შინაარსზე გადასვლა

ტოლობის ნიშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარგად ცნობილი ტოლობა მათემატიკაში

ტოლობის ნიშანი ან განტოლების ნიშანი (=) — მათემატიკური სიმბოლო, რომელიც ასახავს ტოლობას მათემატიკაში, ლოგიკასა და სხვა ზუსტ მეცნიერებებში. იგი გამოიგონა რობერტ რეკორდმა 1557 წელს. ტოლობის ნიშანი ისმევა ორ ტოლ მხარეს შუაში, მაგალითად, როგორც განტოლებაში. მისი საწინააღმდეგო, უტოლობის ნიშნია გადახაზული ტოლობის ნიშანი: „≠“.

ტოლობის ნიშნის პირველი გამოყენება (14x+15=71 თანამედროვე ინტერპრეტაციით) რობერტ რეკორდის „მახვილგონიერების სალესიდან“.

სიმბოლო „=“ რომელიც ამჟამად საყოველთაოდ აღიარებულია მათმატიკოსების მიერ ტოლობის ნიშნად, პირველად უელსელმა მათემატიკოსმა რობერტ რეკორდმა გააცნო საზოგადოებას წიგნში „მახვილგონიერების სალესი“ (1557). სიმბოლოს თავდაპირველი ფორმა გაცილებით უფრო გრძელი იყო, ვიდრე ამჟამინდელია. წიგნში რეკორდი საკუთარ დიზაინს უწოდებს „Gemowe lines“, რაც „ტყუპ ხაზებს“ ნიშნავს (ლათინურიდან gemellus[1]):

ვიკიციტატა
„… სიტყვების „ტოლია“ და „უდრის“ წარამარა გამეორებისგან თავის დასახწევად მე მის ნაცვლად გამოვიყენე (როგორ სამუშაოშიც ხშირად ვიყენებ-ხოლმე) თანაბარი სიგრძის ორი პარალელური ხაზი, ან ტყუპი ხაზები (ასეთი =), რამეთუ არაფერია ამათზე უფრო ტოლი.“

შოტლანდიის ენდრიუსის უნივერსიტეტის მათემატიკის ისტორიის სატის მიხედვით:[2]

სიმბოლო „=“ იმთავითვე პოპულარული არ გამხდარა. სიმბოლოები „||“ და æ (ან œ), ლათინური სიტყვიდან „aequalis“, რაც ნიშნავს „ტოლია“, „უდრის“, ფართოდ გამოიყენებოდა 1700-იან წლებში.

მსგავსი სიმბოლოების ცხრილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ექვივალენტობის ნიშნები
ნიშანი Unicode ნიშანი Unicode
= U+003D U+2260
U+2243 U+2244
U+2245 U+2246
U+2247
U+224C U+2242
U+2248 U+2249
U+221D
U+2261 U+2262
U+224A U+224B
U+224D U+2263
U+224E U+224F
U+2250 U+2251
U+2252 U+2253
U+2254 U+2255
U+2258 U+225A
U+2257 U+2259
U+225E U+225F
U+225C U+225D
U+225B U+2256

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. იხილეთ აგრეთვე: geminus and მარჩვიბი.
  2. Robert Recorde. ციტირების თარიღი: 19.10.2013.