საიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)
საიდუმლო სერობა | |
---|---|
იტალ. L’Ultima Cena | |
ავტორი | ლეონარდო და ვინჩი |
წელი | 1495—1498 წწ. |
კატალოგი | 6 და XVII |
ტიპი | მარმარილო |
სიმაღლე | 460 |
სიგანე | 880 |
ქალაქი | ფრესკა |
მუზეუმი | ხელოვნების აკადემია |
საიდუმლო სერობა (იტალ. Il Cenacolo ან L’Ultima Cena) — ლეონარდო და ვინჩის ფრესკა, რომელიც ასახავს ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელ ვახშამს. შექმნილია 1495-1498 წწ. დომინიკელთა ორდენის მონასტერში სანტა-მარია-დელლა-გრაციე (მილანი).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა. ცნობილია, რომ „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება — იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ისინი ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდა.
ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსს მან თავისი აზრები გაანდო და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა ქრისტეს სახის განსახიერებაზე. მხატვარმა იგი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ახლა სხვა პრობლებმის წინაშე დადგა: ვერაფრით მიეგნო ისეთი ადამიანის სახისთვის, რომელიც იუდას დასახატავად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.
ლეონარდო დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და დიდი ხნის ძიების შემდეგ ერთი მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. ეკლესიაში მიყვანის შემდეგ და ვინჩიმ დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და უბედურება.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარი გამოფხიზლდა და როგორც კი ნახატს თვალი მოჰკრა, შეშინებულმა წამოიყვირა:[1][2]
— ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
— კი მაგრამ, საიდან? — გაუკვირდა ლეონარდოს.
— სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა...
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Last Supper - დიდი რეზოლუციის მქონე გამოსახულება
- და ვინჩის განსხვავებული კოდი დაარქივებული 2006-01-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საიდუმლო სერობის საიდუმლო. Intermedia.ge (5 მაისი, 2013). ციტირების თარიღი: 08.06.2014.
- ↑ ლეონარდო და ვინჩი - უნივერსალური გენიოსი. კვირის პალიტრა (22 თებერვალი, 2010). ციტირების თარიღი: 08.06.2014.