა ტყვეობისაგან მოგვრილი ტანჯვა, იცავდა მოსახლეობას, რომელთაც მეკობრეეები თავს ესხმოდნენ. მან განკვეთა ბრიტების რაზმის მეთაური კოროტიკი, რომელიც თავს დაესხა ახალმონათლულ ხალხს, ზოგიერთი მოკლა, ზოგიც მონებად გაყიდა. კოროტიკმა უარი თქვა მონანიებაზე და რამდენიმე თვის შემდეგ ფსიქიკურად შეიშალა და სასოწარკვეთილი გარდაიცვალა.
ოცდაათწლიანი საეპისკოპოსო მსახურების შემდეგ ოთხმოცი წლის წმინდა მღვდელმთავარს ღმერთმა აღსასრულის მოახლოება აუწყა. 461 წლის 17 მარტს წმინდა პატრიკი ულადის (ოლსტერი) ოლქში, დაბა საულში გარდაიცვალა. წმინდანი დაასვენეს ურემზე, რომელიც ორ უღელდაუდგმელ ხარს მიჰქონდა, ისინი შეჩერდნენ ერთ ადგილას, რომელსაც შემდგომში დაუნ-პატრიკი ეწოდა, სწორედ აქ გაუთხარეს მას სამარე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Paor, Liam De (1993). Saint Patrick's World: The Christian Culture of Ireland's Apostolic Age. Dublin: Four Courts Press. ISBN 978-1-85182-144-0.
- (1997) Atlas of Irish History. Dublin: Gill and Macmillan. ISBN 978-0-7171-3093-1.
- Dumville, David M. (1993). Saint Patrick, AD 493–1993. Woodbridge: The Boydell Press. ISBN 978-0-85115-332-2.
- Flechner, Roy (2011). Tome: Studies in Medieval Celtic History and Law in Honour of Thomas Charles-Edwards. Woodbridge: Boydell Press. ISBN 978-1-84383-661-2.
- Flechner, Roy (2019). Saint Patrick Retold: The Legend and History of Ireland's Patron Saint. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0691184647.
- Fletcher, Richard (1997). The Conversion of Europe: From Paganism to Christianity 371–1386 AD. London: Harper Collins. ISBN 978-0-00-686302-1.
- Hood, A.B.E. (1978). St. Patrick: his Writings, and Muirchú's Life. London and Chichester: Phillimore. ISBN 978-0-85033-299-5.
- Ó Cróinín, Dáibhí (1995). Early Medieval Ireland: 400–1200. London: Longman. ISBN 978-0-582-01565-4.
- O'Rahilly, T. F. (1942). The Two Patricks: A Lecture on the History of Christianity in Fifth-Century Ireland. Dublin: Dublin Institute for Advanced Studies.
- Thomas, Charles (1981). Christianity in Roman Britain to AD 500. London: Batsford. ISBN 978-0-7134-1442-4.
- Thompson, E.A. (1980). Caird, G.B.; Chadwick, Henry (eds.). „St. Patrick and Coroticus“. The Journal of Theological Studies. 31: 12–27. doi:10.1093/jts/XXXI.1.12. ISSN 0022-5185.
- White, Newport J.D. (1920). St. Patrick, His Writings and Life. New York: Macmillan.
- Wood, Ian (2001). The Missionary Life: Saints and the Evangelisation of Europe 400–1050. London: Longman. ISBN 978-0-582-31213-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- The Life, Miracles and Prayers of St. Patrick of Ireland დაარქივებული 2010-04-11 საიტზე Wayback Machine.
- Writings of Saint Patrick
- The Most Ancient Lives of Saint Patrick, edited by James O'Leary, 1880, from Project Gutenberg.
- BBC: Religion & Ethics, Christianity: Saint Patrick (Incl. audio)
- Opera Omnia by Migne Patristica Latina with analytical indexes
- Oase Sankt Patrick დაარქივებული 2014-01-03 საიტზე Wayback Machine.
- წმინდა მღვდელმთავარი პატრიკი, ირლანდიის განმანათლებელი - 17 (30) მარტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118641514 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.