მაჰენდრაპარვატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მაჰენდრაპარვატაქხმერების იმპერიის დროინდელი ძველი ქალაქი კამბოჯაში. აღმოაჩინა ავსტრალიურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2013 წლის ივნისში საჰაერო ლაზერული სკანირების მეთოდის დახმარებით[1].

მდებარეობს სეიმრეაპის პროვინციაში, პნომ-კულენის მთაზე. ანგკორ-ვატიდან 40 კილომეტრის დაშორებით.

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქალაქის დაარსების თარიღად 802 წელი დაასახელა, ამდენად იგი თვით ანგკორ-ვატზე დაახლოებით 350 წლით ადრეა წარმოქმნილი[2]. ქალაქის დაარსების პერიოდი ემთხვევა ჯაიავარმანა II-ის მეფობის პერიოდს, რომელიც ითვლება ქხმერების იმპერიის დამაარსებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Higham Charles The Civilization of Angkor. — University of California Press, 2001. — ISBN 978-0-52023-442-0

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]