მარკუს ავრელიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Marcus Aurelius Glyptothek Munich.jpg

იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუს ანტონინუს ავგუსტუსი (ლათ. MARCVS ANNIVS VERVS AVRELIVS CAESAR AVGVSTI PII FILIVS) (26 აპრილი 121 - 17 მარტი 180) რომის იმპერატორი 161 წლიდან თავის გარდაცვალებამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მარკუს ავრელიუსი ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქოსი და მოაზროვნე. იგი დაიბადა 121 წლის 26 აპრილს რომში, წარჩინებულთა მდიდარ ოჯახში , რომლის წარმომადგენლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო შვილობილი იმპერატორ ანტონინუს პიუსისა (ანტონინუსთა დინასტიის ეპოქაში ასეთი ტრადიცია იყო დამკვიდრებული: რომის იმპერატორები ჩვეულებრივ, მემკვიდრეობით კი არ ცვლიდნენ ერთმანეთს, არამედ ყოველ მათგანს, როგორც შვილობილს, წინამორბედი ასახელებდა ტახტის მემკვიდრედ და სიცოცხლეშივე თანამმართველად ნიშნავდა). მისი პაპა, ანიუს ვერუსი, სენატორთა წრეს განეკუთვნებოდა და მუდამ ეკავა პრეტორისა თუ კონსულის (სამგზის) საპატიო თანამდებობები. სამი წლის იქნებოდა მარკუსი როდესაც მამა გარდაეცვალა და შემდგომ მისი აღზრდა პაპამ ითავა. მარკუსის დედა-დომიტია ლუკილა, ასევე წარჩინებულთა ოჯახიდან იყო მის პაპას, კატილიუს სევერუსს, რომის პრეფექტის, ხოლო მამას, კალვისიუს ტულიუსს, კონსულის(ორგზის) თანამდებობები ეკავათ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • Astarita, Maria L. Avidio Cassio (in Italian). Rome: Edizione di Storia e Letteratura, 1983.
  • Barnes, Timothy D. "Hadrian and Lucius Verus." Journal of Roman Studies 57:1–2 (1967): 65–79.
  • Birley, Anthony R. Marcus Aurelius: A Biography. New York: Routledge, 1966, rev. 1987. ISBN 0-415-17125-3
  • Birley, Anthony R. "Hadrian to the Antonines." In The Cambridge Ancient History Volume XI: The High Empire, A.D. 70–192, edited by Alan Bowman, Peter Garnsey, and Dominic Rathbone, 132–94. New York: Cambridge University Press, 2000. ISBN 978-0-521-26335-1
  • Champlin, Edward. "The Chronology of Fronto." Journal of Roman Studies 64 (1974): 136–59.
  • Champlin, Edward. Fronto and Antonine Rome. Cambridge, MA: Harvard University Press, 1980. ISBN 0-674-32668-7
  • Millar, Fergus. The Roman Near East: 31 BC – AD 337. Cambridge, MA: Harvard University Press, 1993. ISBN 0-674-77886-3
  • McLynn, Frank. Marcus Aurelius: Warrior, Philosopher, Emperor. London: Bodley Head, 2009. ISBN 978-0-224-07292-2 online review
  • Stephens, William O. Marcus Aurelius: A Guide for the Perplexed. London: Continuum, 2012. ISBN 978-1-4411-2561-3
  • Stertz, Stephen A. "Marcus Aurelius as Ideal Emperor in Late-Antique Greek Thought." The Classical World 70:7 (1977): 433–39.
  • Syme, Ronald. "The Ummidii." Historia 17:1 (1968): 72–105.