უმბერტო ეკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უმბერტო ეკო
Umberto Eco 04.jpg
დაბადების თარიღი 5 იანვარი 1932(1932-01-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [7] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი ალესანდრია[3] [15]
გარდაცვალების თარიღი 19 თებერვალი 2016(2016-02-19)[16] [2] [6] [7] [8] [10] [11] [7] [12] [13] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი მილანი[3]
ფსევდონიმი Dedalus[17]
საქმიანობა ფილოსოფოსი, რომანისტი, ესეისტი[18] , პედაგოგი, სცენარისტი, მთარგმნელი, უნივერსიტეტის პროფესორი, სემიოტოლოგი[3] , მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და მედიევისტი
ენა იტალიური ენა[19] , ფრანგული ენა და ლათინური ენა[3]
მოქალაქეობა Flag of Italy.svg იტალია[20]
Flag of Italy (1861–1946).svg იტალიის სამეფო
ალმა-მატერი ტურინის უნივერსიტეტი[2] [21]
ჟანრი ესე და რომანი
Magnum opus ვარდის სახელი, Misreadings, ფუკოს ქანქარა (რომანი), Apocalypse Postponed და Come si fa una tesi di laurea
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ასტურიის პრინცესის პრემია კომუნიკაციისა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის[2] , საპატიო დოქტორი, საპატიო დოქტორი, მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის, სტრეგის პრემია, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ლიეჟის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Honorary doctor of the Katholieke Universiteit Leuven, დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, Honorary doctor of the Brown University, თელ-ავივის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საპატიო დოქტორი, უფსალის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, გლაზგოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of Sofia University, honorary doctor of the University of Tartu, Honorary Doctorate of University of Buenos Aires, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[22] , Q68796930?, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Bancarella Prize, Cesare Pavese Prize და Italian Order of Merit for Culture and Art
მეუღლე რენატე რამჯე
ხელმოწერა Umberto Eco signature.svg
საიტი umbertoeco.it

უმბერტო ეკო (დ. 5 იანვარი, 1932, ალესანდრია — გ. 19 თებერვალი, 2016, მილანი) — იტალიელი კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი. გახმაურებული ბესტსელერის „ვარდის სახელის“ ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმბერტო ეკო დაიბადა პიემონტის ოლქის პატარა ქალაქ ალესანდრიაში. მამამისი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ბუღალტრად მუშაობდა, ომის დაწყების შემდეგ კი დედამისი, ჯოვანა და უმბერტო პიემონტის მთებში გადაბარგდნენ.

მისი გვარი მომდინარეობს ლათინური აბრევიატურისგან Ex Coelis Oblatus (ციური ძღვენი), რომელიც მის პაპას ქალაქის მთავრობამ მიაკუთვნა.

მამამისი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა და შესაბამისად მათ ოჯახს მატერიალურად არ ულხინდა. ამის გამო ბავშვობიდანვე მშობლები იურისტობას ურჩევდნენ, თუმცა უმბერტომ საბუთები ტურინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე შეიტანა და შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესწავლა დაიწყო. იქვე, 1954 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თომა აქვინელის შესახებ.

ამის შემდგომ ეკო მუშაობას ტელერადიოკომპანია რაი–ში აგრძელებს და იწყებს ლექციების კითხვას ტურინის უნივერსიტეტში (1956–1964). ტელევიზიაში მუშაობის დროს ეკომ გაიცნო იმდროინდელი ავანგარდის წარმომადგენელი ხელოვნების წარმომადგენლები – მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები – რამაც მის მომდევნო სამწერლო კარიერაზე დიდი ზეგავლენა იქონია.

უმბერტო ეკომ 1962 წელს იქორწინა რენატე რამგეზე. მათ ჰყავთ ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი შემოქმედებითი კარიერა დაიწყო წიგნით – "წმინდა თომას ესთეტიური პრობლემა", რომელსაც 1959 წელს მეორე ნაშრომი, "შუა საუკუნეების ესთეტიკის განვითარება" მოჰყვა. ამ ორი წიგნით უმბერტო ეკომ შეძლო თავის დამკვიდრება იმდროინდელი იტალიის სამეცნიერო წრეებში, როგორც შუა საუკუნეების დიდმა მცოდნემ. 1959 წელს უმბერტო ეკო ტოვებს ტელევიზიას და მუშაობას იწყებს მილანის საგამომცემლო სახლში "ბომპიანი", მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე.

