ართურ კონან დოილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერ ართურ კონან დოილი
Sir Arthur Ignatius Conan Doyle
Conan doyle.jpg
დაბ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
დაბ. ადგილი ედინბურგი, შოტლანდია
გარდ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
გარდ. ადგილი კროუბორო, ინგლისი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება შოტლანდიელი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი University of Edinburgh, Stonyhurst Saint Mary's Hall, Stonyhurst College და Stella Matutina
ჟანრი ნოველისტი
Magnum opus ბასკერვილების ძაღლი
ჯილდოები Venerable Order of Saint John, Queen's South Africa Medal, Order of the Medjidie და Order of the Crown of Italy
მეუღლე Louisa Hawkins და Jean Leckie
შვილ(ებ)ი Adrian Conan Doyle, Jean Conan Doyle და Denis Conan Doyle
ხელმოწერა Arthur Conan Doyle Signature.svg
Arthur Conan Doyle ვიკისაწყობში

სერ ართურ იგნატიუს კონან დოილი (ინგლ. Sir Arthur Ignatius Conan Doyle; დ. 22 მაისი, 1859, ედინბურგი ― გ. 7 ივლისი, 1930, კროუბორო) — შოტლანდიელი მწერალი, ცნობილი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟის შემქმნელი. დეტექტიური რომანის ინოვატორი. იგი სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, თეტრისა და პოეზიის ჟანრშიც მუშაობდა.

კონანი თავდაპირველად მისი შუასახელი იყო, თუმცა ბოლო დროს მან იგი საკუთარი გვარის ნაწილი გახადა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტურ კონან დოილი დაიბადა 1859 წელს, ედინბურგში. მას ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა. მამა ადრევე გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით. დედა კი ირლანდიელი პლანტაგენეტების წარმომადგენელი იყო.

კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ დოილი აგნოსტიკი ხდება. 1875—1881 წლებში მედიცინას სწავლობს ედინბურგის უნივერსიტეტში. მისი ექიმად მუშაობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება. პაციენტთა რიცხვი სულ უფრო მცირდება, რაც საშუალებას აძლევს მწერლობას მეტი დრო დაუთმოს. თავის პირველ ნაწერებს 1879 წელს აქვეყნებს , ხოლო 1887 წელს პირველად ჩნდება შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟი Beeton's Christmas Annual-ში გამოქვეყნებულ ნოველაში. დოილი თავს ანებებს მედიცინას და მთელ დროს მწერლობას უძღვნის.

პარალელურად დოილი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და წერს პამფლეტებს, მათ შორის: ომი სამხრეთ აფრიკაში: მიზეზები და ორგანიზაცია. 1902 წელს მას კეთილშობილის ტიტულს მიანიჭებენ და ხდება სერ არტურ კონან დოილი.

1918 წელს დოილი სპირიტიზმით დაინტერესდება და იწყებს კონფერენციათა ტურნეს, აქვეყნებს სხვადასხვა სახის ნაშრომებს, მათ შორის: ახალი გამოცხადება (1918), რომელშიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას და ზეციურ ძალებთან კონტაქტის შესაძლებლობას ამტკიცებს.

მართალია, არტურ კონან დოილი განსაკუთრებით ცნობილია შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟით, მაგრამ მას ასევე ეკუთვნის ისტორიული მოთხრობები (როგორც თეთრი კომპანია), სამეცნიერო ფანტასტიკა (დაკარგული სამყარო) რომანები პარანორმალურ მოვლენებზე. მთლიანობაში მისი შემოქმედება მოიცავს 50-ზე მეტ წიგნსა და მრავალრიცხოვან ნოველას.

სერ არტურ კონანდოილი გარდაიცვალა 1930 წლის 7 ივლისს კარდიალური შეტევით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]