სიცოცხლის უფლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიცოცხლის უფლებაადამიანის უფლებების კონცეფციაში ერთ-ერთი ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლება. ის გულისხმობს, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის თანდაყოლილი უფლება. ეს უფლება კანონითაა დაცული. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის თვითნებური აღკვეთა. სიცოცხლის უფლება იწყება ადამიანის დაბადების მომენტიდან და მთავრდება გარდაცვალების (ტვინის უჯრედების ფუნქციონირების შეუქცევადად შეწყვეტა) მომენტში. სიცოცხლის უფლება ერთი მხრივ სახელმწიფოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკრძალავს (ნეგატიური ვალდებულება), მეორე მხრივ მისი სიცოცხლის აქტიურად დაცვას ავალდებულებს (პოზიტიური ვალდებულება)

სიცოცხლის უფლება განეკუთვნება ბუნებით უფლებათა რიგს. ის არ ექვემდებარება დათქმებსა და გადახვევებს, გარდა საერთაშორისო სამართალში დაშვებული გამონაკლისისა იმ შემთხვევაში, როცა კანონზომიერ საომარ მოქმედებებს შედეგად მოსდევს სიცოცხლის ხელყოფა. აგრეთვე გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს სასამართლო სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს. სიცოცხლის ხელყოფა მართლზომიერი ქმედებაა აუცილებელი მოგერიების დროს.

სიცოცხლის უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიის მე-3 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციაში სიცოცხლის უფლება დაცულია მე-15 მუხლით: „სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“.

სიცოცხლის უფლება ხშირად ირღვევა. ფართო მასშტაბებით განხორციელებული გარკვეული ჯგუფის სიცოცხლის აღკვეთა შეიძლება გაუთანაბრდეს გენოციდს, რაც აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. სიცოცხლის უფლება უკავშირდება ისეთ თემებს, როგორიცაა ევთანაზია, სიკვდილით დასჯა, აბორტი, აუცილებელი მოგერიება და სხვა.

სიკვდილით დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სიკვდილით დასჯა.

საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა შესახებ არ ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს სიკვდილით დასჯის გაუქმებას, მაგრამ შესაძლებლად მიიჩნევს მის გამოყენებას მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის. სიკვდილით დასჯა არ გამოიყენება 18 წელზე ახალგაზრდა პირთა და ფეხმძიმეთა მიმართ. საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია 1997 წლიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამოქალაქო განათლების ლექსიკონი გვ. 230 — თბილისი, 2011 ISBN 978-9941-0-3354-4
  • დემოკრატია და მოქალაქეობა გვ. 142-143 — თბილისი, 2011 ISBN 978-9941-0-3667-5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]