ამ წლების განმავლობაში, ეკო იწყებს იმ დროს ახლად წამოჩიტული მეცნიერების, სემიოტიკის იდეების დანერგვას საკუთარ შრომებში და ღია ტექსტის იდეაზე ფიქრს, რასაც მოჰყვა 1962 წელს დაწერილი წიგნი "Opera aperta" (ღია ნაწარმოები).

ფილოსოფიური პრობლემატიკის პარალელურად, უმბერტო ეკო იწყებს ფიქრს ნამდვილ ლიტერატურაზე და 1980 წელს წერს მის პირველ ლიტერატურულ არასამეცნიერო ნაწარმოებს. რომანმა "ვარდის სახელი" მას ნამდვილი აღიარება მოუტანა. ამ რომანში ეკო ჭეშმარიტი მედიევისტის როლში წარდგა მკითხველის წინაშე. მან სრულად აღწერა შუა საუკუნეების ერთი სააბატოს ყოველდღიური ცხოვრების პერიპეტიები. რომანის მთავარი სიუჟეტური ხაზი ვითარდება მკვლელობების სერიის გარშემო, რომელსაც ფრანცისკანელი ბერი იძიებს. გარდა იმისა, რომ რომანში ზუსტად არის გადმოცემული იმდროინდელი პოლიტიკური და სოციალური ვითარება, ეკო უბადლოდ ხლართავს სიუჟეტს და მთელი რიგი დეტექტიური ვნებათაღელვების შემდეგ მკითხველი საიდუმლოებით მოცულ ბიბლიოთეკამდე მიჰყავს. ბიბლიოთეკა, თავის მხრივ, ლაბირინთისა და მინოტავრის თემის ახლებური გააზრებაა და, მწერლის განცხადებით, ამოუცნობი სამყაროს სიმბოლოა.

მის მეორე რომანში, "ფუკოს ქანქარა, უმბერტო ეკომ ეზოთერული და ოკულტური ხასიათის მრავალი პასაჟი აღწერა. "ფუკოს ქანქარა", ისევე როგორც ეკოს ყველა რომანი, რამდენიმე სიბრტყეში იკითხება, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს იმტვრიოს თავი, თუ სად გადის ზღვარი სინამდვილესა და გამონაგონს, მეცნიერებასა და ოკულტიზმს შორის. ეს რომანი საკმაოდ ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და ავტორის საგამომცემლო საქმიანობით დაკავების ხანას უკავშირდება. რომანის სამი მთავარი პერსონაჟი, რომლებიც ერთ–ერთი საგამომცემლო სახლის თანამშრომლები არიან, ცდილობენ ფარდა ახადონ იდუმალებით მოცულ ისტორიას, რასაც ტამპლიერებამდე, ალქიმიკოსთა დოქტრინამდე და საიდუმლო სექტებამდე მივყავართ, რომლებიც ვითომ-და მართავენ მსოფლიოს.

უმბერტო ეკოს აგრეთვე ეკუთვნის რომანები "გუშინდელი დღის კუნძული", "ბაუდოლინო" და "დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი".

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11852884X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 The Washington Post / M. BaronWashington: Fred Ryan, 1877. — ISSN 0190-8286
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 The New York Times / D. BaquetManhattan, NYC: The New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095
  4. RKDartists
  5. SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 NooSFere — 1999.
  8. 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  9. Indiana Philosophy Ontology Project
  10. 10.0 10.1 BD Gest'
  11. 11.0 11.1 Munzinger-Archiv — 1913.
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. 13.0 13.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  14. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  15. Wikimedia community, უელსი ჯ. ვიკისიახლეები — 2004.
  16. http://www.repubblica.it/cultura/2016/02/20/news/morto_lo_scrittore_umberto_eco-133816061/
  17. Czech National Authority Database
  18. http://www.worldcat.org/title/travels-in-hyper-reality-essays/oclc/12665519
  19. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  20. http://www.nytimes.com/1986/09/24/movies/film-medieval-mystery-in-name-of-the-rose.html
  21. la RepubblicaRoma: GEDI Gruppo Editoriale, 1976. — ISSN 0390-1076; 2499-0817
  22. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur