ზღვის ეშმაკი
იერსახე
ზღვის ეშმაკი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Lophius piscatorius | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 198610 | ||||||||||||
გავრცელების არეალი | ||||||||||||
|
ზღვის ეშმაკი, ლოფიუსი (ლათ. Lophius piscatorius) — თევზი, ზღვის ეშმაკისებრთა (Lophiidae) ოჯახისა. მისი სიგრძე 1,5 მ აღწევს, წონა 20 კგ-მდე. ზღვის წყლის ბინადარია. გვხვდება ძირითადად ზღვის დიდ სიღრმეებში. სხეული შიშველია, ზემოდან მუქი, ქვემოდან მოთეთრო, თავი დიდი, განიერი და ბრტყელი. აქვს დიდი პირი, სასაზე — ძლიერი კბილები. მტაცებელია. იკვებება როგორც მსხვილი, ასევე წვრილი თევზებით, ზოგჯერ წყლის ფრინველებითაც, რომელთაც წყლის ზედაპირიდან იტაცებს. გავრცელებულია ევროპის სანაპიროებთან ბარენცის ზღვიდან შავ ზღვამდე. იყენებენ ნედლსა და შებოლილს. მისი კუჭქვეშა ჯირკვლისაგან ამზადებენ ინსულინს. შავ ზღვაში ზღვის ეშმაკის ეგზემპლარი ნაპოვნია ბათუმთან, 1955 და 2008 წლებში. მცირე სამეურნეო მნიშვნელობისაა. შავი ზღვისათვის უიშვიათესი სახეობაა.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 549.